კონსერვატორია მასწავლებლებს და სტუდენტებს: შეწყდეს სასწავლო პროცესის შეჩერებაზე მოწოდებები

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია პროფესორ-მასწავლებლებს და სტუდენტებს მეილს უგზავნის და მოუწოდებს, შეწყდეს მოწოდებები, რომელიც მიმართულია სასწავლო პროცესის შეჩერებისკენ. მეილში კონსერვატორიის ადმინისტრაცია თავის მოწოდებას იმით განმარტავს, რომ “განსხვავებული პოზიციების მქონე პროფესორ-მასწავლებლებს უნდა მიეცეთ თავიანთი უფლება-მოვალეობების შესრულების საშუალება თავისუფლად და დამოუკიდებლად”. “მოგესალმებით, პატივცემულო პროფესორ-მასწავლებლებო და სტუდენტებო, კონსერვატორიის ადმინისტრაცია ყურადღებით ადევნებს თვალს შიდა საერთო ელექტრონულ ფოსტაზე უკანასკნელ დღეებში გავრცელებულ […]
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 20 პირი დააკავეს, დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა

სამართალდამცავებმა, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე 20 პირი დააკავეს. როგორც შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, პოლიციამ მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად დააკავა. მათივე ინფორმაციით, დაკავებულთაგან სამი პირი უცხო ქვეყნის მოქალაქეა. „12 მაისს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე 22:00 საათიდან დაწყებული აქციის პარალელურად რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამართალდამცველები საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით არიან […]
ე.წ რექტორთა საბჭო რეჟიმის მხარდამჭერ განცხადებას ამზადებს

ტაბულას რამდენიმე წყარო უდასტურებს, რომ სტუ-ს რექტორმა დღეს სხვადასხვა უნივერსიტეტის რექტორები ქვემომდებარე განცხადებაზე ხელმოსაწერად მიიწვია. პროსახელისუფლებო განცხადება პროტესტს ემიჯნება და ლექტორებს აფრთხილებს. ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების ფონზე, 22 უნივერსიტეტის სტუდენტებმა რუსული კანონის პროტესტის ნიშნად სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე უარი თქვეს. ამ პროტესტში მათ პროფესორების ნაწილიც უერთდება.
მსახიობ სტივ ბუშემის ქუჩაში უცნობი პირი თავს დაესხა

მსახიობ სტივ ბუშემის ნიუ-იორკის ქუჩაში უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. “სტივ ბუშემის მანჰეტენის შუაგულში დაესხნენ თავს, ის შემთხვევითი ძალადობის კიდევ ერთი მსხვერპლია. მსახიობი თავს კარგად გრძნობს და ყველას მოკითხვას უთვლის, თუმცა წუხს იმაზე, რომ მსგავსი რაღაცები ნიუ-იორკის ქუჩებში ხდება”. – ამბობს მსახიობის წარმომადგენელი. 66 წლის მსახიობმა თავდასხმის შემდეგ საავადმყოფოს მიმართა. მას სახის […]
იონათამიშვილი: ივანიშვილი სანქციების გამო ქვეყნის ინტერესების საზიანოდ უკან არ დაიხევს

ცხადია, ჩვენ ბიძინა ივანიშვილს უდიდეს პატივს ვცემთ, ვინაიდან ის არის ამ ქვეყნის ძალიან დიდი პატრიოტი და ერთგული ადამიანი, ამიტომ დაუჯერებელია, რომ მან საქართველოს ინტერესების საზიანოდ სანქციების თუ სხვა მუქარის საპასუხოდ უკან დაიხიოს, ეს არის ფაქტი, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის. ქართული ოცნების დეპუტატი რატი იონათამიშვილი TV იმედის გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს […]
მომიტინგე, რომელსაც პოლიციელები დაკავებისას თავში ურტყამდნენ, კლინიკაში გადაიყვანეს

დღეს, 13 მაისს, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი მოქალაქე, რომელსაც პოლიციელები მიზანიმართულად თავში ურტყამდნენ, წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტმა ეკა ქობესაშვილმა დაუდასტურა. იურისტის თქმით, გურამ ადამიას, რომელსაც დაკავებისას რამდენიმე პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა, დაზიანებები სახისა და თავის არეში ჰქონდა და მისი წინასწარი მოთავსების იზოლატორში დატოვება შეუძლებელი […]
მკაცრად ვგმობთ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს საქართველოში – პიტერ სტანო

მკაცრად ვგმობთ დაშინების, მუქარისა და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს მომიტინგეების, სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა და მედიის მუშაკების მიმართ, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ბრიფინგზე, საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა. „ის, რასაც ჩვენ ვხედავთ საქართველოში, არის ევროკავშირისკენ ქვეყნის გზისა და ევროპული მომავლის მიმართ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის მართლაც შთამბეჭდავი […]
Wizz Air-ს ტურისტებისთვის ახალ ეკონომიურ ტარიფებს აწესებს

დაბალბიუჯეტიანი უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air ახალი Wizz Smart ტარიფს ნერგავს. კომპანია მგზავრებს ტარიფის 4 ხაზს სთავაზობს. ამის შესახებ Avianews-ი წერს. Wizz Smart ყველაზე ბიუჯეტურ Basic ტარიფის მაგალითს მიყვება, რომელიც მოიცავს მცირე ზომის, 10 კგ-მდე წონის ხელბარგს (40x30x20 სმ). „საბაზისო მგზავრობისგან განსხვავებით, Wizz Smart საშუალებას გაძლევთ თვითმფრინავში, მცირე ზომის ხელბარგის გარდა, აიღოთ ჩემოდანი ბორბლებზე ან სხვა […]
„იმედი“ და „რუსთავი 2“ ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე საუბრობენ

ტელეკომპანიები „იმედი“, „რუსთავი 2“ და საზოგადოებრივი მაუწყებელი აცხადებენ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების ყოფილი კოორდინატორი ჯიმ ო’ბრაიენი საქართველოში „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების პაკეტის წარდგენას გეგმავს. რა ინფორმაციას ეყრდნობიან ეს მედიასაშუალებები, უცნობია. მათ არ დაუსახელებიათ კონკრეტული წყარო. თუმცა საპასუხოდ სამივე არხმა გაავრცელა საპარლამენტო […]
ოკუპირებულ ყირიმში ხუთ უკრაინელს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს ჯაშუშობის ბრალდებით

რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური (FSB) 13 მაისს აცხადებს, რომ უკრაინის ყირიმის რეგიონში მოსკოვის მიერ დანიშნულმა უზენაესმა სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდების საფუძველზე უკრაინის ხუთ მოქალაქეს 11-დან 16 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა. FSB-ის თანახმად, ხუთი მსჯავრდადებული ნახევარკუნძულზე რუსეთის შეიარაღებული ძალების ადგილმდებარეობისა და გადაადგილების შესახებ უკრაინის სამხედრო დაზვერვის სასარგებლოდ აგროვებდა მასალებს. ყირიმის უკანონო ოკუპაცია რუსეთმა 2014 წელს განახორციელა. მას შემდეგ, […]