იულია ნავალნაიას გარდაცვლილი მეუღლის ნაცვლად გადასცეს დრეზდენის მშვიდობის პრემია

12 მაისს დრეზდენში გაიმართა დრეზდენის მშვიდობის პრემიით დაჯილდოების ცერემონია. იგი ადამიანებს ენიჭებათ მშვიდობისა და საერთაშორისო ურთიერთგაგების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. წელს პრემია სიკვდილის შემდეგ მიენიჭა რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ალექსეი ნავალნის, რომელიც თებერვალში გარდაიცვალა კოლონიაში. დრეზდენში გამართულ ცერემონიაზე ჯილდო მის ქვრივს, იულია ნავალნაიას გადაეცა. Deutsche Welle-ს ცნობით, ცერემონია გაიმართა დრეზდენის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. ლაურეატის პატივსაცემად საზეიმო […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები, რომლებიც ღამის გათენებას გეგმავენ, პარლამენტთან იკრიბებიან

საკანონმდებლო ორგანოსთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგეები იკრიბებიან. მოქალაქეები დღეს, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ლოზუნგით – „გავათენოთ საქართველოსთვის“ დილამდე დარჩებიან. უფრო კონკრეტულად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, ვინაიდან, 13 მაისს, დილას, ხელისუფლებას დაგეგმილი აქვს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენა. მოქალაქეებს საკანონმდებლო ორგანოსთან მიტანილი აქვთ საძილე […]
პარლამენტში შესასვლელი ჭიშკრები სამართალდამცავებმა რკინის ჯებირებით გაამაგრეს

საკანონმდებლო ორგანოსთან, სადაც რამდენიმე წუთში საპროტესტო აქცია უნდა დაიწყოს, პარლამენტში შესასვლელი ჭიშკრები სამართალდამცავებმა რკინის ჯებირებით ჩაკეტეს. კერძოდ, რკინის ჯებირები ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზე განთავსებულ ჭიშკრებზე დაამაგრეს. ამასთან, პარლამენტის მიმდებარედ მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე უკვე იკრიბებიან მოქალაქეები. ინფორმაციისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები გეგმავენ, რომ რუსთაველის გამზირზე გაათენონ ღამე, ვინაიდან 13 მაისს, დილის 9 საათზე, პარლამენტის […]
გაფიცვას ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთიდებიან

გაფიცვას ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან. მათი თქმით, იმედოვნებენ, რომ უნივერსიტეტი მიმდინარე მოვლენებზე მკაფიო განცხადებას გააკეთებს. “ქვეყანაში მიმდინარე უმძიმესი მოვლენებიდან გამომდინარე,ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტების უმრავლესობა უერთდება მასობრივ პროტესტს და საყოველთაო გაფიცვას. ჩვენ, მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ მიუღებელია ხელისუფლების მიერ ჩადენილი ქმედებები მშვიდობიანი დემონსტრანტების და ჩვენი თანატოლების მიმართ. ასევე, ვიაზრებთ რუსული კანონის სიმძიმეს და ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ არა რუსულ […]
ტიხანოვსკაია: ჩემი გული ქართველ ხალხთანაა

ჩემი გული ქართველ ხალხთანაა. ძალადობა მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ აბსოლუტურად მიუღებელია. ქართველები, ბელარუსის, უკრაინის, მოლდოვისა და სომხეთის ხალხის მსგავსად, დემოკრატიულ და მშვიდობიან მომავალს იმსახურებენ ევროპაში. ჩვენ ევროპელები ვართ!
„ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების წამოწყებას – როცა ქვეყნის ბედი წყდება, აუდიტორიებში ყოფნის დრო არ არის!“ – IBSU-ს სტუდენტები

„ვუერთდებით სხვა უნივერსიტეტების წამოწყებას… მაშინ, როცა ქვეყნის ბედი წყდება, აუდიტორიებში ყოფნის დრო არ არის!” – ამის შესახებ განცხადებას “შავი ზღვის” უნივერსიტეტის თვითმმართველობა სტუდენტების სახელით ავრცელებს. „ვხედავთ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს. ქმედებებს, რომელიც ხორციელდება მოქალაქეების მიმართ. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ყოველთვის იდგა ისტორიის სწორ მხარეს! მაშასადამე, „იბსუ ერთი დიდი ოჯახია“ – იყო, არის და იქნება ის ღირებულება, […]
“გვსურს გავაკეთოთ გამაფრთხილებელი განცხადება” – შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადება

შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა საგანგებო ბრიფინგზე განცხადება გააკეთა, ის საზოგადოებას აფრთხილებს: “საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირება, რამაც შეაფერხა ან შეეძლო შეეფერხებინა ამ ობიექტის ნორმალური მუშაობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე. როგორც საზოგადოებას მოეხსენება, საქართველოში მშვიდობიანი შეკრების უფლება მაღალი სტანდარტით არის უზრუნველყოფილი. ამასთან, კანონმდებლობა სახელმწიფოს ანიჭებს უფლებას, […]
პარლამენტის რკინის კარი შეადუღეს

ფოტო – ტვ პირველი პარლამენტთან პოლიციის განსაკუთრებული მობილიზაციაა – სპეცრაზმმა საკანონმდებლო ორგანოს ჭიშკარი შეადუღა. გარდა ამისა, სპეცრაზმმა საკანონმდებლო ორგანოს ჭიშკარი შენობის ეზოს შიდა ტერიტორიიდან რკინის ჯებირებით ჩაკეტა. შეგახსენებთ, რომ დღეს 12 მაისს 22:00 საათზე აქცია-ღამისთევაა დააანონსებული.
NGO-ების განცხადებით, „აგენტების კანონში“ ვერანაირი შესწორების შეტანა ვერ შეცვლის დამანგრეველ შედეგებს

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, ხელისუფლებამ „აგენტების კანონი“ უპირობოდ უნდა გაიწვიოს. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები გამოეხმაურნენ პრემიერ-მინისტრისა და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებებს კანონპროექტში პრეზიდენტის ვეტოს ფარგლებში მოსალოდნელი შენიშვნების შესახებ. „ჩვენ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ხელისუფლების მიერ მეორე მოსმენით მიღებული კანონპროექტი საკუთარი მიზნებითა და შინაარსით არის რუსული, მიმართულია ქართველი ხალხის დასავლური კურსის წინააღმდეგ და ის […]
„ვდგავართ სტუდენტების გვერდით. რექტორს ვთხოვთ, “რუსულ კანონზე” მკაფიოდ დააფიქსიროს აზრი” – თსუ-ს ლექტორები

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები განცხადებას ავრცელებენ, რომლითაც სოლიდარობას უცხადებენ “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილე სტუდენტებს. განცხადებაზე ხელმომწერი ლექტორები მიიჩნევენ, რომ “დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „რუსული კანონის“ ნებისმიერი ფორმით მიღება და საჭიროა, დაუყოვნებლივ შეწყდეს აღნიშნული განხილვა, რადგან ის ძირს უთხრის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ კურსს და აბრუნებს ქვეყანას მძიმე წარსულში, რომელსაც ჩვენმა საზოგადოებამ […]