ხელისუფლებამ პოზიციური ბრძოლა უკვე მოიგო თუნდაც იმით, რომ ო’ბრაიენი საქართველოში ჩამოდის

„ძალიან მარტივია იმის გამოცნობა, რომ ო’ბრაიენი საქართველოში არ ჩამოვიდოდა, ამერიკას რომ გარანტიები ჰქონოდა ამ პროცესში ოპოზიციის გამარჯვების. ოპოზიცია აგებს არა მხოლოდ ამ პროცესს კანონთან დაკავშირებით, არამედ, დამაჯერებლად აგებს მოახლოებულ არჩევნებს,“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე. მისივე თქმით, ოპოზიციას სახელმწიფო დეპარტამენტის თანაშემწე მაშველ რგოლად მოევლინა. „ძალიან მარტივია იმის გამოცნობა, რომ ო’ბრაიენი […]
ბიძინა ივანიშვილთან სანქციებით საუბარი არასდროს არის ეფექტური – ირაკლი ქადაგიშვილი
ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის ის პიროვნება, რომელიც ამა თუ იმ მუქარის თუ სანქციების შიშის გამო, უარს იტყვის საქართველოზე, საქართველოს ინტერესების დაცვაზე, საქართველოს სუვერენიტეტის დაცვაზე, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, განაცხადა, რითაც გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინატორი ჯიმ ო’ბრაიენი, “ქართული ოცნების” საპატიო […]
ეს არის საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში დამოკიდებულების გამოვლინება – ირაკლი კობახიძე საპროტესტო აქციაზე ჟიგიმანტას პავილიონისის მისვლაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ კონკრეტული ქვეყნის პარლამენტის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისის „გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის“ საწინააღმდეგო აქციაზე მისვლა, საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უხეში დამოკიდებულების გამოვლინებაა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ვიღაცებს არ მოსწონთ გულზე არ ეხატებათ საქართველოს სუვერენიტეტი. „ჟიგიმანტას პავილიონისის აქციაზე მისვლა არის რა თქმა უნდა, იმის მაჩვენებელი, თუ როგორია ამ ადამიანების დამოკიდებულება სახელმწიფოსა და მისი სუვერენიტეტის მიმართ. […]
ამაზე ბევრად მაღალ შედეგს დავდებთ ოქტომბრის არჩევნებში, ამას იხილავს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბრის ღამეს

ჩვენ წინა არჩევნები ძალიან სტაბილურად და მყარად მოვიგეთ, ამაზე ბევრად მაღალ შედეგს დავდებთ ოქტომბრის არჩევნებში, ამას იხილავს ქართული საზოგადოება 26 ოქტომბრის ღამეს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, ყველა დაინახავს, რომ შემდეგ არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ ექნება უპრეცედენტო მხარდაჭერა. ჟურნალისტის კითხვაზე, ოპოზიციის მხრიდან უკვე გაისმა მოწოდებები, რომ აქციაზე […]
“ვდგავართ ქვეყნის გვერდით EU-ის გზაზე”- გსუ-ის სტუდენტების ნაწილი

გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი მხარდაჭერას უცხადებს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს და გმობს ძალადობას. განცხადებას ხელს 160-ზე მეტი სტუდენტი აწერს. “ჩვენ, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, კარგად ვიაზრებთ ქვეყანაში მიმდინარე პროცესების მნიშვნელობას და იმას, რომ საქართველოს ისტორიული არჩევანი არის ევროპის დიდი ოჯახის წევრობა, ამიტომ არ ვემხრობით არაფერს, რაც ხელს შეგვიშლის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე. ჩვენ, […]
Freedom House: ოცნების მაღალჩინოსნებზე ფინანსური სანქციები უნდა დაწესდეს

Freedom House-ის პრეზიდენტმა ნიკოლ ბიბინსმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადება გაავრცელა, სადაც დაგმობილია პოლიციის მხრიდან დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა. წერილში გამოთქმულია Freedom House-ის მხარდაჭერა ქართველი ხალხისადმი კანონის წინააღმდეგ, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის სტიგმატიზირებას მოახდენს. “ჩვენ მოვითხოვთ აშშ-ს, ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის მხრიდან მყისიერ და კოორდინირებულ ქმედებას, რათა შეწყდეს მზარდი რეპრესიები ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამ მთავრობებმა […]
სერგო ჩიხლაძე – ბელარუსი გავხდით, პოლიტიკოსებს, ახალგაზრდებს, არასრულწლოვნებს სცემენ, სრული ტერორი აქვთ, რა შეიძლება კიდევ მოხდეს? – ქუჩაში რომ გავალთ და ცეცხლს გაგვიხსნიან

კანონი არ არის მიღებული და უკვე რაღაც კრიმინალური სახელმწიფო შექმნეს. ბელარუსი კი არ გავხდებით, უკვე გავხდით, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგო ჩიხლაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. სერგო ჩიხლაძის განმარტებით, მარტო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საკითხი კი არ დგას, არამედ ხელისუფლება გავიდა კანონის და კონსტიტუციის ფარგლებს გარეთ. „კანონი ჯერ მიღებული არ […]
“SOS, მღვდელმოქმედება შეუჩერეს რუსული კანონის მოწინააღმდეგე არქიმანდრიტ მაკარი აბესაძეს” – ილია ჭიღლაძე

ვანი-ბაღდათის მიტროპოლიტმა, გახრწნილმა რეციდივისტმა და რუსეთუმე მეუფე ანტონ ბულუხიამ მღვდელმოქმედება შეუჩერა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ეპარქიის მთავარხუცესს, არქიმანდრიტ მაკარი აბესაძეს, რადგან მან რუსული კანონი გააპროტესტა! SOS 🆘!!!
იაგო ხვიჩიას მწარე და უცენზურო სიმართლე საპროტესტო აქციებზე (ვიდეო)
იაგო ხვიჩიას მწარე და უცენზურო სიმართლე გამჭვირვალობის კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციების ორგანიზატორებზე.
“არა რუსულ კანონს” – ხვალ 10:00 საათიდან პარლამენტთან აქცია განახლდება

“არა რუსულ კანონს” – 14 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მოქალაქეები 10:00 საათზე შეიკრიბებიან. პლენარული სხდომა, სადაც კანონი მესამე მოსმენით უნდა განიხილონ, 12:00 საათიდან დაიწყება. ასევე დაგეგმილია მარშები მთელი დღის განმავლობაში. 11:00 საათიდან მსვლელობას დაიწყებენ სტუდენტები ფილარმონიიდან. *** 14 მაისს პარლამენტი რუსული კანონის დამტკიცებას აპირებს. დღეს, კანონი მესამე მოსმენით მიიღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე. კომიტეტი სულ […]