,,ვუსმინე მთავრობის მეთაურს და გამიმყარდა რწმენა, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა“ – ლალი მოროშკინა

ჟურნალისტი ლალი მოროშკინა: ,,ვუსმინე მთავრობის მეთაურს და გამიმყარდა რწმენა, რომ ყველაფერი კონტროლის ქვეშაა, ხოლო სააკაშვილის ბოლო მოწოდება, საბოლოოდ ცხადყოფს,რომ ნაც-ფაშისტური რეჟიმი მაიდნისთვის ემზადება! ჩემი და ჩემი ოჯახის სრული მხარდაჭერა ქვეყნის მთავრობას და ძალოვან სტრუქტურებს, რომლებიც ქვეყნის სადარაჯოზე დგანან. სულ მალე გამოიდარებს და 17 მაისს დედა ეკლესიასთან ერთად ვიზეიმებთ ოჯახის სიწმინდის დღეს! P.S. იმედია ყველა სოდომისტი […]

, ,ეგეთი სამსახურის დედა ვატირე,რობოკოპებს რომ შეყავხარ და გამოყავხარ სამსახურიდან” – ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია: ,,ეგეთი სამსახურის დედა ვატირე,რობოკოპებს რომ შეყავხარ და გამოყავხარ სამსახურიდან🙈🙈🙈 რა სიგიჟეა! ერთხელ რომ დაიბადები და ისეთ სამსახურს ირჩევ, სპეცრაზმები რომ უზრუნველყოფს შენს სავარძელს🙈”

“შევხვდებით იქ, სადაც ჩვენი ყოფნა გადამწყვეტია!” – თავისუფალის და აგრარულის სტუდენტები პროტესტს შეუერთდნენ

თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები უერთდებიან რუსული კანონის საწინააღმდეგო პროტესტს და აკადემიური პროცესის განახლებაზე უარს აცხადებენ. მათი თქმით, რუსული კანონი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული და ის ევროპული ოჯახის წევრობაზე ქართველი ხალხის გაცხადებულ ნებას უგულებელყოფს. “ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების, ჩვენი თანატოლებისა და თანამებრძოლების იდეას, უარი ვთქვათ სასწავლო პროცესის ჩვეულ ფორმატში გაგრძელებაზე, ვინაიდან მივიჩნევთ, […]

Alte-ს სტუდენტები გაფიცვას უერთდებიან

ვუერთდებით ქართველი ხალხის პროტესტს და გაფიცვის უფლების ფარგლებში ორშაბათიდან აღარ გამოვცხადდებით აუდიტორიებში – ინფორმაციას ალტე უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა ავრცელებს. “ქართული უნივერსიტეტების თვითმმართველობებზე არსებობს სტიგმა, რომ ისინი ყველა დროში სახელისუფლებლო ვერტიკალის გაგრძელებაა და მმართველი ძალის ახალგაზრდული გუნდის მიერ იმართებიან. თვითმმართველობა ნიშნავს თვით მართვას და არა – სხვათაგან მართვას. ჩვენ გვმართავს და გვამოძრავებს ერთადერთი რამ, ჩვენი ქვეყნის […]

ვუერთდებით პროტესტს – სამხატვრო აკადემიის სტუდენტები

თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სტუდენტთა ჯგუფი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერს, რომ რუსულ კანონს აპროტესტებენ, საერთო სტუდენტურ ინიციატივას უერთდებიან და ორშაბათიდან აუდიტორიებში აკადემიური პროცესის განახლებაზე უარს ამბობენ. ჩვენ, სამხატვრო აკადემიის სტუდენტები, ვუერთდებით საერთო სტუდენტურ ინიციატივას. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი აკადემია დღემდე დუმს მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, გადავწყვიტეთ, თანამოაზრეები გავერთიანდეთ. ჩვენმა […]

“ჩვენ ვიფიცებით და ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს” – თეატრალურის სტუდენტები

გაფიცულებს უერთდებიან თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები. გავრცელებულ საერთო მიმართვაში მოუწოდებენ ლექტორებს და აკადემიურ პერსონალს, დადგნენ მათ გვერდით და საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა გააძლიერონ. “საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით საერთო სტუდენტურ გაფიცვას რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით. მიგვაჩნია, რომ დღეს ქვეყანაში შექმნილი სიტუაცია ფატალურ საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ეწინააღმდეგება ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს. […]

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტები “რუსული კანონის” წინააღმდეგ გაიფიცნენ – განცხადება

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტები “რუსული კანონის” გაპროტესტების მიზნით, გაიფიცნენ. ამის შესახებ განცხადებას უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა სოციალურ ქსელში ავრცელებს. “სიამაყით ვუერთდებით საერთო სტუდენტურ ინიციატივას და ვიწყებთ გაფიცვას. ახლა ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ვიყოთ – რუსთაველია. ორშაბათიდან არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში. აღნიშნულით, გვსურს მკაფიოდ გამოვხატოთ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტების ერთიანობა და სწრაფვა ევროპისკენ და ამ ნების გამოსახატავად გამოსული […]

შს მინისტრი – თუ რამე კანონდარღვევა იყო, შესაბამისი უწყებებია, მიმართონ, არ არის პრობლემა – თუ დააშავა პოლიციელმა და დავაშავეთ, პასუხს ვაგებთ

თუ რამე კანონდარღვევა იყო, შესაბამისი უწყებები არის, მიმართონ, არ არის პრობლემა – თუ დააშავა პოლიციელმა და დავაშავეთ, პასუხს ვაგებთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, “უჩა აბაშიძის დაკავების დროს პოლიციამ ადვოკატები სახლში არ შეუშვა, რომლებიც 2 საათზე მეტი ხნის განმავლობაში კართან იცდიდნენ”. მისივე განმარტებით, სამართალდამცველების შესაძლო გადაცდომას […]

ვახტანგ გომელაური – სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც გაათავისუფლა გრიგორიადისი, რომელიც პოლიციელებს ცოცხლად წვავდა, ჭკუას გვარიგებს – ერთ ფაქტს ვერ მოიყვანენ, რომ მომიტინგეების გაწევა ან შეზღუდვა პირველებმა დავიწყეთ

ძალიან სამწუხაროა, რომ სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც რამდენიმე ხნის წინ პირადად გაათავისუფლა და გამოიყვანა ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც პოლიციელებს ცოცხლად წვავდა, დღეს ჭკუას გვარიგებს და მიგვითითებს რა გავაკეთოთ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. გომელაურის თქმით, დღეს ან ხვალ აქციებზე თუ მომიტინგეებისგან აგრესია წამოვა, შსს კანონის ფარგლებში ძალიან მკაცრად […]

შს მინისტრი – სოციალურ ქსელებში პირდაპირ დებენ, რომ უნდა მოახდინონ ბლოკირება, რამდენიმე დღის წინ ვნახეთ პარლამენტის ჭიშკარზე რა გაკეთეს – წყლის ჭავლი რომ არ გამოგვეყენებინა, ალბათ, გადმოანგრევდნენ კარებს

შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პარლამენტთან დაგეგმილ აქციებზე მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ­ აქვთ როგორც ოპერატიული, ასევე, ღია წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია. “არის ინფორმაციები, ოპერატიული ინფორმაცია ერთია და მეორე, რას ვნახავთ პირდაპირ”, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც დღევანდელ აქციაზე პროვოკაციებს ეხებოდა. როგორც გომელაურმა ბრიფინგზე განმარტა, სოციალურ სელებში პირდაპირ იწერება, რომ უნდა მოახდინონ შენობების […]