„კანონის მიღების აუცილებლობას ვერ ვხედავ – თუ რაიმე უკანონობა ხდება, ამისთვის უკვე გვაქვს კანონი“ – „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორი

„საერთოდ არ იყო ეს კანონი [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“] საჭირო“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ „ინნ ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ განაცხადა. მისი თქმით, არ არსებობს არანაირი მიზეზი იმისა, რომ აღნიშნული კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანოში ხელახლა დაებრუნებინათ. კოკაიამ აღნიშნა, რომ ქვეყანაში, თუ რაიმე უკანონობა ხდება, არსებობს შესაბამისი კანონი და მის ფარგლებში უნდა მიიღონ შესაბამისი ზომები. „ჩემი პოზიცია […]
შეხვედრაზე პრემიერისგან მთავარი გზავნილი იყო, რომ ქვეყნის კურსი არ შეცვლილა – ბესო ორთოიძე

კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორის ბესო ორთოიძის თქმით, ბიზნესთან შეხვედრაზე პრემიერის მთავარი გზავნილი იყო, რომ ქვეყნის კურსი არ შეცვლილა და ყველაფერი გაკეთდება მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისთვის. ამის შესახებ BMG წერს. ბესო ორთოიძის თქმით, ბიზნესის მხრიდან დაისვა ყველა კითხვა, რაც საზოგადოებასაც აქვს, მათ შორის კრიტიკული კითხვებიც. „შეხვედრა იყო დახურული და დეტალებზე საუბარი რთულია. პრემიერისგან მთავარი გზავნილი იყო, […]
ევროპარლამენტარები ბორელს სთხოვენ ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერების სანქცირებას

ევროპარლამენტარები, თიის როიტენი, ვიოლა ფონ კრამონი, პეტრას აუსტრევიჩუსი და მირიამ ლექსმანი საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ რუსული კანონი III მოსმენით მიღების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ სანქციების მომზადებისკენ მოუწოდებენ. ბორელის მიმართვას X-ზე (ყოფილი ტვიტერი) თიის როიტენი აქვეყნებს და წერს, რომ მათი მიზანი პროევროპულად განწყობილი საქართველოს […]
როთი: თუ კანონს არ გაიწვევენ, მე საქართველოსთვის ნათელი მომავლის რაიმე შანსს ვერ ვხედავ

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, მიხაელ როთის თქმით, თუ ქართული ოცნება რუსულ კანონს მიიღებს, მაშინ ის საქართველოსთვის ნათელი მომავლის რაიმე შანსს ვერ ხედავს. ამის შესახებ როთმა თბილისში, ოპოზიციის ნაწილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. “ჩვენ საქართველოსა და ქართველი ხალხის მეგობრები ვართ. მოწოდებული ვართ, რომ საქართველოს ადგილი ევროპის გულშია და ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ევროკავშირისკენ საქართველოს […]
ჯაფარიძე აქციებზე: ეს ხანგძლივი პროცესია და იგებს ის, ვინც არ ეპუება და არ ტყდება

გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ დემონსტრანტები არიან სრულიად მშვიდობიანი, ხოლო მეორე მხარეს არის ბრუტალური ძალა, რომელიც არ ინდობს არავის, ქალს, ბავშვს, ასაკოვანს. თუ ვინმეს ილუზია გქონდათ, რომ გუშინ ღამე მოვიგებდით ომს, ცდებოდით. ეს ხანგძლივი პროცესია და იგებს ის, ვინც არ ეპუება და არ ტყდება. ფორმას, ლოკაციას, დროს და სხვა ატრიბუტებს რაც შეეხება: არ მოგწონთ […]
,, თუ აქედან ვერცერთს ვერ ახერხებთ, ე.ი. ტ&აკი არ გაქვთ არაფრის და ტვინს ნუ ტ&ნავთ ჭკუის დარიგებებით” – ზურაბ ჯაფარიძე

ზურაბ გირჩი ჯაფარიძე სოციალურ ქსელში მათ მიმართავს, ვისაც აქციების ორგანოზება არ მოსწონს: ,,გუშინდელმა აქციამ კიდევ ერთხელ აჩვენა რომ დემონსტრანტები არიან სრულიად მშვიდობიანი, ხოლო მეორე მხარეს არის ბრუტალური ძალა, რომელიც არ ინდობს არავის, ქალს, ბავშვს, ასაკოვანს თუ ვინმეს ილუზია გქონდათ რომ გუშინ ღამე მოვიგებდით ომს, ცდებოდით. ეს ხანგძლივი პროცესია და იგებს ის ვინც არ ეპუება და […]
,, დარწმუნდებიან, რომ ტყუილად იდგნენ წვიმაში, ათენებდნენ ღამეს. ვის უთენებდნენ, ესეც გაუგებარია” – კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე აცხადებს: ,,დარწმუნებული ვარ, გავა დრო, მე არ ვსაუბრობ ექსტრემისტულ დაჯგუფებებზე და რადიკალური ოპოზიციის ახალგაზრდებზე, მაგრამ საღად მოაზროვნე ადამიანებიც არიან იქ და ისინიც დარწმუნდებიან, რომ ტყუილად იდგნენ წვიმაში, ათენებდნენ ღამეს. ვის უთენებდნენ, ესეც გაუგებარია, სამადაშვილს, გვარამია-მელიას თუ რომანა გოცირიძეს? აბსოლუტურად გაუგებარია ეს ყველაფერი, ეს ძალა და ენერგია უნდა გამოვიყენოთ ქვეყნის გასაერთიანებლად. დღეს […]
ცნობილია, ვინ არის ის მოქალაქე, რომელსაც სპეცრაზმი ჯგუფურად გაუსწორდა

ცნობილია, ვინ არის ის მოქალაქე, რომელსაც სპეცრაზმი ძირსდაგდებულს ჯგუფურად უსწორდებოდა – ჯგუფური ძალადობის მსხვერპლი კახა კვეკვესკირია. დაშავებული კადრებიდან მისმა ძმამ ამოიცნო.
„სალომე ზურაბიშვილი თავის სცენარში ზის“ – ნინო წილოსანი

,,ოცნების” დეპუტატი, ვიცესპიკერი, ნინო წილოსანი აცხადებს: „სალომე ზურაბიშვილი თავის სცენარში ზის, ის ყოველ ჯერზე უფრო და უფრო დესტრუქციული ქმედებებით გამოდის. შანსი, რომელიც შესაძლებლობა იყო ვეტოს გამოგზავნის პირობებში გამხდარიყო კანონპროექტის შეცვლის და გარკვეულწილად მისი გაუმჯობესების შესაძლებლობა, როგორც ისინი ითხოვდნენ, სალომე ზურაბიშვილმა ეს შანსი თავიდანვე მოკლა, ის აცხადებს, რომ არ გამოაგზავნის არანაირ შენიშვნებს. ეს უკვე სასაცილოც აღარ […]
„ ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ქვეყანას ევროპული მომავლისგან აშორებს“ -4 ევროპარლამენტარი

„ ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ქვეყანას ევროპული მომავლისგან აშორებს“ -4 ევროპარლამენტარი ვთხოვთ ჯოზეფ ბორელს, დაიწყოს მიზნობრივი სანქციების მომზადება საქართველოში იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ქვეყანას ევროპული მომავლისგან აშორებს – ჩვენ გავაგრძელებთ პროევროპელი ქართველი ხალხის მხარდაჭერას, – ამის შესახებ ევროპარლამენტარი თიის როიტენი სოციალურ ქსელში წერს, სადაც ოთხი ევროპარლამენტარის მიერ […]