თეატრალურის სტუდენტები: ვიფიცებით, ვინარჩუნებთ მხნეობას და ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს

გაფიცულებს უერთდებიან თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები. გავრცელებულ საერთო მიმართვაში მოუწოდებენ ლექტორებს და აკადემიურ პერსონალს, დადგნენ მათ გვერდით და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა გააძლიერონ. “საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით საერთო სტუდენტურ გაფიცვას რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით. მიგვაჩნია, რომ დღეს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია ფატალურ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს. […]

სეუს სტუდენტები: ბოიკოტს ვუცხადებთ სტუდენტურ ცხოვრებას

რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და სასწავლო პროცესის აუდიტორიაში გაგრძელებაზე უარს ამბობენ. “საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტები ვირჩევთ ევროპულ მომავალს და ბოიკოტს ვუცხადებთ სტუდენტურ ცხოვრებას. ჩვენ ვუერთდებით იმ უნივერსიტეტებსა და სტუდენტებს, რომლებიც რუსული კანონის წინააღმდეგები არიან. ჩვენ გვჯერა, რომ ერთობით ნამდვილად შევძლებთ და თავისუფალ საქართველოში ერთად ვიცხოვრებთ”, – ნათქვამია განცხადებაში.

,,პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, კატეგორიულად მიუღებელია” – რატი ბრეგაძე

სტუდენტების საყოველთაო გაფიცვას, რასაც ლექტორების დიდი ნაწილი უერთდება, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ასე ეხმაურება: ,,პროფესორი გაიფიცოს და ლექცია არ ჩაუტაროს სტუდენტს, რომელიც ცოდნის მისაღებად უნივერსიტეტს ფულს უხდის, მთელ რიგ შემთხვევებში, მათ შორის, საკუთარი შრომით მოპოვებულს, კატეგორიულად მიუღებელია. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში კეთილსიდისიერებასთან უფრო გვაქვს საქმე, ვიდრე გამოხატვის ან შეკრების უფლების განხორციელებასთან.”

“როდესაც შენს რიგებში თალიბანი პიროვნება ეგონათ, სხვის აიქიუზე საუბარი ცოტა უხერხულია” – ზვიად ტომარაძე

„ერი და სახელმწიფოს დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე: როდესაც შენს რიგებში თალიბანი პიროვნება ეგონათ, ჩეხოსლოვაკია ერთიანი ქვეყანა და დამოუკიდებლობის დღე 27 მაისი, სხვის აიქიუზე საუბარი ცოტა უხერხულია.

“ალტერბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა უერთდება საყოველთაო გაფიცვას” – განცხადება

“ალტერბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა უერთდება საყოველთაო გაფიცვას,” – ამის შესახებ განცხადებას უნივერსიტეტის თვითმმართველობა ავრცელებს. “ქვეყანაში მიმდინარე მძიმე პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ალტერბრიჯის უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა უერთდება საყოველთაო გაფიცვას და მხარს უჭერს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას, რომელიც იყენებს მის ხელთ არსებულ კონსტიტუციურ უფლებებს პროტესტის გამოსახატად. ღიად და დაუფარავად გამოვთქვამთ ჩვენს აზრს რუსულ კანონთან დაკავშირებით და ვამბობთ, რომ ის […]

“თეთრი ხალათებითა და სუფთა ხელებით” – გაფიცვას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

გაფიცვას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებით შეუერთდნენ. “მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და თვითმართველობა დუმს – ჩვენ, აქციების დაწყების დღიდან თეთრი ხალათებით ვდგავართ ჩვენი, მოქალაქეებისა და ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე. ბოლო საათების განმავლობაში, ჩვენ მკაფიოდ ვიხილეთ- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიისა და სხვა უნივერსიტეტების რეაქცია, რომელსაც ვერ დავტოვებთ […]

,, აქციის მონაწილეებს თუ რაიმე დაგჭირდათ” – მისამართები

სტუდენტები ევროპული მომავლისთვის საჭირო ინფორმაციას ავრცელებს: ,,გთხოვთ მაქსიმალურად გააზიაროთ ეს პოსტი მეგობრებში და თავადაც შეინახოთ. აქციის მონაწილეებს თუ რაიმე დაგჭირდათ: ტელეფონის დატენვა, შესვენება თუ რაიმე სხვა, შეგიძლიათ შემდეგ ლოკაციებზე მიხვიდეთ: თავისუფლების მხარეს: 1. So Lucky Bar – შ. დადიანის 18 (მთელი ღამე) 2. Woland’s Speakeasy – ი. მაჩაბელის 2 4. Cafe & Bar La Mano […]

გაფიცვას სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები შეუერთდნენ

“მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და თვითმართველობა დუმს- ჩვენ, აქციების დაწყების დღიდან თეთრი ხალათებით ვდგავართ ჩვენი, მოქალაქეებისა და ქვეყნის ევროპული მომავლის სადარაჯოზე. ბოლო საათების განმავლობაში, ჩვენ მკაფიოდ ვიხილეთ- ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიისა და სხვა უნივერსიტეტების რეაქცია, რომელსაც ვერ დავტოვებთ ყურადღების მიღმა. დღეს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო […]

შს მინისტრი – განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა მისი მუშაობა, ისჯება პატიმრობით 4 წლამდე – თავს ვალდებულად მივიჩნევთ, მუხლი დამრღვევების მიმართ ავამოქმედოთ

გამოვთქვამთ იმედს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი ჩაერთვება პოლიტიკოსებისა და სხვა შიდა და გარე სუბიექტების მიერ დაგეგმილ პროვოკაციაში და შესაბამისად, თავიდან აიცილებს მკაცრ სასჯელს, – ამის შესახებ საქართვველოს შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბრიფინგზე განაცხადა. შს მინისტრის თქმით, დაგეგმილია, რომ მომდევნო ორი დღის განმავლობაში შეკრებამ მიიღოს ძალადობრივი და კანონსაწინააღმდეგო ხასიათი, მათ შორის შეკრების მონაწილეებმა საქართველოს პარლამენტის […]

არასამთავრობო ორგანიზაციები – „რუსული კანონი“ უპირობოდ უნდა იქნას გაწვეული

ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხელისუფლების მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი საკუთარი მიზნებითა და შინაარსით არის რუსული, მიმართულია ქართველი ხალხის დასავლური კურსის წინააღმდეგ და ის უპირობოდ უნდა იქნას უკან გაწვეული, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, ვერანაირი შესწორება ვერ შეცვლის იმ დამანგრეველ შედეგებს, რასაც ამ კანონის […]