14 მაისი: როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს – 14 მაისს საქართველოში ამინდი განპირობებული იქნება შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემომავალი შედარებით ცივი და ნოტიო ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტეს რაიონში წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში თოვლჭყაპი. აღმოსავლეთ საქართველოში ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში – უმეტეს რაიონში წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლჭყაპი. დასავლეთის ქარი […]
მედია – დევიდ კამერონმა და დონალდ ტრამპმა უკრაინის საკითხზე ისაუბრეს

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ კამერონმა და აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აპრილში გამართული შეხვედრისას უკრაინაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმება განიხილეს, – ინფორმაციას გამოცემა Sunday Times მაღალჩინოსან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კამერონმა მოუწოდა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, დაამტკიცოს უკრაინის სამხედრო დახმარების გაზრდა, რადგან ეს ხელს შეუწყობს ფრონტის ხაზის შენარჩუნებას და „საუკეთესო […]
Freedom House – „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებსა და მათი ოჯახის წევრებს სანქციები დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ, თუ „უცხოური აგენტების“ კანონს ვენეციის კომისიის თანხმობის გარეშე მიიღებენ

კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, დაუყოვნებლივ გაიწვიოს შემოთავაზებული კანონი, – ამის შესახებ Freedom House-ის განცხადებაშია აღნიშნული, რომელშიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზეა საუბარი. „თუ ამ კანონს მიიღებენ, ის ლეგიტიმური სამოქალაქო აქტივობისა და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზაციას მოახდენს და მიაწვდის ხელისუფლებას ახალ ინსტრუმენტებს, რომლებიც შეიძლება გამოიყენონ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების დასაჯარიმებლად, ან სხვაგვარად დასასჯელად, რომელთა საქმიანობასაც ისინი არ […]
Freedom House “ოცნების” მაღალჩინოსნების სანქცირებას ემხრობა

“ქართული ოცნების” მაღალი რანგის წარმომადგენლებს და მათი ოჯახის წევრებს დაუყოვნებლივ უნდა დაუწესდეთ სამოგზაურო შეზღუდვები და ფინანსური სანქციები იმ შემთხვევაში, თუ ეს კანონი მიღებული იქნება ვენეციის კომისიის დასტურის გარეშე, ან მანამ, სანამ მისი დასკვნა გამოქვეყნდება” – აცხადებს საერთაშორისო ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუზი”, საქართველოს მთავრობის მიერ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” თაობაზე წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. “ვგმობთ მიმდინარე რეპრესიებსა და ძალადობას […]
აშშ რუსეთიდან ურანის იმპორტს კრძალავს

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც რუსული ურანის იმპორტს კრძალავს. აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა კანონს ისტორიული უწოდა. მისი თქმით, ეს გააძლიერებს შეერთებული შტატების ენერგეტიკულ და ეკონომიკურ უსაფრთხოებას, შეამცირებს და საბოლოოდ აღმოფხვრის რუსეთზე დამოკიდებულებას სამოქალაქო ბირთვული ენერგიის სფეროში. „ახალი კანონი აღადგენს ამერიკის ლიდერობას ბირთვულ სექტორში. ის ხელს შეუწყობს […]
გაათენე საქართველოსთვის – 13 მაისის ღამე პარლამენტთან

13 მაისს, “ქართული ოცნების” დეპუტატები კომიტეტის სხდომაზე, მესამედ განიხილავენ კანონპროექტს “გამჭვირვალობის” შესახებ. მას საზოგადოება “რუსულ კანონს” უწოდებს. დეპუტატების პარლამენტში შესვლის გასართულებლად, მოქალაქეებმა მთელი ღამე შენობის წინ გაათენეს. დილით პოლიციამ “ოცნებას” გზა “გაუწმინდა”.
Freedom House გმობს თბილისში ძალადობას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნიკოლ ბიბინს სედაკა საგანგებო განცხადებით ეხმაურება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. “Freedom House-ი მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რომელიც სისტემატიურად და უმრავლესობით უჭერდა მხარს მათი ქვეყნის დემოკრატიულ გზას. ჩვენ მათ ვუერთდებით განგაშში საქართველოს ხელისუფლების მეორე მცდელობის გამო მიიღოს ‘უცხოეთის აგენტების’ კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების გარკვეულ ჯგუფებს და მედიასაშუალებებს დააკისრებს ვალდებულებას […]
Amnesty International-ი: საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა გაიწვიოს დამაზიანებელი კანონპროექტი

უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და შუა აზიის განყოფილების დირექტორი, მარი სტრათერსი საგანგებო განცხადებით ეხმაურება “პოლიციის მხრიდან გამოყენებულ უკანონო ძალას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ თბილისში, პარლამენტის გადაწყვეტილების შემდეგ მიეღო ‘უცხოეთის გავლენის’ შესახებ კანონპროექტი” და წერს: “ამ დამაზიანებელი კანონპროექტის წინ წაწევისას, საქართველოს ხელისუფლება ღიად უჭერს მხარს ადამიანის უფლებების და სამოქალაქო საზოგადოების რეპრესიებს, რამაც ბოლო დღეებში საგანგაშო […]
რუსეთში შესაძლებელი ხდება ნებისმიერი უცხოური ორგანიზაცია “არასასურველად” გამოცხადდეს

რუსეთის ხელისუფლებამ დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი ხდება ნებისმიერ უცხოურ ორგანიზაციას მიესადაგოს “არასასურველის” სტატუსი. ეს შეეხება იმ ორგანიზაციებსაც, რომლებშიც სახელმწიფოც ჩართულია. ამ სიახლეზე სააგენტო TASS-ი იუწყება, კანონპროექტის ტექსტზე დაყრდნობით. კანონპროექტით შესწორებები შედის ხუთ ფედერალურ კანონსა და ორ მუხლში, რომლებიც “არასასურველი ორგანიზაციების” საქმიანობაში მონაწილეობისთვის ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლებრივ სასჯელებს ეხება. სიახლე არ გავრცელდება მთავრობებს შორის მოქმედ […]
“ახლა კვარაცხელიასგან შარშანდელი თამაშის მოთხოვნა აბსურდია – გასხვისება შესაძლებელია” – იტალიელი ჟურნალისტები

ტომაზო ტურჩი (DAZN): “ტრიბუნაზე დამწუხრებული დე ლაურენტისი მძიმე სანახავი გახლდათ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გუნდისთვის სულერთი იყო, მოიგებდა თუ წააგებდა. ფეხბურთელებს განცდა აღარ აქვთ. სკუდეტოს მოპოვების შემდეგ იმდენად კმაყოფილები დარჩნენ, რომ თამაშში დაბრუნება ვერ მოახერხეს. პრესის დუმილი თითქოს გუნდის და კლუბის თხოვნით მოხდა, რადგან შეიძლებოდა კრიტიკას სიტუაცია კიდევ უფრო გაერთულებინა. “ნაპოლის” ერთიანობა და ბრძოლის უნარი […]