კობახიძე პრეზიდენტს აკისრებს პასუხისმგებლობას, თუ ვეტოს პოზიციების შესაჯერებლად არ გამოიყენებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის თქმით, პარლამენტი ხვალ საბოლოო მოსმენით მიიღებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტს. კობახიძის თქმით, საქართველოს „გარედან ვერავინ აუკრძალავს“ საკუთარი ინტერესების დაცვას. „ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს“, — განაცხადა კობახიძემ. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მმართველი […]

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა პარლამენტთან დაკავებული 23 პირი მოინახულეს

სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 13 მაისს პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული 23 პირი მოინახულეს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ყველა მათგანი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს. „სამწუხაროდ, პრაქტიკულად ყველა მათგანი პოლიციის მხრიდან ძალადობაზე მიუთითებს და დაზიანებებიც აღენიშნებათ. კერძოდ, 23-დან 22 დაკავებული პოლიციის მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებს, მათგან 16 კი […]

სერბეთის პრეზიდენტი დმიტრო კულებას შეხვდა

სერბეთის პრეზიდენტი დმიტრო კულებას შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩი ავრცელებს. „ჩვენ განვიხილეთ და ორმხრივი ურთიერთობების გაუმჯობესებაზე შევთანხმდით. ასევე, მინისტრ კულებას იმ პრობლემებზე მივუთითე, რომლებსაც სერბეთი აწყდება, განსაკუთრებით საერთაშორისო დონეზე“, – წერს სერბეთის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში. ასევე, ალექსანდრ ვუჩიჩის ცნობით, კიევში სერბეთის ელჩი თავის თანამდებობას ძალიან მალე დაუბრუნდება. დღეს, უკრაინის საგარეო საქმეთა […]

მინდა კმაყოფილება გამოვხატო იმ ფაქტით, რომ გუშინ და დღეს მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო – ამაში თავისი როლი ჩვენმა ბრიფინგებმა, გაფრთხილებებმა და მოწოდებებმა შეასრულა – ირაკლი კობახიძე

მინდა კმაყოფილება გამოვხატო იმ ფაქტით, რომ გუშინ და დღეს მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო – ამაში თავისი როლი ჩვენმა ბრიფინგებმა, გაფრთხილებებმა და მოწოდებებმა შეასრულა – ირაკლი კობახიძე მინდა კმაყოფილება გამოვხატო იმ ფაქტით, რომ გუშინ და დღეს მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო იმ ძალადობასთან შედარებით, რომელიც მათი მხრიდან ორი და ოთხი კვირის […]

ბერბოკი აქციებზე: ევროპის გული მხოლოდ ვარშავასა და ლისაბონს შორის არ სცემს

ალბათ ეს [კადრები] ახალ ამბებში ნახეთ. საქართველოში ათიათასობით ადამიანი კვირების განმავლობაში საპროტესტო აქციებში მონაწილეობს, რათა მათი ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს: სტუდენტები, მშობლები, ბებია-ბაბუა შვილიშვილებთან ერთად. ისინი აპროტესტებენ თავიანთი მთავრობის მიერ ინიცირებულ კანონს, რომელიც მიზნად ისახავს შეზღუდოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობა, რომლებიც ნაწილობრივ საზღვარგარეთიდან ფინანსდებიან. კანონის უზენაესობა, დემოკრატიული სტანდარტები და მედიის თავისუფლება აუცილებელია […]

კობახიძე: ხვალ პარლამენტი მოსახლეობის უმრავლესობის ნებით III მოსმენით მიიღებს კანონს

საქართველოს გარედან ვერავინ ვერ აუკრძალავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აპრილში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60%-ზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. შესაბამისად, ხვალ საქართველოს პარლამენტი ისარგებლებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც […]

ხვალ საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს – პრემიერი

ხვალ საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს – პრემიერი „ხვალ საქართველოს პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კანონში ვერანაირი ცვლილება ვერ მოხდება. პრემიერი მოუწოდებს ყველას, […]

კობახიძე: პარლამენტი იმოქმედებს ხალხის რაციონალური ნების შესაბამისად, მიიღებს კანონს

პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე კვლავ ირწმუნება, რომ რუსულ კანონს საზოგადოება მხარს უჭერს და აცხადებს, რომ ხვალ მას პარლამენტი III მოსმენით დაამტკიცებს. “აპრილში ჩატარებული სოციალური კვლევის თანახმად, ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60%-ზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. შესაბამისად, ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების […]

სტანო: რასაც ბოლო დღეებში ხელისუფლებისგან ხალხის პროტესტის პასუხად ვხედავთ ძალადობაა

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ბრიფინგზე საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გაავრცელა, სადაც გმობს ძალადობას დემონსტრანტების წინააღმდეგ და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს უკან წაიღოს კანონი. სტანოს თქმით, ცხადია ქართველი ხალხის დიდი ნაწილის ერთგულება ევროპული მომავლის და ევროპული გზის მიმართ და ევროპა მოელის საქართველოს მთავრობამ აირეკლოს ეს მისწრაფება. “რასაც ბოლო დღეებში ხელისუფლებისგან ხალხის პროტესტის პასუხად ვხედავთ, […]

მოვუწოდებთ საგამოძიებო უწყებებს რეაგირებისკენ – ომბუდსმენი

ოპოზიციის წარმომადგენლებზე, ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებზე თავდასხმის ფაქტებში იკვეთება პოლიტიკური, საქმიანობისა და მოსაზრების ნიშნით ადამიანთა დევნის ნიშნები, – ამის შესახებ სახალხო დამცველი აცხადებს და მოუწოდებს საგამოძიებო უწყებებს, უმოკლეს ვადებში, მოახდინოს ყველა სავარაუდო დამნაშავის პასუხისმგებლობის გამოკვეთა და შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, როგორც კანონდამრღვევი პოლიციელების, ისე მოძალადე ფიზიკური პირებისა თუ ჯგუფების, და მათი ორგანიზატორების ან/და წამქეზებლების იდენტიფიცირების […]