ჯონ ბასი – საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს

საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს, რომლით სვლაც ქართველ ხალხს სურს, – ასე ეხმაურება სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი საქართველოს ხელისუფლებას მომიტინგეების მიმართ ძალადობისა და შევიწროების შესახებ ცნობების გამოძიებისკენ მოუწოდებს. „მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, იმუშაოს დიდი ხნის პარტნიორებთან, მხარი დაუჭიროს […]

სახელმწიფო მდივანი ბლინკენი კიევშია

დღეს დილით, კიევში ჩავიდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. მისი ვიზიტი ოფიციალურად წინასწარ გამოცხადებული არ ყოფილა. უკრაინაში ბლინკენის მოსალოდნელ ვიზიტზე ერთი დღით ადრე, 13 მაისს, ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა გამოცემა Politico. სააგენტოები Reuters-ი და AFP ენტონი ბლინკენის თანმხლები დელეგაციის წევრზე დაყრდნობით წერენ, რომ კიევში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მიზანია შეერთებული შტატების მხარდაჭერის კიდევ ერთხელ […]

₾5 მილიონიანი კაპიტალი და ₾5.6 მილიონიანი აქტივები – როგორია ახალი ბანკის „პეივ ჯორჯიას“ ფინანსური მაჩვენებლები?

გასული წლის დეკემბერში, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სს „პეივ ჯორჯიას“ ციფრული ბანკის ლიცენზია მიანიჭა, რითაც საქართველოს საფინანსო სისტემას მე-3 ციფრული და მე-17 კომერციული ბანკი შეემატა. როგორც თავდაპირველად გახდა ცნობილი, „პეივ ჯორჯია“ ფინანსური პროდუქტების გაერთიანებას და მათ ციფრულ აქტივებთან და ანგარიშების პროგრამირებადობასთან დაკავშირებას გეგმავს და მიზნად ისახავს ტექნოლოგიურ კომპანიებს მოემსახუროს. საბანკო ლიცენზიის მიღებიდან შვიდი თვის განმავლობაში „პეივ […]

აჭარაში 300-მდე პირი სერვისის მიმართულებით გადამზადდა

ბათუმში, სერვისის გაუმჯობესების მიზნით, საგაზაფხულო ტრენინგები მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, ამჯერად, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, თეორიულ-პრაქტიკული სწავლებები ბარმენებსა და დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ჩაუტარდათ. „ბარმენები ყავის მოხალვისა და დაფქვის ტექნოლოგიას, პროფესიონალური ყავის მანქანებსა და მათ ექსპლუატაციას, ექსპრესოს, კაპუჩინოსა და ლატეს მომზადების საერთაშორისო წესებს, ასევე რძის მომზადების ტექნიკას, […]

Freedom House: დაწესდეს სანქციები ოცნების მაღალჩინოსნებსა და მათ ოჯახის წევრებზე

Freedom House გმობს რუსულ კანონსა და დემონსტრანტებზე ძალადობას გმობს. ამის შესახებ განცხადება საერთაშორისო ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ნიკოლ ბიბინსმა გაავრცელა. განცხადებაში ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისა და მათი ოჯახის წევრების სანქცირებაზეა საუბარი. “ჩვენ აშშ-ს, ევროკავშირისა და დიდ ბრიტანეთს კოორდინირებული მოქმედებისკენ მოვუწოდებთ, რათა შეჩერდეს ქართველი ხალხის წინააღმდეგ რეპრესიები. ამ მთავრობებმა უნდა მოითხოვონ, რომ ვენეციის კომისიას მიეცეს უფლება, შეაფასოს ინიცირებული კანონი […]

ინდონეზიაში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა

ინდონეზიის დასავლეთ სუმატრის პროვინციაში წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 53-მდე გაიზარდა. Reuters-ის ინფორმაციით, სტიქიის გამო აუცილებელი გახდა 3 000-ზე მეტი ადამიანის დაუყოვნებელი ევაკუაცია. გამოცემა წერს, რომ დასავლეთ სუმატრის პროვინციაში სტიქიური უბედურებები ძლიერმა წვიმამ გამოიწვია, რასაც რამდენიმე საათში ვულკანის ამოფრქვევა დაემატა. პოლიციის ინფორმაციით, 17 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს

„ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდება და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. დღეს პლენარული სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყება. სესიის გახსნამდე კი ბიუროს სხდომა გაიმართება, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის დღის […]

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები პარლამენტთან დღეს, 10:00 საათზე შეკრებას გეგმავენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მოწინააღმდეგეები დღეს, 10:00 საათზე, პარლამენტთან შეიკრიბებიან. როგორც საკანონმდებლო ორგანოსთან დამონტაჟებული სცენიდან ერთ-ერთმა სტუდენტმა განაცხადა, 10:00 საათიდან, თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები, უნივერსიტეტებიდან საკანონმდებლო ორგანომდე მსვლელობით მივლენ და პარლამენტის შენობას წრეს შემოარტყამენ. “ყველა უნივერსიტეტიდან დაიძვრება მსვლელობა. ჩვენ ვნახავთ რეალურ სტუდენტურ ძალას. პარლამენტი 10:00 საათიდან იქნება პროტესტის ძლიერი კერა. ჩვენ ჩვენ ხმას გავაგონებთ […]

ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა, – ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ეს არის ბლინკენის პირველ ვიზიტი უკრაინაში ომის შედეგად განადგურებული ქვეყნისთვის აშშ-ის მიერ დამატებითი დაფინანსების დამტკიცების შემდეგ. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი მაღალჩინოსანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამასთან, ბლინკენი გააკეთებს განცხადებას და უკრაინისადმი აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს.

ისრაელის თავდაცვის ძალები – ისრაელმა მოიგერია დრონი, რომელიც ქვეყნის ტერიტორიას უახლოვდებოდა

ისრაელის მოიერიშე თვითმფრინავმა მოიგერია დრონი, რომელიც აღმოსავლეთიდან ისრაელისკენ მიემართებოდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, დრონი ისრაელის საჰაერო სივრცეში არ შესულა და, შესაბამისად, სირენების ხმა არ ისმოდა. ისრაელი-ჰამასის ომის დაწყების შემდეგ, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფები ერაყსა და სირიაში აცხადებენ, რომ ისრაელის მიმართულებით ათობით დრონი გაუშვეს. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ბევრი მათგანი ჩამოაგდეს.