პოლონეთის საელჩო საქართველოში საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

პოლონეთის საელჩო საქართველოში საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს. განცხადებაში წერია, რომ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ქვეყანაში ვითარება შესაძლოა კიდევ გაუარესდეს. “მიმდინარე დემონსტაციების გამო, განსაკუთრებით საღამოს საათებში, პარლამენტის სიახლოვეს უცხოელების დაკავების შემთხვევები იყო. ვთხოვთ, ჩვენს მოქალაქეებს თავი შეიკავონ მიტინგებზე დასწრებისგან, თავი აარიდონ პოტენციურად საფრთხის შემცველ ადგილებს და დაემორჩილნონ სამართალდამცავების მითითებებს. საქართველოში უსაფრთხოების ვითარებას შემდგომი გაუარესებისა და ესკალაციის პოტენციალი აქვს სხვა […]
მთავრობის ადმინისტრაციაში 20 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა

მთავრობის ადმინისტრაციაში 20 საათზე ბრიფინგი ჩაინიშნა. განცხადებას ირაკლი კობახიძე გააკეთებს
მოერიდეთ პოტენციურად საშიშ ადგილებს” – საქართველოში მიმდინარე მოვლენების გამო, პოლონეთი საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს

პოლონეთის საელჩო საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს: „საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე (რუსთაველის და მიმდებარე ქუჩები) და უცხოელთა დაკავების შემთხვევების გამო, განსაკუთრებით საღამოს საათებში, პოლონეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს ვთხოვთ, თავი შეიკავონ აქციებზე დასწრებისგან, მოერიდონ პოტენციურად საშიში ადგილებს და დაიცვას სამართალდამცავი სამსახურების ბრძანებები. საქართველოში უსაფრთხოების ვითარებას შემდგომი გაუარესებისა და ესკალაციის პოტენციალი აქვს სხვა ქალაქებში, როგორიცაა ბათუმი და ქუთაისი“
ჩრდილოაღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური შეტაკებებია, რუსეთი მძლავრ იერიშებს ახორციელებს

უკრაინის არმიის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერეს შეტევები ხარკოვის რეგიონზე – ვითარება ძალიან რთულია ქალაქ ვოვჩანსკის მიმდებარე ტერიტორიაზე, რის გამოც მიმდინარეობს ქალაქის მოსახლეობის ევაკუაცია. უკრაინის გენერალური შტაბი 13 მაისის ანგარიშში აცხადებს, რომ რუსეთის ძალებმა მოიპოვეს “ტაქტიკური წარმატება”, თუმცა ბრძოლა კვლავაც გრძელდება ვოვჩანსკისთვის – სადაც რუსეთმა ხუთამდე ბატალიონი მიავლინა, სამხედროთა რიგებში მძიმე დანაკარგების მიუხედავად. გენერალური შტაბის […]
ამერიკელ სენატორ რობერტ მენენდესის კორუფციის საქმეზე სასამართლო იწყება

ამერიკელ სენატორ რობერტ მენენდესის კორუფციის საქმეზე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა, სავარაუდოდ, ორშაბათს დაიწყება. შესაძლოა ამ საქმემ დემოკრატი სენატორის ხელახლა არჩევის პერსპექტივაზე იმოქმედოს და დაეხმაროს იმის დადგენას, თუ რომელი პარტია გააკონტროლებს სენატს მომავალ წელს. 70 წლის მენენდესის და ნიუ-ჯერსელი ორი ბიზნესმენის საქმეს მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში განიხილავენ. მათ ბრალად მექრთამეობის შეთქმულებაში მონაწილეობა აქვთ წაყენებული და სასამართლო მოსმენები, შესაძლოა, […]
ილიას სახელწიფო უნივერსიტეტისა და თსუ-ს სტუდენტები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან

ილიას სახელწიფო უნივერსისტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები მსვლელობით პარლამენტის შენობისკენ მიემართებიან. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები თსუ-ს უნივერსიტეტამდე მსვლელობით მივიდნენ, საიდანაც ერთობლივი მსვლელობით პარლამენტის მიემართებიან, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დილიდან მართავენ აქციას. სტუდენტებმა ჭავჭავაძისა და მელიქიშვილის გამზირზე საგზაო მოძრაობა ცალმხრივად გადაკეტეს და ასე მიემართებიან პარლამენტამდე. მსვლელობის მონაწილეებს თან მიჰყვება საპატრულო […]
დღეს, 20:00-ზე ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, დღეს, 13 მაისს, 20:00 საათზე პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება. იურიდიულმა კომიტეტმა რუსული კანონი მესამე მოსმენით მიიღო – სხდომის გახსნიდან ერთ წუთში. კანონპროექტს პლენარულ სხდომაზე ხვალ, 14 მაისს განიხილავენ. დედაქალაქსა და რეგიონებში დემონსტრანტები საპროტესტო მარშებს მართავენ. მხოლოდ თბილისში სამი სტუდენტური მარშია დაგეგმილი.
მეზვრიშვილი ოცნების მომხრეებს: ხო ამ ძალადობის გამო შეცვალეთ ნაცები? სად დგახართ ახლა?

ოცნების მომხრეებო: 26 მაისს ზუსტად ასე ცემდნენ ხალხს. მაგ საქმეზე (ვანო მერაბიშვილის) როგორც პროკურორი გამოვდიოდი. უამრავი ვიდეო მაქვს ნანახი, რუსთაველის კინოთეატრში ხალხი იატაკზე როგორ ეყარა და სპეცნაზი ფეხებით დადიოდა. მაშინაც სამაგალითო დასჯა იყო მიზანი და ახლაც. ხო ამ ძალადობის გამო შეცვალეთ ნაცები? სად დგახართ ახლა? სადაა მორალი და სამართლიანობა? გამოფხიზლდით!
აქციაზე დაკავებული გურამ ადამია იზოლატორიდან კლინიკაშია გადაყვანილი

დღეს, 13 მაისს, დილით, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებული გურამ ადამია დიღმის იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ინფორმაცია ტაბულას ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა, ეკა ქობესაშვილმა დაუდასტურა. “ჯანმრთელობის მდგომარეობა დაუმძიმდა იზოლატორში და გადაუდებელი გახდა მისი სამოქალაქო ტიპის საავადმყოფოში გადაყვანა”. – უთხრა ქობესაშვილმა ტაბულას. მისივე თქმით, გურამ ადამიას ინტერესებს საგამოძიებო სამსახურსა და სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრიც დაიცავს. ეკა ქობესაშვილის თქმით, […]
დაუჯერებელი საფეხბურთო თაღლითობა – ბუქარესტის “დინამოში” გაფორმებული ფეხბურთელის ნაცვლად მისი ტყუპისცალი თამაშობს

30 წლის ედგარი მცველია, “ბარსელონას” სისტემაში ვარჯიშობდა, შემდეგ კი “ლილის”, “ნანტის”, “ტრაბზონსპორის” და “ფეიენოორდის” ღირსებას იცავდა. ის პორტუგალიის ასაკობრივი ნაკრებების წევრი იყო, თუმცა შემდეგ მოქალაქეობა გამოიცვალა და გვინეა-ბისაუ ევროვნული გუნდის შემადგენლობაში ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა. ედელინი კი უმეტესად პორტუგალიის და პოლონეთის დაბალი დივიზიონის კლუბებში ასპარეზობდა. იეს ყოველთვიური გასამრჯელო 18 ათასი ევროა და კლუბის სპონსორისგან ავტომობილიც […]