„ვუერთდებით სხვა სტუდენტებს და ორშაბათიდან ვწყვეტთ ლექციებზე სიარულს“ – საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებას, რომ ისინი ქვეყანაში განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე ორშაბათიდან სასწავლო პროცესს შეაჩერებენ, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან. ცოტა ხნის წინ მათ საგანგებო განცხადება გააკეთეს. “ჩვენ, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები, აღშფოთებულები ვართ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებით. ჩვენთვის ხელისუფლების მხრიდან გამოყენებული არაპროპორციული ძალა მშვიდობიანი და ევროპული მომავლისთვის მებრძოლი მომიტინგეების მიმართ ნიშნავს დემოკრატიისა და თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლას. […]
100-ზე მეტი NGO: ხელისუფლებამ ეს კანონი უპირობოდ უნდა გაიწვიოს!

100-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივ განცხდებას ავრცელებს და აცხადებს, რომ რუსული კანონი ხელისუფლებამ უპირობოდ უნდა გაიწვიოს. მათი თქმით, ვერანაირი შესწორება ვერ შეცვლის იმ დამანგრეველ შედეგებს, რასაც ამ კანონის ამოქმედება ჩვენს საზოგადოებას მოუტანს. “ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხელისუფლების მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი საკუთარი მიზნებითა და შინაარსით არის რუსული, მიმართულია ქართველი ხალხის […]
შს მინისტრი სისხლის სამართლის დევნით ემუქრება ყველას, ვინც პარლამენტის ბლოკირებას შეეცდება

შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტან გომელაური პარლამენტთან დაგეგმილი აქციის წინ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კანონის სრული სიმკაცრით და სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დაისჯება ყველა, ვინც პარლამენტის შენობის ბლოკირებას შეეცდება. მინისტრმა ამ განცხადების გასაკეთებლად შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი გამართა, სადაც აღნიშნა, რომ მის მიერ საფრთხის იდენტიფიცირება მოხდა როგორც პოლიტიკოსების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების, ისე ოპერატიული ინფორმაციის საშუალებით. […]
ლიეტუვაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება, წარმატებას უწინასწარმეტყველებენ მოქმედ პრეზიდენტს

ლიეტუვაში კვირას საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრა იმართება. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, გამარჯვების საუკეთესო შანსები აქვს მოქმედ პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას. ნაუსედა უკრაინის მტკიცე მხარდამჭერია რუსეთ-უკრაინის ომში. საარჩევნო კამპანიის ყურადღების ცენტრში ბალტიის ქვეყნების უსაფრთხოების საკითხი იდგა. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 20 საათზე იხურება (თბილისის დროით 21 საათზე). კენჭისყრის შედეგები სავარაუდოდ შუაღამისთვის გახდება ცნობილი. თუკი ვერცერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს […]
პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება გამონაკლისის გარეშე 4-წლიანი პატიმრობით დაისჯება – შს მინისტრი

შს მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ არ სურს რამდენიმე ასეული თანამოქალაქის და უცხოელის მკაცრი სისხლის სამართლის დევნით დასჯა, მაგრამ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირების შემთხვევაში, ეს მოუწევს. ” გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება, რაც შეაფერხებს, ან შესაძლოა შეაფერხოს ამ ობიექტის მუშაობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 […]
როცა ქვეყნის ბედი წყდება აუდიტორიებში ყოფნის დრო არ არის! – ბათუმის შავი ზღვის უნივერსიტეტის სტუდენტები

“ვხედავთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ქმედებებს, რომელიც ხორციელდება მოქალაქეების მიმართ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოველთვის იდგა ისტორიის სწორ მხარეს! მაშასადამე, „იბსუ ერთი დიდი ოჯახია“ – იყო, არის და იქნება ის ღირებულება, რაც სტუდენტებს გვაერთიანებს. სწორედ ახლა არის დრო, რომ გავერთიანდეთ. მაშინ, როცა ჩვენს ევროპულ მომავალს საფრთხე ემუქრება და ხელისუფლება სასტიკ ზომებს მიმართავს, სიჩუმე დანაშაულია ! ჩვენ […]
„ყველა ქვას გადავაბრუნებთ“ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს – ჰერჩინსკი

„ყველა ქვას გადავაბრუნებთ“ იმისთვის, რომ დავეხმაროთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში წინსვლაში. ვიცი, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილი, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც მომავალ კვირაში საქართველოში დაგეგმილი მაღალი დონის ვიზიტების შესახებ დასმულ შეკითხვას უპასაუხა. „ჩემზე ნამდვილად შთაბეჭდილება მოახდინა იმ ადამიანთა რაოდენობამ, ვინც გუშინ წვიმის მიუხედავად თბილისის ქუჩებში […]
მესამედ მომიწყვეს ჩასაფრება სახლთან, მანქანაში ელაგათ ხელკეტები – ჯაფარიძე

დღეს მესამედ მომიწყეს ჩასაფრება სახლთან – ამის შესახებ “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი სოციალურ ქსელში წერს. “ერთ მანქანაში ელაგათ ხელკეტები (დავინახე, გვერდით ჩამიარეს გაქცევისას) მეზობლებმა შენიშნეს, მათვე დარეკეს 112-ში, მე მხოლოდ გაქცევის ნახვა მოვასწარი პატრული ცხადია მოვიდა მას მერე რაც უკვე წასულები იყვნენ ახლა გომელაურს ვუსმენ, პარლამენტის პიკეტირებაზე ლაპარაკობს, კანონის უზენაესობის დაცვა პრინციპული საკითხია და მკაცრად […]
ჯაფარიძე: დღეს მესამედ მომიწყვეს ჩასაფრება სახლთან

წერს პარტია გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საკუთარ Facebook-გვერდზე. აქამდე ჯაფარიძეს უცნობი პირები ორჯერ ჩაუსაფრდნენ. ბოლო შემთხვევის დროს მან გამაფრთხილებელი გასროლა გააკეთა.
შსს სისხლის სამართლის დევნით ემუქრება ყველას, ვინც პარლამენტის ბლოკირებას შეეცდება

შსს სისხლის სამართლის დევნით ემუქრება ყველას, ვინც პარლამენტის ბლოკირებას შეეცდება. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბრიფინგზე ისაუბრა. გომელაურის თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ბლოკირება ისჯება 4 წლამდე პატიმრობით, რასაც, მისი მტკიცებით, გასულ წლებში რბილად უდგებოდნენ, ახლა კი “ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე” აამოქმედებენ. “როგორც პოლიტიკოსების საჯარო განცხადებებით, ისე ოპერატიული […]