ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან სპეცდანიშნულების რაზმი გაიყვანეს

პარლამენტიდან, კერძოდ კი, ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩიდან სპეცდანიშნულების რაზმი გაიყვანეს. ტერიტორიიდან გაყვანილი არიან ასევე კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც. მათი ნაწილი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის შენობაში შეიყვანეს. ამ დროისთვის, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მოწინააღმდეგე მოქალაქეები როგორც პარლამენტის წინ, ასევე გვერდითა შესასვლელებთან – ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზეც რჩებიან.

საქართველოდან ექსპორტი შემცირდა, იმპორტი – გაიზარდა

2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 563.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით ნაკლებია. „საქსტატის“ ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1 763.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 10.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 799.8 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 0.3 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-აპრილში 3 […]

სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო – სპეციალური საგამოძიებო სამსახური

13 მაისს, საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, სამსახური ძალის გადამეტების ყველა დანაშაულებრივ ეპიზოდზე, შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას ახდენს. “სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 13 მაისს, საკანონმდებლო ორგანოსთან, სამართალდამცველების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ ძალის გადამეტების ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე […]

რუსეთიდან გავრცელებული ცნობებით, ბელგოროდში 15 ადამიანი დაიღუპა სახლის ჩამონგრევის შედეგად

რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 15 ადამიანი დაიღუპა და 27 დაშავდა ქალაქ ბელგოროდში, მრავალბინიანი სახლის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად. ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თანახმად, დღეს, 13 მაისს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია დასრულებულია. მაშველებმა 17 მობინადრე გადაარჩინეს. გლადკოვის მტკიცებით, კორპუსის ერთ სადარბაზოს 12 მაისს მოხვდა უკრაინის ტერიტორიიდან ნასროლი ჭურვი. დამოუკიდებელი წყაროებით ეს ინფორმაცია გადაუმოწმებელია. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა საქმე […]

მდინარაძე ოპოზიციაზე: ხალხს ღამე გაათენებინეს, თვითონ შენობაში დაიძინეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა “ხალხს ღამე გაათენებინეს, თვითონ კი შენობაში შესულებმა დაიძინეს”. “ხალხს ღამე გაათენებინეს და თვითონ შენობაში შესულებმა დაიძინეს – კომიტეტს ვერ მიუსწრეს. ოპოზიციადაც არ ვარგა არცერთი. რადიკალების როლსაც ვერ ასრულებენ, გააგიჟეს თავისივე ხალხი”, – დაწერა მდინარაძე. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა სულ […]

ბათუმში მიმდინარე აქციის მონაწილეები მსვლელობით საზღვაო აკადემიასთან მიდიან

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების განცხადებით, ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტებს დაემუქრნენ და სასწავლებელში გამოცხადებისკენ მოუწოდეს. აქციის მონაწილეების თქმით, სოლიდარობის მიზნით, ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობასთან აქცია-მსვლელობით მიემართებიან და აღნიშნულ ფაქტს გააპროტესტებენ. “ბათუმის აკადემიის სტუდენტებს დაემუქრნენ, რომ ქულებს არ დაუწერენ თუ არ გამოცხადდებიან აუდიტორიებში, ასევე სტუდენტებს, რომლებსაც აქციაზე გამოსვლის სურვილი გაუჩნდათ, ადმინისტრაცია გარეთ არ უშვებს. […]

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი გაიფიცა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი გაიფიცა. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა დღეს აუდიტორიებში შესვლაზე უარი თქვეს და საყოველთაო პროტესტს შეუერთდნენ. სტუდენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებენ. მათი თქმით, აუდიტორიებში არ შევლენ, ვიდრე აღნიშნული კანონპროექტის გაწვევა არ მოხდება. ახალგაზრდები არ გამორიცხავენ, მათ პროტესტს ადმინისტრაციის თანამშრომლების ნაწილიც შეუერთდეს. სტუდენტები მსვლელობით მერიის შენობასთან გადასვლას გეგმავენ.

ამ წუთებში უმრავლესობის წევრები პარლამენტში ჩიტაძის ქუჩიდან შეჰყავთ – ისმის შეძახილები, “მონა” და “რუსო”: გაძლიერებულია უსაფრთხოების ზომები

სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რე­ბი და აპა­რა­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი პარ­ლა­მენ­ტში ჩი­ტა­ძის ქუ­ჩი­დან შეჰ­ყავთ. “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” და “ხალ­ხის ძა­ლის” დე­პუ­ტა­ტებს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში შეს­ვლა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბის შე­ძა­ხი­ლე­ბის ფონ­ზე უწევთ, რომ­ლე­ბიც “უცხო­უ­რი გავ­ლე­ნის გამჭვირ­ვა­ლო­ბის შე­სა­ხებ” კა­ნო­ნის მხარ­დამ­ჭერ დე­პუ­ტა­ტებს “მო­ნებს” და “რუ­სებს” ეძა­ხი­ან. ჩი­ტა­ძის ქუჩა სა­პო­ლი­ციო ძა­ლებ­მა მო­მი­ტინ­გე­ე­ბის­გან და­ახ­ლო­ე­ბით 1 სა­ა­თის წინ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამ­ჟა­მად აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ჭი­ჭი­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე არი­ან შეკ­რე­ბი­ლე­ბი, თუმ­ცა უმ­რავ­ლე­სო­ბის […]

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების გაფიცვას 28 უნივერსიტეტის სტუდენტები უერთდებიან

საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების გაფიცვას რუსული კანონთან დაკავშირებით 28 უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები შეუერთდნენ. იხილეთ უნივერსიტეტების სია, რომლის სტუდენტებიც პროტესტს უერთდებიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი; საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი; თბილისის სამხატვრო აკადემია; GIPA – საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი; საქართველოს უნივერსიტეტი; კავკასიის უნივერსიტეტი; […]

ძალიან გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს აქტი არასწორია – დევიდ კამერონი „რუსულ კანონზე“

ჩვენ ქართველი ხალხის ძლიერი მხარდამჭერები ვართ და ძალიან გარკვევით განვაცხადეთ, რომ ეს აქტი არასწორია, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა Sky News-თან ინტერვიუში, საქართველოში ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. „რეალურად, მსოფლიოში ბევრი ქვეყანა იმეორებს ამას, ცდილობენ დახურონ ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე, აწარმოებენ კამპანიებს იმ უცხოური […]