ბიძინა, ორ მილიარდს მე გადაგიხდი, დაგვაბრუნე ევროპაში! – ფადი ასლი

„ბიძინა, ორ მილიარდს მე გადაგიხდი, დაგვაბრუნე ევროპაში!” – ამ სიტყვებით მიმართავს ფადი ასლი ბიძინა ივანიშვილს. ფადი ასლი ირაკლი კობახიძის მიერ გამართულ პრესკონფერენციას ეხმაურება, სადაც პრემიერმა თქვა, რომ ივანიშვილი არ შეხვდება ჯიმ ო’ბრაიენს. კობახიძის განცხადებით, „როგორც კი დასრულდება შანტაჟი, დე ფაქტო სანქციები, მაშინვე რა თქმა უნდა, ნებისმიერი შეხვედრა შეიძლება შედგეს”. „დარწმუნებული ვარ, რომ თქვენც იგივე შენიშნეთ: […]
Microsoft აშშ-ში 3,3 მლრდ-იან მონაცემთა ცენტრს ხსნის – Reuters

Microsoft Corporation აშშ-ში, ვისკონსინის შტატში მაღალტექნოლოგიური მონაცემთა ცენტრს გახსნის, რომლის ღირებულება 3,3 მილიარდი დოლარია. ამის შესახებ Reuters თეთრ სახლზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემა წერს, რომ ბაიდენი ვისკონსინს ეწვევა, რათა გამოაცხადოს Microsoft-ის გეგმები მონაცემთა ცენტრის აშენებაზე, რომელიც ათასობით სამუშაო ადგილს შექმნის. ობიექტი განთავსდება იმ მიწაზე, სადაც ტაივანის ელექტრონიკის მწარმოებელი Foxconn 10 მილიარდი დოლარის ღირებულების ქარხნის აშენებას გეგმავს. […]
სტუდენტები ხვალ, 11:00 საათზე ფილარმონიიდან პარლამენტისკენ დაიძვრებიან

სტუდენტები ხვალ პლენარული სხდომის დაწყებამდე, სადაც რუსულ კანონს მესამე მოსმენით განიხილავენ, პარლამენტთან მსვლელობით მივლენ. გაფიცული სტუდენტები შეკრებას ფილარმონიასთან, 11:00 საათზე გეგმავენ. მანამდე, სტუდენტები თავიანთ უნივერსიტეტებთან შეკრებას 10:00 საათზე აპირებენ. *** 14 მაისს პარლამენტი რუსული კანონის დამტკიცებას აპირებს. დღეს, კანონი მესამე მოსმენით მიიღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. კომიტეტი სულ 1 წუთს გაგრძელდა. მიუხედავად ფართომასშტაბიანი პროტესტის, საერთაშორისო მოწოდებების, […]
სომხეთში საპროტესტო აქციებზე 150–ზე მეტი ადამიანი დააკავეს

სომხეთში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე პოლიციამ 150-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა. აქციის მონაწილეები სომხეთის მთავრობის მიერ აზერბაიჯანთან ტერიტორიულ დათმობებს აპროტესტებენ. სომხეთის პოლიციის წარმომდგენლის ცნობით, მათ ათობით დემონსტრანტი ერევნის ქუჩების გადაკეტვის მცდელობის გამო დააკავეს. სომხეთის ტერიტორიულმა დათმობებმა ბოლო კვირების მანძილზე პროტესტის დიდი ტალღა წარმოშვა. დემონსტრაციების ორგანიზატორია მოძრაობა “ტავუში სამშობლოსათვის”. აქციების ერთ-ერთი ლიდერია ტავუშელი მთავაეპისკოპოსი ბაგრატ გალსტანიანი, რომელიც ფაშინიანის […]
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან ხვალ, 10:00 საათზე შეკრებას გეგმავენ

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები ხვალ, 10:00 საათზე, პარლამენტთან შეიკრიბებიან. როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებული სცენიდან ერთ-ერთმა სტუდენტმა განაცხადა, ხვალ, 10:00 საათიდან, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტებიდან საკანონმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივლენ და პარლამენტის შენობას წრეს შემოარტყამენ. “ხვალ, 10:00 საათიდან ყველა უნივერსიტეტიდან დაიძვრება მსვლელობა. ჩვენ ხვალ ვნახავთ რეალურ სტუდენტურ ძალას. ხვალ, პარლამენტი 10:00 საათიდან იქნება პროტესტის […]
“საერთაშორისო დემოკრატიის ალიანსი” – მოვუწოდებთ დემოკრატიულ სახელმწიფოებს დაასანქცირონ ქართველი ოლიგარქი

„სოციალურ ქსელ საერთაშორისო დემოკრატიის ალიანსი (IDU) მოუწოდებს დემოკრატიულ სახელმწიფოებს დაასანქცირონ “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. განცხადების თანახმად, მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” ძალადობის, დაშინების, უკანონო დაპატიმრებების და ტერორის საპირისპიროდ, ქართველებმა აჩვენეს წარმოუდგენელი სიმამაცე და შეუპოვრობა თავიანთი დემოკრატიის და ევროპული მომავლის დასაცავად. “მოვუწოდებთ დემოკრატიულ სახელმწიფოებს დაასანქცირონ ქართველი ოლიგარქი “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი და მშვიდობიანი პროტესტანტების ბრუტალურ […]
დადასტურდა – ჟირუ “ლოს-ანჯელესში” გადავა

37 წლის ფრანგი თავდამსხმელი ოლივიე ჟირუ მალე “მილანს” დატოვებს, – იტყობინება “როსონერის” საიტი. ჟირუ იტალიურ კლუბთან კონტრაქტს არ გააგრძელებს და თავისუფალი აგენტის სტატუსით MLS-ის “ლოს-ანჯელესში” გადავა. “მილანმა” ჟირუ 2021 წელს “ჩელსისგან” 4.8 მილიონ ევროდ შეიძინა. მან ამ სეზონში 45 მატჩში 16 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.
ირაკლი კობახიძე – უცხოელებთან შეხვედრაზე ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე – ივანიშვილი აცხადებდა, რომ ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში

ვერავინ ვერ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟის და მუქარის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება პოტენციურად ხომ არ არის საფუძველი კანონპროექტის უკან გაწვევისთვის, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს დასანქცირების საკითხი. კობახიძის თქმით, ივანიშვილი ისედაც არის დე […]
ირაკლი კობახიძე ჟიგიმანტას პავილიონისის აქციაზე მისვლაზე – ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში დამოკიდებულების გამოვლინება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტული ქვეყნის პარლამენტის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისის „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის” საწინააღმდეგო აქციაზე მისვლა, საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში დამოკიდებულების გამოვლინებაა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ვიღაცებს არ მოსწონთ გულზე არ ეხატებათ საქართველოს სუვერენიტეტი. „ჟიგიმანტას პავილიონისის აქციაზე მისვლა არის რა თქმა უნდა, იმის მაჩვენებელი, თუ როგორია ამ ადამიანების დამოკიდებულება სახელმწიფოსა და მისი სუვერენიტეტის მიმართ. […]
ანა დოლიძე – „ქართულმა ოცნებამ“ დრაკონი გააღვიძა

სტუდენტები აუდიტორიებში იყვნენ, მაგრამ იმდენი გააკეთეს, რომ გააღვიძეს ეს სასწაული ძალა – „ქართულმა ოცნებამ“ დრაკონი გააღვიძა, – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე განაცხადა. ანა დოლიძის მოსაზრებით, ბოლო ერთ კვირაში საქართველოს უპრეცედენტო რაოდენობის უცხოელი მაღალჩინოსანი ეწვია და ეს შეიძლება გახდეს საშუალება იმისა, რომ ხელისუფლებას უკან დაახევინოს. „ყველა […]