„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენა ხვალ იქნება – ანრი ოხანაშვილი

[„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის] პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენა იქნება ხვალ, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საზოგადოების დაკვეთაა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღება. „ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღება, რომ […]
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან 20 ადამიანი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტის წინ მიმდებარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით 20 ადამიანი დააკავეს. პოლიცია მოქალაქეების წინააღმდეგ ქაფსა და წიწაკის სპრეის იყენებდა. ასევე ძალადობდა მათზე ფიზიკურად. უწყებაში ამბობენ, რომ სამი დაკავებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა: 2002 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, ასევე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე 1995 წელს დაბადებული, ამავე ქვეყნის კიდევ ერთი მოქალაქე, რომელმაც უარი განაცხადა […]
დეკანოიძე: პოლიციამ შეგვაყოვნა, ოპოზიციას არ მოგვეცა საშუალება, სხდომას დავსწრებოდით

ოპოზიციის წარმომადგენლებს არ მოგვეცა საშუალება, რომ სხდომას დავსწრებოდით. ჩვენ სანამ კიბეებზე ჩამოვდიოდით გარეთ შეგვაყოვნეს პოლიციელებმა. სხდომა დასრულდა ერთ წუთსა და შვიდ წამში. ეს იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო და არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც კი ვერ მოასწრეს შესვლა, მხოლოდ კომიტეტის თავჯდომარე ოხანაშვილი შევიდა და იქ თითქოს რამდენიმე ადამიანს თითქოს ლეგიტიმაცია მიანიჭებინეს. ეს არის არალეგიტიმური სხდომა და ყველა […]
ოხანაშვილი: თუ ინტერესი არსებობს, მზად ვართ ვეტოს ფარგლებში კომუნიკაციისთვის

ჩვენ მზად ვართ, თუ ამის ინტერესი არსებობს, ვეტოს ფარგლებში, ვიდრე ვეტო იქნება წარმოდგენილი, კომუნიკაცია იყოს. იცით, რომ ჩამოდიან მაღალი რანგის თანამდებობის პირები და ჩვენ საკომუნიკაციო სივრცეს ვქმნით. თუ ამის ინტერესი არის საქმიანად და ობიექტურად და თუ ეს იქნება შემდგომ ვეტოში ასახული, ჩვენ ამას განვიხილავთ. არგუმენტი ზოგადად, რომ ვიღაცის სტიგმატიზება ხდება თურმე, ვიღაცას არ უნდა რეგისტრაცია, […]
ანრი ოხანაშვილი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენა ხვალ იქნება

[„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის] პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენა იქნება ხვალ, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს მას შემდეგ განუცხადა, რაც დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, საზოგადოების დაკვეთაა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღება. „ჩვენი საზოგადოების დაკვეთაა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღება, რომ […]
ანა ნაცვლიშვილი – ის, რაც დღეს მოხდა პარლამენტში და ხდება ამ კვირების განმავლობაში, გასულია კონსტიტუციის ჩარჩოდან – ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთის მიმართულებით – ამ პროცესის შეჩერება ერთობას, სიმტკიცეს შეუძლია

ის, რაც დღეს მოხდა საქართველოს პარლამენტში და ის, რაც ხდება ამ კვირების განმავლობაში, გასულია საქართველოს კონსტიტუციის ჩარჩოდან, ვინაიდან ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთის მიმართულებით – ამ პროცესის შეჩერება და საქართველოს გადარჩენა შეუძლია მხოლოდ ერთობას, სიმტკიცეს და ქართველი ხალხის ნების დაცვას, ჩვენ ამას გავაგრძელებთ, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის […]
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტი იმ ჟურნალისტებსაც დაატოვებინეს, რომელთაც გამოცხადებული უსაფრთხოების ყვითელი დონის მიუხედავად, დღეს პარლამენტში შესვლა შეეძლოთ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, საკანონმდებლო ორგანოს, იმ ჟურნალისტებსაც დაატოვებინეს, რომელთაც დღეს შენობაში გამოცხადებული უსაფრთხოების ყვითელი დონის მიუხედავად, პარლამენტში შესვლა შეეძლოთ. როგორც პარლამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, საკანონმდებლო ორგანომ დღეს დაგეგმილი ყველა ღონისძიება დაასრულა და შესაბამისად, ჟურნალისტებმა შენობა უნდა დატოვონ. ცნობისთვის, დღეს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა იყო ჩანიშნული, რომელზეც დეპუტატებმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს […]
ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტების ნაწილი აცხადებს, რომ უერთდებიან პროტესტს და უარს აცხადებენ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაზე

ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის სტუდენტები ვუერთდებით პროტესტს და უარს ვაცხადებთ აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში გაგრძელებაზე, – ამის შესახებ ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებმა განაცხადეს. მათი თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მათთვის მიუღებელია და სამომავლოდ პროფესიულ საქმიანობაში ხელს შეუშლით. საზღვაო აკადემიის სტუდენტები ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო სტუდენტების პროტესტს შეუერთდებიან და მსვლელობას მოაწყობენ. „ეს აქტი არის […]
უმრავლესობის წევრები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეიყვანეს – “ქართული ოცნებისა” და “ხალხის ძალის” დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევდათ, რომლებიც მათ “მონებს” და “რუსებს” ეძახდნენ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და აპარატის თანამშრომლები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეიყვანეს. “ქართული ოცნების” და “ხალხის ძალის” დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა აქციის მონაწილეების შეძახილების ფონზე უწევდათ, რომლებიც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მხარდამჭერ დეპუტატებს “მონებს” და “რუსებს” ეძახდნენ. ჩიტაძის ქუჩა საპოლიციო ძალებმა მომიტინგეებისგან დაახლოებით 1 საათის წინ გაათავისუფლეს. ამჟამად აქციის მონაწილეები ჭიჭინაძის ქუჩაზე არიან შეკრებილები, თუმცა უმრავლესობის […]
სალომე სამადაშვილი – კანონპროექტი კომიტეტზე მესამე მსმენით ყველა პროცედურის დარღვევით დამტკიცდა – ხელისუფლება არალეგიტიმურ ველში გადავიდა, კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა

კანონპროექტი კომიტეტზე მესამე მსმენით ყველა პროცედურის დარღვევით დამტკიცდა – ხელისუფლება არალეგიტიმურ ველში გადავიდა, კონსტიტუციის წინააღმდეგ წავიდა, – ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. მისივე თქმით, თუ ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ, მათი საერთაშორისო დელეგიტიმაცია მოხდება. „დღეს ჩვენს ქვეყანაში […]