სტუდენტები, დღეს, 14 მაისს, 19:00 საათზე მარშს აანონსებენ

სტუდენტური მარში! – სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები რუსული კანონის წინააღმდეგ, 14 მაისს, 19:00 საათზე რუსთაველის მეტროდან პარლამენტისკენ მარშს აანონსებენ. “ისევ გრძელდება სტუდენტების მდინარე და არ გაჩერდება იქამდე სანამ არ გაედინება რუსული კანონი ქვეყნიდან! 14 მაისს სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების სტუდენტები ვიკრიბებით კვლავ რუსთაველის მეტროსთან და გაერთიანებული მსვლელობით გადავინაცვლებთ პარლამენტთან! მოთხოვნები კვლავ უცვლელია. არა რუსულ კანონს! […]

დღეს, 14:00 საათზე, რუსული კანონის საწინააღმდეგოდ, კულტურის მარში გაიმართება

დღეს, 14 მაისს 14:00 საათზე თბილისში კულტურის მარში გაიმართება. კულტურის სფეროს წარმომადგენლები რუსული კანონის წინააღმდეგ ერთიანდებიან. მსვლელობა მწერალთა სახლიდან, ივანე მაჩაბლის #13-დან დაიწყება. ცნობისთვის, დღეს პლენარულ სხდომაზე საბოლოო, მესამე მოსმენით განიხილავენ რუსულ კანონს. “მწერლები, მთარგმნელები, გამომცემლები, ხელოვანები, მხატვრები, კინოს, თეატრსა და მუზეუმებში მომუშავე ადამიანები, კულტურის სფეროს ყველა წარმომადგენელი ვერთიანდებით, რომ მარშით გავიაროთ თბილისის ქუჩებში რუსული […]

,,საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს”- ჯონ ბასი

საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს, რომლით სვლაც ქართველ ხალხს სურს, – ასე ეხმაურება სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი პოლიტიკურ საკითხებში, ჯონ ბასი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის ირგვლივ საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი საქართველოს ხელისუფლებას მომიტინგეების მიმართ ძალადობისა და შევიწროების შესახებ ცნობების გამოძიებისკენ მოუწოდებს. „მოვუწოდებ „ქართულ ოცნებას“, იმუშაოს დიდი ხნის პარტნიორებთან, მხარი დაუჭიროს […]

ქალაქი ქალაქში – ვაგონმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე ნინო წილოსანი და მისი ოჯახი 44 სართულიანი ცათამბჯენების აშენებას გეგმავს

თბილისში, ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტერიტორიაზე დეპუტატი ნინო წილოსანი და მისი ოჯახის წევრების კომპანია მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავს. მშენებლობები დედაქალაქში 204 709 კვ.მ.-ს მოიცავს. საპროექტო ტერიტორიაზე ფუნქციების გადანაწილება იქნება შემდეგნაირად: საცხოვრებელი 75% და კომერციული 25%. რაც შეეხება სიმაღლეს, კომპლექსის ფარგლებში აშენდება რამდენიმე ცათამბჯენი, რომელთა მაქსიმალური სართულიანობა 44 იქნება. „საპროექტო ტერიტორიის განვითარება იგეგმება უმეტესად საზოგადოებრივ საქმიანი ზონა […]

უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური – უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს

უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი გაანადგურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური, ნიკოლაი ოლეშჩუკი ავრცელებს. ნიკოლაი ოლეშჩუკის ცნობით, რუსულმა ძალებმა უკრაინის მიმართულებით Shahed-ის ტიპის 18 დრონი და ერთი „ისკანდერ-მ“ ტიპის ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს. მისივე თქმით, უკრაინის საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა და უკრაინის თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა დრონები კიევის, დონეცკის, დნეპროპეტროვსკის, ჩერკასის, […]

ბასი: ოცნებას მოვუწოდებ, იმუშაონ დიდი ხნის პარტნიორებთან, აშშ მუდამ იდგება ქართველ ხალხთან

საქართველოს მთავრობას საქართველო გადაჰყავს ევროატლანტიკური გზიდან, რომელიც ქართველი ხალხის სურვილია. მოვუწოდებ ქართულ ოცნებას იმუშაოს დიდი ხნის პარტნიორებთან ხალხის მისწრაფებების მხარდასაჭერად და ხელისუფლებას მოვუწოდებ, რომ გამოიძიონ ყველა ცნობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობისა და შევიწროების შესახებ. აშშ მუდამ იდგება ქართველ ხალხთან.

მომდევნო სეზონში ალეგრი “იუვენტუსს” აღარ გაწვრთნის

მომდევნო სეზონში მასიმილიანო ალეგრი “იუვენტუსს” აღარ გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაციას Tuttosport-ი ავრცელებს. ჯერჯერობით უცნობია ვინ შეცვლის “ბიანკონერის” ამჟამინდელ დამრიგებელს. შეგახსენებთ, ალეგრიმ “იუვენტუსი” პირველად 2014 წელს ჩაიბარა და “ბებერ ქალბატონს” 11 ტიტული მოაგებინა; 2019 წელს კლუბი დატოვა და 2021 წელს ხელმეორედ ჩაიბარა, თუმცა უკანასკნელ სამ წელიწადში “ბიანკონერიმ” თასის მოგება ვერ მოახერხა. “იუვენტუსმა” გასულ ტურში ჩემპიონთა ლიგაზე […]

ინვესტორები კითხვებს სვამენ. მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება სწრაფად დასტაბილურდეს სიტუაცია – ბესო ორთოიძე

კომპანია „არსის“ გენერალური დირექტორის, ბესო ორთოიძის შეფასებით, არსებული ვითარება ეკონომიკაზე უარყოფით გავლენას მოახდენს, ამიტომ მნიშვნელოვანია, სიტუაცია რაც შეიძლება სწრაფად დასტაბილურდეს. როგორც ბესო ორთოიძემ BMG-ის “რუსულ კანონთან” და მის გარშემო შექმნილი ვითარების ბიზნესზე გავლენასთან დაკავშირებით განუცხადა, ევროპელი ინვესტორები კითხვებს სვამენ და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ფერხდება. „ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს მშვიდი, სტაბილური გარემო. სხვანაირად წარმოუდგენელია ეკონომიკური ზრდა. ასევე, […]

„გორი არაჩვეულებრივი ადგილია ინვესტორებისთვის, იქ სამუშაო ძალაც არ არის პრობლემა“ – ერეკლე კოკაია

კომპანია “ინნ ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი, ერეკლე კოკაიას შეფასებით, კადრების პრობლემა სექტორში ყოველთვის იდგა, თუმცა პანდემიის შემდეგ, როდესაც სასტუმროები და რესტორნები გაიხსნა, დეფიციტი განსაკუთრებით გამძაფრდა. ამის შესახებ მან BMGTV-ს გადაცემა BMGDRIVE-ში ისაუბრა. „კადრების პრობლემა სექტორში ყოველთვის იდგა და პანდემიის შემდგომ პერიოდში ძალიან გამძაფრდა. ამ პერიოდში, ძალიან ბევრი სასტუმრო თუ რესტორანი გაიხსნა და ყველგან იყო დეფიციტი, რაც […]

რუსული სააგენტოს ცნობით, თავდაცვის სამინისტროში კიდევ ერთი გენერალი დააკავეს

მოსკოვში დააკავეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, გენერალ-ლეიტენანტი იური კუზნეცოვი. ამის შესახებ კრემლის მიერ კონტროლირებული სააგენტო „ტასი“ წერს სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენელზე დაყრდნობით. სააგენტომ ინფორმაცია შუაღამის შემდეგ, 14 მაისს გაავრცელა. მისი წყარო არ აკონკრეტებს სისხლის სამართლის რომელ დანაშაულშია ეჭვმიტანილი რუსი გენერალი, რომლის სამუშაო კაბინეტსა და სახლში ჩხრეკაც ჩატარდა. იური კუზნეცოვის საქმეს იძიებს რუსეთის საგამოძიებო […]