პარლამენტთან აქცია ლოზუნგით „გავათენოთ საქართველოსთვის” იწყება – რუსთაველზე გზა გადაიკეტა

პარლამენტთან აქცია ლოზუნგით „გავათენოთ საქართველოსთვის” იწყება. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზა გადაიკეტა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირზე ღამის გათენებას გეგმავენ, რადგან ხვალ, 13 მაისს ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოსმენა აქვს დაგეგმილი.

“არავინ გაბედოთ ის, რა მუქარაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში – არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა” – ზურაბიშვილის მიმართვა სამართალდამცველებს

“არავინ გაბედოთ ის, რა მუქარაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში – არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა” – ზურაბიშვილის მიმართვა სამართალდამცველებს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამართალდამცველებს მიმართავს: “არა­ვინ გა­ბე­დოთ ის, რა მუ­ქა­რაც ის­მი­ნე­ბო­და პრე­მი­ე­რის სი­ტყვებ­ში, არ გა­ბე­დოთ რეპ­რე­სი­ე­ბი, ძა­ლა­დო­ბა, კონ­სპი­რა­ცი­ე­ბის მო­გო­ნე­ბა – რაც არ უნდა მოხ­დეს, რო­გორც არ უნდა მოხ­დეს, პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა არის თქვე­ნი მინ­და მივ­მარ­თო ასე­ვე სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებს, რომ […]

გაფიცვას საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან

სტუდენტების საერთო გაფიცვას საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტბეის ნაწილიც უერთდება. მათი თქმით, სასწავლო პროცესს ბოიკოტს უცხადებენ. “ჩვენ, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, დამოუკიდებლად უნივერსიტეტის თვითმმართველობისა და ადმინისტრაციისა, ვაცხადებთ ბოიკოტს და ვუერთდებით ყველა იმ უნივერსიტეტს, რომელიც იბრძვის ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ერთად გავაგონოთ სტუდენტური ხმა ევროპას. #სტუდენტებიევროპულიმომავლისთვის #არარუსულკანონს #კიევროპას”, – ნათქვამია განცხადებაში.

ჩერგოლეიშვილი: რეჟიმს მხოლოდ ძალაუფლების გადაბარებაზე შეიძლება ელაპარაკო

საფრთხეები დავინახე 11 მაისის აქციის წინა დღეს, როცა ქართული მედია იჯდა, ოპოზიციური მედია მაქვს მხედველობაში და დისკუსიაში იყო შესული კობახიძესთან. არა იმიტომ, რომ მტერთან დისკუსიას საჭიროდ არ ვთვლი, მაგრამ მე ვთვლი, რომ მტერი უკვე ისეთ ეტაპზეა მისული, მასთან დისკუსია შეიძლება მხოლოდ ძალაუფლების გადაბარებაზე იყოს, სხვაზე არაფერზე. ანუ მე ვთვლი, რომ რეჟიმმა გადალახა ის წერტილი, სადაც […]

თსუ-ს მაგისტრანტთა ნაწილი: შეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ ფორმატში გაგრძელებას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტთა ნაწილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: “თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტთა განცხადება: ჩვენ, თსუ-ს მაგისტრატურის სტუდენტები, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალს აქტიურად ვადევნებთ, შესაბამისად, გვსურს, გამოვეხმაუროთ ჩვენს მეგობრებს და ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსიროთ. ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს ისე, როგორც არასდროს, საფრთხის ქვეშ დგას ჩვენი ევროპული მომავალი. ევროპა, რომელიც ჩვენთვის კეთილდღეობას, მშვიდობას და […]

“გავათენოთ საქართველოსთვის” – რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა. გამზირზე შეიკრიბნენ რუსული კანონის მოწინააღმდეგეები, რომლებიც ღამეს გაათევენ. ისინი რუსული კანონის გაწვევას ითხოვენ. პარლამენტი მუშაობას დილის 9:00 საათზე რუსული კანონის განხილვით დაიწყებს. “ვრჩებით ღამით, რადგან 13 მაისის დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს რუსული კანონის საკომიტეტო მოსმენა, მესამე მოსმენით კენჭისყრის მოსამზადებლად. ქვეყნის სიყვარულში ჩვენი დაუღალავი ერთობით – გავათენოთ ღამე ერთად და დილით, არ მივცეთ […]

გაფიცვას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან

გაფიცვას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე უარს ამბობენ. “ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებული მოვლენები, კერძოდ, რუსული და ოფშორული კანონების მიღება, მშვიდობიანი დემონსტრანტების სასტიკი დარბევა, დაკავება და ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ანგარიშსწორება გვაიძულებს შევუერთდეთ საერთო სტუდენტურ ინიციატივას და მივმართოთ პროტესტის უკიდურეს ფორმას – უარი ვთქვათ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე. სოხუმის სახელმწიფო […]

“კანონის ამოქმედება გადაიტანეთ არჩევნების შემდეგო, ანუ, მანამდე მაგ გაუმჭვირვალე ფულით იქნებ რამენაირად დაგამხოთო” – მდინარაძე ზურაბიშვილის განცხადებაზე

“კანონის ამოქმედება გადაიტანეთ არჩევნების შემდეგო, ანუ, მანამდე მაგ გაუმჭვირვალე ფულით იქნებ რამენაირად დაგამხოთო” – მდინარაძე ზურაბიშვილის განცხადებაზე “ნამ­დვი­ლად წარ­მო­ვად­გენ ვე­ტოს, მაგ­რამ არ­ცერთ მა­ნი­პუ­ლა­ცი­ა­ში არ შე­ვალ და თა­მაშს არ და­ვი­წყებ, ჩემი იმე­დი ნუ გექ­ნე­ბათ! – გა­და­ი­ტა­ნეთ ამ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის ვადა 1-ელი ნო­ემ­ბრის­თვის“ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და მის განცხადებას მამუკა მდინარაძე ასე გამოეხმაურა: “სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა, ვე­ტოს და­ვა­დებ, […]

უარს ვამბობთ აკადემიურ პროცესში მონაწილეობაზე, სანამ პარლამენტი „რუსულ კანონს“ არ გაიწვევს – თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტები

„ვიფიცებით და უარს ვამბობთ აკადემიურ პროცესში მონაწილეობაზე, სანამ პარლამენტი „რუსულ კანონს“ არ გაიწვევს, საქართველო კი – ევროპულ გზას არ დაუბრუნდება, – ამის შესახებ თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებაშია ნათქვამი. თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებას სრულად გთავაზობთ: „საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვუერთდებით საერთო სტუდენტურ გაფიცვას რუსული კანონის გაწვევის მოთხოვნით. მიგვაჩნია, რომ დღეს ქვეყანაში […]

სვეტლანა ტიხანოვსკაია – ჩემი გული ქართველ ხალხთანაა, ისინი ევროკავშირში თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდ მომავალს იმსახურებენ

ჩემი გული ქართველ ხალხთანაა, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია, – ასე ეხმაურება ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი, სვეტლანა ტიხანოვსკაია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს. “ჩემი გული ქართველ ხალხთანაა. მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ ძალადობა აბსოლუტურად მიუღებელია. ქართველები, ისევე როგორც ბელარუსი, უკრაინელი, მოლდოველი და სომეხი ხალხი, ევროკავშირში თავისუფალ, დემოკრატიულ და მშვიდ მომავალს იმსახურებენ, ჩვენ ევროპელები ვართ”, – წერს ტიხანოვსკაია […]