“ვირტუსმა” პლეი-ოფი გამარჯვებით გახსნა | შენგელიას გაციების გამო არ უთამაშია

თორნიკე შენგელიას “ვირტუს ბოლონიასთვის” იტალიის ჩემპიონატის პლეი-ოფი დაიწყო. სერია A-ს რეგულარულ ჩემპიონატში პირველი ადგილის დაკავების შემდეგ მეოთხედფინალურ სერიაში ბოლონიელები “ტორტონას” ხვდებიან. პირველი მატჩი 11 მაისს გაიმართა და მასში ქართველ ფორვარდს არ უთამაშია. შენგელია გაციებულია და ტემპერატურის გამო შეხვედრაში მონაწილეობა ვერ მიიღო. მატჩი ბოლონიელთა გამარჯვებით – 92:80 დასრულდა. საუკეთესო შედეგი აიზია კორდინიემ დააფიქსირა – 18 ქულა […]

ედვარდსის 44 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა – “დენვერმა” სერიაში ანგარიში გაათანაბრა [VIDEO]

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში “დენვერ ნაგეთსმა” “მინესოტა ტიმბერვულზი” 115:107 დაამარცხა. კოლორადოელებმა მეტოქეს სტუმრად ზედიზედ მეორე მატჩი მოუგეს და სერიაში ანგარიში 2:2 გახდა. “დენვერიდან” საუკეთესო ნიკოლა იოკიჩი გახდა, NBA-ს რეგულარული სეზონის მოქმედმა MVP-მ 35 ქულა, 7 მოხსნა და 7 შედეგიანი პასი მიითვალა. აარონ გორდონმა თავი 27 ქულით, 7 მოხსნითა და 6 ასისტით გამოიჩინა. “მინესოტადან” […]

ქართული პრესის მიმოხილვა 13.05.2024

სანდრო თვალჭრელიძე – “ერთმა გასროლამ შეიძლება მთელი ქვეყანა ააფეთქოს” გადამწყვეტი კვირა – სადავო კანონის მესამე მოსმენით განხილვა და მაღალი დონის ვიზიტები პერმანენტული აქციების ფონზე კახა გოგოლაშვილი – “ხელისუფლებამ გადააბიჯა უკანონობის გზით სიარულის ზღვარს” დიდი საინფორმაციო ომი – როგორ იცვლება საზოგადოების განწყობა და რა შედეგები ექნება ამას * * * სანდრო თვალჭრელიძე – “ერთმა გასროლამ შეიძლება […]

ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი გამოიყენა

ჭიჭინაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა რამდენიმე პირი დააკავეს. ასევე საპოლიციო ძალების წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეების მისამართით ე.წ. წიწაკის სპრეიც გამოიყენეს. დაკავების საპასუხოდ მოქალაქეებმა მათ სხვადასხვა ნივთები ესროლეს. ინციდენტი აქციის მონაწილეების მხრიდან შეძახილებს მოჰყვა. აქციის მონაწილეები საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დეპუტატების მისამართით, რომლებიც პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეჰყავთ, სკანდირებენ: “მონებო”, “რუსებო”

თეონა აქუბარდია – წუთნახევარი დასჭირდათ „რუსული კანონის“ მისაღებად – წინააღმდეგობა გაგრძელდება, არათუ კანონის გაწვევამდე, არამედ იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“ ძალაუფლებას არ დატოვებს

ზუსტად წუთნახევარი დასჭირდათ იმისთვის, რომ „რუსული კანონი“ მიეღოთ – წინააღმდეგობა გაგრძელდება, არათუ კანონის გაწვევამდე, არამედ იქამდე, სანამ „ქართული ოცნება“, რომელიც კრემლის დავალებების შემსრულებლად იქცა ქვეყანაში, არ დატოვებს ძალაუფლებას, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო. მისივე თქმით, ის, რომ […]

პიკაპის ტიპის ავტომანქანა, რომელიც აქციის მონაწილეებისთვის განკუთვნილი საკვებით და საჭირო ნივთებითაა დატვირთული, პოლიცია ჩიტაძის ქუჩაზე არ ატარებს

პიკაპის ტიპის ავტომანქანა, რომელიც აქციის მონაწილეებისთვის განკუთვნილი საკვებით და საჭირო ნივთებითაა დატვირთული, პოლიცია ჩიტაძის ქუჩაზე არ ატარებს. აღნიშნულის გამო, აქციის ორგანიზატორებმა საკანონმდებლო ორგანოს წინ შეკრებილ მომიტინგეებს მოუწოდეს, რომ ჩიტაძის ქუჩისკენ გადაინაცვლონ. მომიტინგეები ეცდებიან, რომ საკვებით და საჭირო ნივთებით დატვირთულ მანქანას პოლიციამ რუსთაველის გამზირისკენ გადაადგილების საშუალება მისცეს. პოლიციის მისამართით ისმის შეძახილები. მომიტინგეები პროტესტს საყვირებითაც გამოხატავენ. პარლამენტის […]

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 20 პირი დააკავეს, დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

სამართალდამცავებმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 20 პირი დააკავეს. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციამ მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. „12 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 22:00 საათიდან დაწყებული აქციის პარალელურად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არიან […]

ხატია დეკანოიძე – იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა დაიწყო და დასრულდა 1 წუთსა და 7 წამში, ეს იყო სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც ვერ მოასწრეს შესვლა

[იურიდიულ საკითხთა კომიტეტის] სხდომა დაიწყო და დასრულდა 1 წუთსა და 7 წამში, ეს იყო წარმოუდგენელი, სამარცხვინო, არალეგიტიმური სხდომა, რომელზეც უმრავლესობის წარმომადგენლებმაც ვერ მოასწრეს შესვლა, – ამის შესახებ „ვეროპტიმისტების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. როგორც ის განმარტავს, ახლა ქვეყნისთვის ისტორიული და გადამწყვეტი მომენტია, რაც ხალხის გამარჯვებით უნდა დასრულდეს. „ჩვენ, ოპოზიციის წარმომადგენლებს, საშუალება არ მოგვეცა, რომ სხდომას […]

ვლადიმერ გამყრელიძემ პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები სტამბოლის ბოლო საოლიმპიადო სალიცენზიო ტურნირზე სამი მოჭიდავით (რობერტ დინგაშვილი, ავთანდილ კენჭაძე, ვლადიმერ გამყრელიძე) წარდგა, აქედან ერთმა პარიზის ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა. ვლადიმერ გამყრელიძე (86 კგ) ერთადერთი ფალავანი აღმოჩნდა, რომელმაც პარიზის თამაშების საგზურის მოსაპოვებლად ბოლო შანსი წარმატებით გამოიყენა. მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანმა ოლიმპიური ლიცენზიისკენ მიმავალ გზაზე იოლი […]

ჯემალ ქარჩხაძე – “სიცოცხლე იმად არა ღირს, მისი გულისთვის შიშს მონად გაუხდე”

„საერთოდ არაა ცნობილი, თუ სად, როდის და რატომ იბადება სიყვარული, რადგან კაცობრიობის ისტორიაში ჯერ არ გამოჩენილა ის ადამიანი, ვინც წარმატებულად დაშლის სიყვარულს შემადგენელ ნაწილებად და მის მექანიზმში გაერკვევა. ეს არის ცხოვრება. მთელი სიცოცხლე ლიანდაგზე მიდიხარ და წონასწორობის შენარჩუნებას ცდილობ. ხან ერთ მხარეს გადაგძლევს რაღაც ძალა, ხან მეორე მხარეს, ხანდახან ძლიერი ქარი დაუბერავს და რა მაგარი […]