,, მთელი სახელმწიფოს დეგრადაცია მოხდა იმისთვის, რომ ერთი შეშლილი კაცის მონებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ” – ნინო ჯანგირაშვილი

ჟურნალისტი ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყენებ წერს: ,,ძალიან ყოჩაღები არიან ქოცები, ძალიან, ამათ ზურგს უკან პარლამენტში შემძვრალები. მთელი სახელმწიფოს დეგრადაცია მოხდა იმისთვის, რომ ერთი შეშლილი კაცის მონებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.”

ბიტკოინის ფასი $60 000-მდე დაეცა

ორშაბათს ბიტკოინის ფასი $60 000-მდე დაეცა. Investing.com წერს, რომ ეს ყველაფერი ხდება კრიპტოვალუტის განწყობის უმნიშვნელო გაუმჯობესების ფონზე, აშშ-ში ინფლაციის მონაცემების გამოქვეყნებამდე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საპროცენტო განაკვეთის დონეზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის ფასი 0.4%-ით შემცირდა და 60 910.5 დოლარს მიაღწია. მსოფლიოს უმსხვილესი კრიპტოვალუტა მხარდაჭერის კრიტიკულ დონეს $60,000 მიუახლოვდა, რაც შეიძლება ფასის შემდგომი ვარდნის პოტენციალზე […]

საქართველო რუსული არყის უმსხვილესი იმპორტიორების ხუთეულშია

საქართველო რუსული არყის უმსხვილესი იმპორტიორების 2023 წლის ხუთეულშია. მონაცემებს „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ გასულ წელს, საქართველომ 3,9 მილიონი დოლარის რუსული არაყი იყიდა და რუსული არყის უმსხვილესი იმპორტიორების ტოპ 5-ეულში მეოთხე ადგილზეა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანა ამ რეიტინგში 2022 წელს მეექვსე ადგილზე იყო. წელს კი, სანქციების გამო რუსული არყის იმპორტიდან დასავლური ქვეყნების ამოვარდნის შედეგად, 2 […]

„ქალები მომავლისთვის“ საქართველოს პარლამენტს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” კანონპროექტის განხილვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” განცხადებას ავრცელებს, სადაც წერია, რომ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს. გაერთიანება პარლამენტს კანონპროექტის განხილვის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. “ბიზნესფედერაცია “ქალები მომავლისთვის” რჩება საკუთარ პოზიციაზე და კვლავაც მიაჩნია, რომ კანონპროექტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს. გასული წლის მსგავსად(იხილეთ განცხადება) აღნიშნულმა კანონპროექტმა საზოგადოების დაყოფა და პოლარიზაციის ზრდა […]

ერთი მილიარდერის სანქცირებამ შესაძლოა მთელი ერი იხსნას – Bloomberg-ის კოლუმნისტის სტატია

Bloomberg-ზე გამოქვეყნდა გამოცემის კოლუმნისტის, წარსულში the Wall Street Journal-ის სტამბოლის ბიუროს ხელმძღვანელის, მარკ ჩემპიონის სტატია, რომელშიც ავტორი წერს, რომ “აშშ-სა და ევროკავშირს ჯერ კიდევ აქვთ შანსი, შეაჩერონ საქართველოს მოქცევა პუტინის ორბიტაზე”. ამ კონტექსტში ჩემპიონი დასავლეთის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მნიშვნელობაზე წერს. “რა უნდა გააკეთოს დასავლეთმა? ევროკავშირი განსაკუთრებით რთულ მდგომარეობაშია, მას უნდა, მხარი დაუჭიროს მოსახლეობას, რომელსაც […]

საფრანგეთი მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს, განაგრძონ საზღვრის დემარკაციის პროცესი

საფრანგეთი მოუწოდებს სომხეთსა და აზერბაიჯანს, განაგრძონ საზღვრის დემარკაციის პროცესი. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, დემარკაციის პროცესი უნდა ჩატარდეს 2024 წლის 19 აპრილს მიღებული პრინციპების შესაბამისად, ასევე ადგილზე ჩატარებული სადემარკაციო სამუშაოების საფუძველზე. საფრანგეთი მიესალმება სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვას. საფრანგეთი მოუწოდებს ქვეყნებს დისკუსიების გაგრძელებისკენ ორ ქვეყანას შორის სამშვიდობო ხელშეკრულების […]

,,წმინდა პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით უკეთესია, რომ ეს კანონი იქნას მიღებული“ – გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს: ,,წმინდა პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით უკეთესია, რომ ეს კანონი იქნას მიღებული. ჩვენ ახლა ვიმყოფებით სრულფასოვანი ლუსტრაციის პროცესში, რომლის შედეგადაც ზუსტად გვეცოდინება, ვისთან ერთად წავალთ ევროპულ საქართველოში და ვის გავისტუმრებთ ისტორიის სანაგვეზე. ვინც ხვალ რუბიკონს გადალახავს, მან უნდა იცოდეს, რომ ვერანაირი “ბიძინა მავალებდა, მაშანტაჟებდა”, ვერანაირი შეძრომა-გამოძრომა, თავზე ნაცრის დაყრა ვერ […]

12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით, ბორელს ერთობლივი წერილით მიმართავენ

12 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოს შესახებ წერილით მიმართავენ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს: “ძალიან ვწუხვართ, რადგან საქართველოს მთავრობა როგორც ჩანს, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაძლებლობებს” – ნათქვამია წერილში. წერილს ხელს აწერენ: ჩეხეთის, ესტონეთის, საფრანგეთის, ირლანდიის, ლიეტუვის, პოლონეთის, დანიის, ფინეთის, გერმანიის, ლატვიის, ნიდერლანდების და შვედეთის საგარეო საქმეთა […]

,,კუკუდამალობანას დრო უნდა დამთავრდეს!” – რუსუდან შარაძე

გურამ შარაძის შვილი, რუსუდან შარაე სოციალურ ქსელში წერს: ,,კუკუდამალობანას დრო უნდა დამთავრდეს (პირველ რიგში, საკუთარ თავს ვეუბნები)! ის კი არა, დაგვიანებულიც არის, რადგან სწორედ, ასეთმა საქციელმა გამოიწვია ენითაუწერელი სითავხედე (რბილად ვამბობ) ადამიანებისა, რომ კაცისმკვლელების გვერდზე დგანან და აქეთ გამუნათებენ, გატერორებენ და თეთრზე გეუბნებიან, რომ შავიაო. ერთხელაც, ვიღაცამ ამათ ერთი მაგრად უნდა შემოსცხოს. თუ არ უშველით, […]

რუსულ კანონთან დაკავშირებით 12 ქვეყნის საგარეო მინისტრი ბორელსა და ვარჰეის მიმართავს

12 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ევროკომისიის უმაღლეს წარმომადგენელს ჯოზეფ ბორელსა და ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის მიმართავს. საკუთარ მიმართვაში ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ რუსული კანონის მიღების გადაწყვეტილებით. ამასთან, მინისტრები მოუწოდებენ ბორელსა და ვარჰეის ზეპირად განაცხადონ, რა გავლენა ექნება შეთავაზებულ კანონმდებლობას 9 ნაბიჯის შესრულებაზე. ერთობლივ განცხადებაში წერია, რომ საქართველოში სწრაფად გაუარესებული ვითარების გამო მინისტრები […]