პარლამენტთან, სადაც აქცია ლოზუნგით – “გავათენოთ საქართველოსთვის” იწყება, საავტომობილო გზა გადაიკეტა

პარლამენტთან, სადაც რამდენიმე წუთში დაიწყება აქცია ლოზუნგით – “გავათენოთ საქართველოსთვის”, გზა გადაიკეტა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, ვინაიდან, 13 მაისს, დილას, ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოსმენა აქვს დაგეგმილი. მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიტანილი აქვთ ყველა ის ნივთი, რაც მათივე შეფასებით დაეხმარებათ „უსაფრთხოდ ყოფნაში“. აღნიშნული ნივთებია – საძილე […]
თბილისის სატრანსპორტო კომპანია – თბილისის მეტრო მუშაობას და მგზავრების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს

თბილისის სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, სოციალურ ქსელში ვრცელდება დეზინფორმაცია, თითქოს, თბილისის მეტრომ მგზავრთა მომსახურება შეაჩერა. „სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს არის მიზანმიმართული სიცრუე, რაც მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა. თბილისის მეტრო მუშაობას და მგზავრების მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გომელაური 4 წლამდე პატიმრობით ემუქრება მოქალაქეებს, ვინც პარლამენტის ბლოკირებას შეეცდება

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელურმა ანტირუსული აქციის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე სპეციალური ბრიფინგი გამართა. გომელაურის თქმით, “ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე” აამოქმედებენ სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლს, რომელსაც წინა წლებში, მისივე შეფასებით, “არაპროპორციულად ლოიალურად” იყენებდნენ. აღნიშნული მუხლი გულისხმობს სტრატეგიული, ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდებას, ან ბლოკირებას. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ამ მუხლის მე-2 ნაწილზე, რომელიც ამგვარი დანაშაულის […]
სააკაშვილი ისტერიკაშია და აქციის მონაწილეების იმედზეა

სააკაშვილი ისტერიკაშია და აქციის მონაწილეების იმედზეა სააკაშვილი ისტერიკაშია და აქციის მონაწილეების იმედზეა. ამის შესახებ პოსტი მის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება: “შექმნილ ვითარებაში აუცილებელია, პირველ რიგში, გამოვტაცოთ ხელიდან საარჩევნო კომისია და არავითარ შემთხვევაში, არანაირი სახეცვლილი ფორმით არ დავუშვათ „რუსული კანონის“ მიღება, რომელიც ფაქტობრივად არჩევნებსაც აუქმებს.”- წერს სააკაშვილი.
პარლამენტთან აქციაზე – “გავათენოთ საქართველოსთვის” მოქალაქეები იკრიბებიან

საკანონმდებლო ორგანოსთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან. მოქალაქეები დღეს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოზუნგით – „გავათენოთ საქართველოსთვის“ დილამდე დარჩებიან. უფრო კონკრეტულად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, ვინაიდან, 13 მაისს, დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენა. მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიტანილი აქვთ საძილე […]
თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტები – შეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ, სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელებას

იმ ფონზე, როცა ადამიანებს უკანონოდ იჭერენ, სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ თითოეული ჩვენგანი, შეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ, სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელებას, – ამის შესახებ თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტთა განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ისინი აღნიშნავენ, რომ სტუდენტები მუდამ იქნებიან ევროპული ფასეულობების დაცვის სადარაჯოზე. „ჩვენ, თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტები, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალს აქტიურად ვადევნებთ, შესაბამისად, […]
„ვფიცავთ, რომ არასდროს დავირქმევთ რუსეთის ექიმებს“ – სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები

„ვფიცავთ, რომ ჩვენს თეთრ ხალათს არ გავათელინებთ რუსულ ჩექმას. ვფიცავთ, რომ არასდროს დავირქმევთ რუსეთის ექიმებს“ — სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ფიცი დადეს. „ჩვენ ვდებთ ფიცს – ვფიცავთ, რომ საკუთარი შესაძლებლობებისა და მიხვედრილობის შესაბამისად, უდრეკად დავიცავთ ჩვენი თანამემამულეების ჯანმრთელობას; ვფიცავთ, რომ არაფრის ფასად დავთმობთ წინაპართა სისხლით მოპოვებულ თავისუფლებას; ვფიცავთ, რომ სიცოცხლის ფასად დავიცავთ სამშობლოსა და მის ღირებულებებს; […]
13 მაისის გაფიცვას 12 უნივერსიტეტის სტუდენტები უერთდებიან

„რადიო თავისუფლებას“ ინფორმაციით, 13 მაისის გაფიცვას 12 უნივერსიტეტის სტუდენტები უერთდებიან. ეს უნივერსიტეტებია: · ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები; · GIPA-ს სტუდენტები; · საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები; · ალტე უნივერსიტეტის სტუდენტები; · თბილისის სამხატვრო აკადემიის სტუდენტები; · კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტები; · ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის სტუდენტები; · ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები; · თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები; […]
“გასთხარა სალომემ ქოცებს ეს ვირეშმაკობა უკან… ქ–ნო სალომე, ჯიგარი ხართ” – ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი, ნინო ჯანგირაშვილი: სალომე ზურაბიშვილმა მიიღო ძალიან კარგი გადაწყვეტილება და სახე აახია ქოცებს. მანამდეც მინდოდა ამ თემაზე დაწერა და ახლა დავწერ რატომ ვთვლი ასე: კობახიძემ ორი დღის წინ მედიასთან შეხვედრაზე თქვა, რომ მზად არიან მოლაპარაკებები დაიწყონ კანონის შეცვლაზე, ოღონდ ახლა ვერაო, მესამე მოსმენით მივიღებთ და მერე პრეზიდენტმა დაწეროს შენიშვნები და იმას გავითვალისწინებთო. ჩაიკარგა სხვა საკითხებში […]
“ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის, სწორად არ ვიქცევით და მშვიდობის მიღწევა გვიჭირს” – ილია მეორეს განცხადება

პატრიარქი ილია მეორე ემოციურ განცხადებას აკეთებს და ქვეყანაში მიმდინარე ამბებს ეხმაურება: “ამჟამად ჩვენი ქვეყანა თავისი განვითარების ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს გადის, მშვიდობა ყველას გვინდა, მაგრამ მისი მიღწევა ხშირად გვიჭირს, რადგან არ ვიქცევით სწორად, არ მივმართავთ და არ ვსასოებთ მას, ვინც არის სათავე და წყარო მშვიდობისა – ყოვლადწმინდა სამება. ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, ჩვენო სულიერო […]