მთავრობას მოვუწოდებთ, უზრუნველყონ პროტესტის უფლება – სტანო

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი პიტერ სტანო საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. ის პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებს გმობს და ჯეროვან გამოძიებას ითხოვს. “საქართველოში ვხედავთ მოსახლეობის დიდი ნაწილის ერთგულებას ევროპული მომავლისა და ევროპული გზის მიმართ. ველოდებით, რომ საქართველოს მთავრობა და ხელისუფლება აირეკლავს ამ სურვილს. რასაც ბოლო დღეებში ხელისუფლებისგან ხალხის პროტესტის პასუხად ვხედავთ, არის ძალადობა, განსაკუთრებით – […]
გურამ რჩეულიშვილის ადვოკატი: ხილულად აღენიშნება სასტიკი ანგარიშსწორების კვალი

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია გაუთენე საქართველოს დროს პოლიციამ რეჟისორი გუკა რჩეულიშვილი დააკავა. მისი ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, ის სასტიკად არის ნაცემი. “გურამ რჩეულიშვილს ვიცავ, შევხვდი, ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი. მას ხილულად აღენიშნება, ეს არ არის რაიმე ინტერპრეტაციის საგანი, სასტიკი ანგარიშსწორების კვალი. ძალიან არის ნაცემი სავარაუდოდ, ცხვირი აქვს გატეხილი, აქვს სისხლჩაქცევები. ეს არის დავალებით […]
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერი – მკაცრად ვგმობთ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს საქართველოში – ხელისუფლებას სათანადო გამოძიებისკენ მოვუწოდებთ

მკაცრად ვგმობთ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მედიის მუშაკების მიმართ, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. „ის, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში, არის ევროკავშირისკენ ქვეყნის გზისა და ევროპული მომავლის მიმართ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მართლაც შთამბეჭდავი […]
საქართველოში ბრიტანეთის საელჩო – სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო დაიკეტა

გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, დღეს დილით მიმდინარე აქციისა და პოლიციის კორდონის გამო დაიკეტა. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს. საელჩოს განმარტებით, სავიზო ცენტრი გაიხსნება, როდესაც შესაძლებელი იქნება ვიზიტორთა მიღება. „ყურადღება, მნიშვნელოვანი განმარტება სავიზო სააპლიკაციო ცენტრის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით. გაერთიანებული სამეფოს სავიზო სააპლიკაციო ცენტრი, რომელიც თბილისში, პარლამენტთან […]
„შუა დერეფნის” საკოორდინაციო პლატფორმა უახლოეს მომავალში ამოქმედდება – ყაზახეთში ევროკავშირის ელჩი

„შუა დერეფნის“ საკოორდინაციო პლატფორმა უახლოეს მომავალში ამოქმედდება, – ამის შესახებ ყაზახეთში ევროკავშირის ელჩმა, კესტუტის იანკაუსკასმა აზერბაიჯანულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, საკოორდინაციო პლატფორმა მარშრუტის ყველა მონაწილის უკეთესად დასაკავშირებლად არის საჭირო. კესტუტის იანკაუსკასის განცხადებით, „შუა დერეფნის“ ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად, მის გასწვრივ მდებარე ყველა ქვეყანამ ერთად უნდა იმუშაოს, რათა უზრუნველყოს უწყვეტი მიწოდება და ეს ეხება არა მხოლოდ შუა […]
კალოუბნის ქუჩაზე 4-სართულიანი, ავარიული შენობის ნაცვლად, 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლი აშენდა

ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, კალოუბნის ქუჩაზე კორპუსის მშენებლობა დასრულდა დედაქალაქის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან, ირაკლი ბენდელიანთან ერთად, სამგორის რაიონში, კალოუბნის ქუჩაზე, ავარიული სახლის ჩანაცვლების მიმდინარე პროექტს გაეცნო. აღნიშნულ მისამართზე 4-სართულიანი, ავარიული შენობის ნაცვლად, 10-სართულიანი საცხოვრებელი სახლისა და მიწისქვეშა ავტოსადგომის მშენებლობა უკვე დასრულებულია. „აქ 36 ოჯახი ცხოვრობდა. შედგა მათთან მოლაპარაკება. დროებით გავიყვანეთ ქირით და […]
ჩერგოლეიშვილი: აქციების ამოცანაა ერთი კაცის სამსახურში ჩამდგარი სისტემა ჩამოშალოს

აქციების ამოცანა არის ის, რომ რეჟიმი არყიოს. არყიოს იქამდე, ვიდრე ღონეს არ დაკარგავს და მშვიდობიან, დემოკრატიულ ცვლილებას არ დათანხმდება, ისევ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. აქციების ამოცანა არ არის, რომ კომიტეტის ერთი სხდომა ჩაშალოს (თუმცა ჩაშლა ქვია აბა რა ქვია 1 წუთში გატანას) აქციების ამოცანა არის რომ რუსული რეჟიმი არყიოს იქამდე, სანამ არ შეაგნებინებს, რომ დემოკრატიული ცვლილება […]
“გამოვაფხიზლოთ ვაკე” –18:00-ზე ვაკის პარკიდან პარლამენტამდე მსვლელობა გაიმართება

დღეს, 18:00 საათზე ვაკის პარკიდან პარლამენტის შენობამდე გაიმართება მსვლელობა სახელწოდებით “გამოვაფხიზლოთ ვაკე”. მსვლელობის მონაწილეები ჭავჭავაძის მხრიდან ვაკის პარკის მთავარ შესასვლელთან შეიკრიბებიან. ამასთან ერთად, დღეს რუსული კანონის წინააღმდეგ სტუდენტური მარში გაიმართება. 19:00 საათზე სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტები რუსთაველის მეტროსთან შეიკრიბებიან და პარლამენტამდე მსვლელობით წავლენ. “სტუდენტები ვიკრიბებით, რათა ხელისუფლებას კვლავ დავანახოთ ახალგაზრდების ძალა. ვიკრიბებით, რომ: […]
დე ძერბი “ბაიერნის” ჩაბარებას უახლოვდება

“ბრაიტონის” მთავარი მწვრთნელი რობერტო დე ძერბი “ბაიერნის” ჩაბარებას უახლოვდება, ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, “რეკორდმაისტერის” სპორტული დირექტორის მაქს ებერლის აზრით, იტალიელი მწვრთნელი “ბაიერნის” სტილს საკუთარ იდეებს იდეალურად მოარგებს. გამოცემის ინფორმაციით, დე ძერბის რამდენიმე თვის წინ “ბრაიტონში” დარჩენა სურდა, თუმცა კლუბის ხელმძღვანელობასთან აზრთა სხვადასხვაობის გამო, გადაწყვეტილება შეცვალა. შეგახსენებთ, “ბაიერნს” სეზონის ბოლოს თომას ტუხელი დატოვებს, […]
ევროპარლამენტარები ბორელს, ივანიშვილისა და “ქართული ოცნების” სხვა ლიდერების სანქცირებას სთხოვენ

ევროპარლამენტარები, თიის როიტენი, ვიოლა ფონ კრამონი, პეტრას აუსტრევიჩუსი და მირიამ ლექსმანი, საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ რუსული კანონი III მოსმენით მიღების შემდეგ, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელს ქართული ოცნების ლიდერების წინააღმდეგ სანქციების მომზადებისკენ მოუწოდებენ. ბორელისადმი მიმართვას X-ზე თიის როიტენი აქვეყნებს და წერს, რომ მათი მიზანი პროევროპულად განწყობილი საქართველოს მოქალაქეების მხარდაჭერაა. […]