„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა და კენჭისყრით დამტკიცება 14 მაისის პლენარულ სხდომაზე იგეგმება

უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას 14 მაისის პლენარულ სხდომაზე გეგმავს. რის შემდეგაცკანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა.

ჩინეთი ინდოეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა

2023-24 ფინანსურ წელს, ჩინეთი ინდოეთის მთავარი სავაჭრო პარტნიორი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Global Trade Research Initiative (GTRI) ანგარიშზე დაყრდნობით livemint-ი ავრცელებს. ინდოეთსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ 118,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. იმპორტი გაიზარდა 3.24%-ით, 101.7 მილიარდ დოლარამდე, ხოლო ექსპორტი 8.7%-ით, 16.67 მილიარდ დოლარამდე. ცნობისთვის, ჩინეთი ელექტრონიკისა და სატელეკომუნიკაციო პროდუქტების, სმარტფონებისა და მოწინავე ტექნოლოგიების […]

აქციაზე დაკავებულ ამერიკის მოქალაქეებს პროპაგანდისტული არხები არეულობის ორგანიზებაში ადანაშაულებენ

13 მაისს, „აგენტების კანონის“ წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციაზე, პარლამენტთან დაკავებულ ამერიკის ორ მოქალაქეს პროპაგანდისტული არხები საქართველოში არეულობის ორგანიზებასა და რევოლუციის დაგეგმვაში ადანაშაულებენ. „ხალხის ძალის“ ტელევიზიის – „POSTV“-ის ჟურნალისტის, ნათია ბერიძის მიერ შექმნილ ტელეგრამარხზე – „ამხილე“, ფოტოები გამოქვეყნდა. ამ არხის მტკიცებით, ფოტოებზე აღბეჭდილი პირები 13 მაისს დაკავებული ამერიკის მოქალაქეები და „აკერმანის ინსტრუქტორები“ არიან: “აკერმანის ინსტრუქტორი, რომელიც […]

ილიაუნი: სტუდენტებს ექნებათ დამატებითი დრო გაცდენილი კომპონენტების აღსადგენად

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გაფიცულ სტუდენტებს მიმდინარე სემესტრის სასწავლო პროგრამის დასასრულებლად დამატებით დროს აძლევს. შესაბამისი შეტყობინება სასწავლებლის სტუდენტებმა მიიღეს. “ძვირფასო სტუდენტებო, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, სტუდენტებს, რომლებიც ვერ მიიღებენ მონაწილეობას სასწავლო პროცესში, ექნებათ დამატებითი დრო მიმდინარე სემესტრის სასწავლო პროგრამის დასასრულებლად, მათ შორის, გაცდენილი კომპონენტებისა და შეფასებების აღსადგენად. ასევე, შესაძლებელი იქნება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო ნაშრომების […]

გთხოვთ, შეაჩერეთ უცხოური აგენტების კანონი — როთი

გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი აცხადებს, რომ უცხოელი აგენტების კანონის პირობებში ვერ ხედავს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ნათელ მომავალს. ის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაიწვიონ კანონი. „ჩვენ ვართ საქართველოს და ქართველი ხალხის მეგობრები. ჩვენ ერთგული ვართ მოსაზრების, რომ საქართველოს ადგილი ევროპის გულშია და ვმუშაობთ საქართველოს ევროინტეგრაციაზე. მაგრამ გთხოვთ, ძვირფასო მთავრობავ, ძვირფასო მმართველო პარტია, შეაჩერეთ […]

თსუ-ს სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები – ვგმობთ „რუსულ კანონს“, რომელიც, როგორც უზარმაზარი კედელი, ისე გვევლინება წინსვლისა და განვითარებისკენ მიმავალ ჩვენს ევროპულ გზაზე

ვგმობთ „რუსულ კანონს“ „გამჭვირვალობის“ შესახებ, რომელიც, როგორც უზარმაზარი კედელი, ისე გვევლინება წინსვლისა და განვითარებისკენ მიმავალ ჩვენს ევროპულ გზაზე, – აღნიშნული განცხადება თსუ-ს სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტებმა მსვლელობამდე გააკეთეს. სტუდენტები სოლიდარობისკენ და ერთობლივი პოზიციისაკენ მოუწოდებენ ყველა სტუდენტს, პროფესორს, მოქალაქეებს, კოლეგებსა და ყველას, ვინც აფასებს თავისუფლებასა და სამართლიანობას. „ჩვენ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს გვაშფოთებს ქვეყანაში მიმდინარე […]

მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენცია ჩაინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის პრესკონფერენცია ჩაინიშნა. ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში 20:00 საათისთვისაა ჩანიშნული.

ივანიშვილი მიმართავს „ოცნებას”, გაითვალისწინონ მისი თხოვნა და გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პოზიციები შერბილდეს – „იმედი“

„ბიძინა ივანიშვილი მიმართავს გუნდის წევრებს, გაითვალისწინონ მისი თხოვნა და გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით პოზიციები შერბილდეს“ – ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი” ავრცელებს. ამ ინფორმაციით დაიწყო „იმედმა” 17:00 საათიანი საინფორმაციო გამოშვება. „იმედის” ინფორმაციით, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი, რომელიც დღის ბოლოს თბილისში იქნება, გეგმავს ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას. „აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ობრაენი ჩამოდის საქართველოში, არსებული […]

აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი დემონსტრანტი იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს

აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი დემონსტრანტი იზოლატორიდან კლინიკაში გადაიყვანეს 13 მაისს აქციაზე დაკავებული ერთ-ერთი დემონსტრანტი გურამ ადამია კლინიკაშია გადაყვანილი. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას უდასტურებს “ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი ეკა ქობესაშვილი. მისი თქმით, გურამ ადამია დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში გახდა შეუძლოდ და იქიდან გადაიყვანეს კლინიკაში. სრულად წაიკითხეთ აქ. წყარო, ფოტო: რადიო თავისუფლება

ხორბლის გლობალური მოსავალი 798,19 მლნ ტონა იქნება – აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტი

აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტმა მაისის მიმოხილვაში, მარცვლეულის მოსავლისა და ექსპორტის შესახებ ახალ სასოფლო-სამეურნეო წელს (2024 წლის ივლისი – 2025 წლის ივნისი) პირველი პროგნოზები გააკეთა. დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირის მიერ ხორბლის ექსპორტის პროგნოზი 34 მლნ ტონაა. რუსეთში ხორბლის მოსავალი 88 მლნ ტონა იქნება, ექსპორტი კი – 52 მლნ ტონა. რუსეთში საკვები მარცვლეულის წარმოების სავარაუდო შეფასება 41,53 მილიონი […]