გომბორის მოსამზადებელ ცენტრში მოხალისეთა პირველი ნაკადის შეკრება გაიმართა

ა(ა)იპ „ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისათვის“ ძალისხმევით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს გენერალთა კლუბის მხარდაჭერით, გომბორის მოსამზადებელი ცენტრში, 11 მაისს, მოხალისეთა პირველი ნაკადის შეკრება შედგა. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით, შეკრებამ, რომელიც რეკრუტირების კამპანიის ფარგლებში ჩატარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით,100-მდე მოხალისე გააერთიანა, რომელთა უმეტეს ნაწილს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანები წარმოადგენენ. […]
„საქსტატი“ – იანვარ-აპრილში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 6 563.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7%-ით ნაკლებია

„საქსტატის“ მონაცემების თანახმად, 2024 წლის იანვარ-აპრილში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 563.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.7 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 1 763.8 მლნ. აშშ დოლარი იყო (შემცირდა 10.1 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 799.8 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 0.3 პროცენტით). სტატისტიკის თანახმადვე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 […]
ერევანში საპროტესტო აქციის ასზე მეტი მონაწილე დააკავეს

სომხეთის დედაქალაქ ერევანში პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციის 100-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, – ინფორმაციას მედია სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „ამ დროისთვის, პოლიციის განყოფილებაში 113 ადამიანია გადაყვანილი“, – აცხადებენ უწყებაში. შეგახსენებთ, 9 მაისიდან, ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე, სომხეთის მთავრობის შენობასთან ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის, აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის და აზერბაიჯანისთვის გარკვეული სასაზღვრო ტერიტორიის […]
ერევანში საპროტესტო აქციაზე 88 ადამიანი დააკავეს

ერევანში საპროტესტო აქციაზე 88 ადამიანი დააკავეს დღეს დილით, სომხეთის პოლიციამ ერევანში სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციის მონაწილეების დაკავება დაიწყო. საპროტესტო აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. სომხეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 88 ადამიანი. 4 მაისს მთავარეპისკოპოსმა ბაგრატ გალსტანიანმა, სრულიად სომეხთა კათალიკოსის გარეგინ II-ის ლოცვა-კურთხევით, დაიწყო მსვლელობა სომხეთის ტავუშის რეგიონიდან და 9 მაისიდან ერევანში გამოაცხადა საპროტესტო […]
ხელისუფლება მზად არის, საპენსიო დანაზოგები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს – აკაკი ცომაია

ხელისუფლება მზად არის, საპენსიო დანაზოგები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს – აკაკი ცომაია ხელისუფლება მზად არის, საპენსიო დანაზოგები საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენოს, ამის შესახებ რადიო „პალიტრისა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ეკონომიკის ექსპერტმა აკაკი ცომაიამ საპენსიო სააგენტოში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარე ცვლილებები შინაარსობრივად სახელმწიფო ბანკის შექმნას გულისხმობს. როგორც მან განმარტა, ის უფლებები და ფუნქცია-მოვალეობები, რაც ცვლილების […]
„საკმარისი დრო არც ჩვენ უცხოელ პარტნიორებს რჩებათ – პროცედურული საშუალებებით შესაძლებელია რუსული კალკის განხილვის ან კენჭისყრის გადადება“ – ლევან ალაფიშვილი

„საკმარისი დრო არც ჩვენ უცხოელ პარტნიორებს რჩებათ – პროცედურული საშუალებებით შესაძლებელია რუსული კალკის განხილვის ან კენჭისყრის გადადება“ – ლევან ალაფიშვილი „საკმარისი დრო არც ჩვენ უცხოელ პარტნიორებს რჩებათ. რთული სიტუაციის განმუხტვა საპარლამენტო უმრავლესობის ხელშია, მისი პასუხისმგებლობაა”- ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი ლევან ალაფიშილი სოციალურ ქსელში წერს. „პრეზიდენტის მკაცრი განცხადების შემდეგ მხარეებს პრაქტიკულად აღარ აქვთ დრო სახელმწიფოსთვის სასარგებლო გადაწყვეტილებებისთვის. […]
“ლივერპულს” კვლავ განადგურების შეეშინდა – უცხოური მედია “დინამოს” ტრიუმფს იხსენებს

ყველაფერი ეს 43 წლის შემდეგაც დაუჯერებლად გამოიყურება! გულშემატკივრების მეხსიერებაში ასევე ჩარჩა ლეგენდარული კოტე მახარაძის ხმა – “წარმომიდგენია, რა ხდება თბილისში, საქართველოს დედაქალაქი ხარობს და ზეიმობს!” 1981 წლის 13 მაისის ღამეს, თამაშის დასრულებისთანავე, თბილისის ქუჩები და სტადიონი დინამოელთა გამარჯვების ზეიმით აღსავსე ხალხით გაივსო. თბილისის დროით ღამის ორ საათზე აქ ყველას შეხვდებოდით – სახელმწიფო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების […]
აშშ-ში გარდაიცვალა პაციენტი, რომელსაც ღორის თირკმელი გადაუნერგეს

აშშ-ში 62 წლის ასაკში გარდაიცვალა რიჩარდ სლეიმენი – პირველი პაციენტი, რომელსაც ღორის გენმოდიფიცირებული თირკმელი გადაუნერგეს. სლეიმენმა ოპერაცია მიმდინარე წლის მარტში გაიკეთა. ორი კვირის შემდეგ ის საავადმყოფოდან გამოწერეს. მასაჩუსეტსის საავადმყოფოს ექიმების თქმით, რომელთაც ისტორიული ოპერაცია ჩაატარეს, მიუსამძიმრეს გარდაცვლილის ოჯახს და აღნიშნეს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს კვლევები, რომლებიც ადასტურებს, რომ სიკვდილი გადანერგვის ოპერაციამ გამოიწვია. მედიკოსების გეგმის […]
გაფიცვას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან

გაფიცვას აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან. მათი განცხადებით, აქციებზე დასწრებას გააგრძელებენ მანამ, სანამ რუსული კანონს არ გაიწვევენ. “ჩვენ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაპროტესტებთ რუსულ კანონს, კანონს, რომელიც გვიზღუდავს თავისუფლებას, იმ თავისუფლებას, რაც ჩვენმა წინაპირებმა გადმოგვცეს. ასევე, ვაგრძლებთ იმ პასუხისმგებლობას და ვალდებულებას, რაც ჩვენს მთავრობას ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მიმართ უნდა შეესრულებინა. ჩვენ დავიცავთ […]
საკრედიტო ბარათების რაოდენობა 7%-ით შემცირდა

მიმდინარე წლის მარტის მდგომარეობით, ქვეყანაში მიმოქცევაში არსებული საგადახდო საკრედიტო ბარათების რაოდენობამ 528 006 ერთეული შეადგინა, რომლის 23%-ი VISA-ს საკრედიტო ბარათი, ხოლო 13%-ი Mastercard-ია. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, VISA-ს აქტიური საკრედიტო ბარათების რაოდენობა 123 291 ერთეულს შეადგენდა, ხოლო Mastercard-ის 66 139 ერთეულს. ხოლო 528 006 ერთეული საკრედიტობარათი სხვა საგადახდო სისტემების კუთვნილებაა. გარდა ამისა, 2024 წლის მარტში 2023 […]