გუკა რჩეულიშვილის ადვოკატი: ნაცემია, სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი, აქვს სისხლჩაქცევები

პარლამენტთან რეჟისორი გუკა რჩეულიშვილი დააკავეს. მისი ადვოკატი, ბექა ბასილაია ფორმულასთან ამბობს, რომ ის ნაცემია, აღენიშნება სისხლჩაქცევები და სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი. მისივე ინფორმაციით, რჩეულიშვილი ახლა ზაჰესის იზოლატორში ჰყავთ. კითხვაზე, თუ რა ვითარებაში დააკავეს, ბასილაია ამბობს: “მეგაფონით მიმართავდა პოლიციას, რომ ჩვენ ერთი სახელმწიფო უნდა ავაშენოთ, ამ ქვეყნის შვილები ხართ თქვენც, ჩვენცო. მშვიდობიან ვითარებაში დემონსტრირებდა, სტაცეს ხელი, […]
უსაფრთხოების გამო გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი დროებით დაიკეტა

გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო დღეს დილით დროებით დაიკეტა. “ყველას, ვისაც განაცხადი აქვს შეტანილი და ელოდება პასუხს, დაუკავშირდებიან სავიზო ცენტრიდან. სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება”, – აღნიშნულია განცხადებაში. თავდაპირველად საელჩომ მხოლოდ ცენტრის დაკეტვის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, რამაც სოცქსელების მომხმარებლებში გაურკვევლობა გამოიწვია. […]
ბრიტანეთის სავიზო ცენტრი თბილისში დროებით დაიკეტა აქციების გამო

გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი თბილისში დროებით დაკეტილია. სავიზო ცენტრი მდებარეობს ბესიკის 4-ში, პარლამენტთან ახლოს, სადაც უკვე რამდენიმე კვირაა, რუსული კანონის წინააღმდეგ მრავალათასიანი აქციები იმართება. „გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დაიკეტა, დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო. ყველას, ვისაც განაცხადი აქვს შეტანილი და ელოდება პასუხს, დაუკავშირდებიან სავიზო ცენტრიდან. […]
ქართველმა პარატაეკვონდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვეს

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე პარატაეკვონდოში ქართველმა პარასპორტსმენებმა სამი მედალი მოიპოვეს – ლია ჩაჩიბაია, ნატალია ოჩიგავა და გიორგი ნიკოლაძე ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ. ქართველებმა მესამე ადგილისთვის ბრძოლაში მასპინძელი ქვეყნის პარასპორტსმენები დაამარცხეს.
ნინო წილოსანი – საპარლამენტო მუშაობაში ხელის შეშლა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ფორმატში არ ჯდება – ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება

საპარლამენტო მუშაობაში ხელის შეშლა სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების ფორმატში არ ჯდება – ეს არის კანონსაწინააღმდეგო ქმედება, რაზეც პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმაც ისაუბრა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ნინო წილოსანმა განაცხადა. წილოსანის აზრით, აქციას ძალადობრივი სახე აქვს მიღებული. “ალბათ, ძალიან ადვილი მისახვედრია დრამატურგია, რომელიც აქციებთან დაკავშირებით ვითარდება. ფაქტობრივად გაწერილი სცენარი არის, რომელიც გულისხმობს, რომ […]
ბათუმში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია-მსვლელობა დასრულდა

ბათუმში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია-მსვლელობა დასრულდა. დილიდან სტუდენტები ბათუმის საზღვაო აკადემიის შენობასთან შეიკრიბნენ და მსვლელობა ბათუმის ქუჩებში გამართეს. აქციის მონაწილეებს, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ხელოვნების უნივერსიტეტისა და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სტუდენტებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, სტუდენტთა პროტესტს გაფიცვის თაობაზე, ლექტორებიც უერთდებიან და მხარდაჭერას უცხადებენ. სტუდენტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ წარმოდგენილი კანონპროექტი უკან […]
ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის“ მიიჩნევს, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს

ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის” მიიჩნევს, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს. ბიზნესასოციაცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, შეწყდეს კანონპროექტის განხილვა და ყველა მხარემ კონსოლიდირებული და მშვიდობიანი გამოსავალი ერთობლივად მოძებნოს. „ბიზნესფედერაცია „ქალები მომავლისთვის” რჩება საკუთარ პოზიციაზე და კვლავაც მიაჩნია, რომ კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა მიიღოს. გასული წლის მსგავსად(იხილეთ განცხადება) […]
სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისში ვიზიტით მყოფ, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდებიან

სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები თბილისში ვიზიტით მყოფ, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდებიან. შეხვედრა გერმანიის საელჩოში იმართება. საქართველოს დედაქალაქში იმყოფებიან, მათ შორის, გერმანიის, პოლონეთის, ჩეხეთის, ლიეტუვის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეები. როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი იქნება. „დღეს ვხვდებით საქართველოს მეგობრებს, რომელთაც მკაფიო გზავნილები აქვთ […]
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის დღეების ფარგლებში საჯარო დისკუსიათა კვირეული გაიხსნა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკავშირის დღეების ფარგლებში საჯარო დისკუსიათა კვირეული გაიხსნა. თსუ-ს ინფორმაციით, ღონისძიების გახსნას თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირინე ქურდაძე, სტუდენტები ესწრებოდნენ. „ევროკავშირში გაერთიანება არის ჩვენი სახელმწიფოს საგარეო კურსი, უალტერნატივო კურსი, რომელიც კონსტიტუციით არის დეკლარირებული. ამ მიმართულებით საქართველომ წარმატებული ნაბიჯები უნდა გადადგას. ვფიქრობ, სტუდენტების მხრიდან აკადემიური აქტივობა ამ […]
კალაძე: საერთოდ არ მაქვს არანაირი პრობლემა თუ დამასანქცირებენ

არავის არ ეშინია ამ სანქციების. რას გვაშანტაჟებთ ამ სანქციებით? საერთოდ არ მაქვს არანაირი პრობლემა თუ დამასანქცირებენ. ჯერ რატომ უნდა დამასანქცირონ, აბსოლუტურად გაუგებარია. იმისათვის, რომ ჩემი ქვეყნის ინტერესს ვიცავ? ესაა ევროპა და ევროპული მომავალი?