რუსეთის რკინიგზაზე სავარაუდოდ, დრონით შეტევა იყო

რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში რელსებიდან გადავარდა სატვირთო მატარებელი. მიზეზი სავარაუდოდ, უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატით შეტევაა. „ვოლგისპირეთის რკინიგზის“ ოფიციალურ ინფორმაციაში, რომელსაც რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებები ავრცელებენ, 14 მაისს, შუაღამის შემდეგ, სადგურ კოტლუბანთან რელსებიდან ვაგონების გადასვლა გამოიწვია „უცხო პირთა ჩარევამ“. რა ფორმა ჰქონდა ამ „ჩარევას“ დაკონკრეტებული არ არის. რუსული ინტერნეტგამოცემა Baza წერს, რომ რკინიგზაზე დრონით შეტევის შედეგად, რელსებიდან გადავარდა […]

როიტენი: ამაზრზენია, პუტინის ამხანაგი ორბანი და ფიცო ბლოკავენ EU-ს ზომებს ოცნების მიმართ

ნიდერლანდელი ევროპარლამენტარი, ლეიბორისტული პარტიის წევრი თიის როიტენი ეხმაურება ბრიუსელში რაფიო თავისუფლების ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც უნგრეთი და სლოვაკეთი ქართული ოცნების წინააღმდეგ საერთო განცხადებას ბლოკავენ. “აბსოლუტურად ამაზრზენია, მაგრამ პროგნოზირებადი: პუტინის ამხანაგი თანამგზავრები, უნგრეთის ორბანი და სლოვაკეთის ფიცო ბლოკავენ ევროკავშირის ზომებს ქართული ოცნების წინააღმდეგ. ქართველებს დროის ფუფუნება არ აქვთ. ხვალ რუსულ კანონს ბოლოჯერ უყრიან კენჭს. […]

პრემიერი – უცხოელებთან შეხვედრაზე ყველა შემთხვევაში უარის მიზეზი იყო ერთი და იგივე – ივანიშვილი აცხადებდა, რომ ისედაც არის დე ფაქტო სანქციების ქვეშ, მას აქვს გაყინული 2 მილიარდი დოლარი, რომელიც დასავლეთს მიანდო, მაგრამ აღმოჩნდა გლობალური ომის პარტიის ხელში

ვერავინ ვერ გადაადგმევინებს ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს, ვერავითარი შანტაჟის და მუქარის პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს, ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება პოტენციურად ხომ არ არის საფუძველი კანონპროექტის უკან გაწვევისთვის, რაზეც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ თავად ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს დასანქცირების საკითხი. ამასთან, პრემიერის თქმით, გასული თვეების განმავლობაში […]

თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული

თავისუფლების მოედანზე სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანებია მობილიზებული. პარალელურად, საქართველოს პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია უნდა გაიმართოს. თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები საკანონმდებლო ორგანომდე მისვლას მსვლელობით გეგმავენ. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას […]

საქართველოს ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები 15 მაისს ეწვევიან

საქართველოს ხვალ სამუშაო ვიზიტით ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრები: ბაიბა ბრაჟე, მარგუს ცაჰკნა, თორდის კოლბრუნ რეიკფიორდ გილფადოტირი და გაბრიელიუს ლანდსბერგისი ეწვევიან, – ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბალტიის ქვეყნებისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ შეხვედრებს გამართავენ საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან, საქართველოს საგარეო საქმეთა […]

რეჯეფ თაიფ ერდოღანი – თურქეთში „ჰამასის“ 1 000-ზე მეტი წევრი მკურნალობს

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთის საავადმყოფოებში, ამჟამად, „ჰამასის“ 1 000-ზე მეტი წევრი მკურნალობს. მისი თქმით, „ჰამასის“ ტერორისტულ ორგანიზაციად დასახელება სასტიკი მიდგომა იქნება. „მე არ განვიხილავ „ჰამასს“, როგორც ტერორისტულ ორგანიზაციას. პირიქით, „ჰამასი“ არის წინააღმდეგობის ორგანიზაცია, რომლის მიწები ოკუპირებულია 1947 წლიდან და ოკუპაციის შემდეგ ისინი იცავენ თავიანთ მიწებს. ეს არის წინააღმდეგობის ორგანიზაცია, რომელიც იბრძვის ამ […]

დღეს თამარობაა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა თამარ მეფის (1166-1213 წწ.) ხსენების დღეს აღნიშნავს. თამარი მისმა მამამ, გიორგი მესამემ სიცოცხლეშივე მეფედ გამოაცხადა. მაშინ იგი 12 წლის იყო და 5 წელი მამასთან ერთად წარმართავდა ქვეყანის საქმეებს. მისი მეფობის წლებში საქართველო ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფო გახდა, რომელსაც ანგარიშს უწევდა ქრისტიანული დასავლეთიც და მაჰმადიანური აღმოსავლეთიც. თამარის დროს აშენდა კლდეში ნაკვეთი […]

შესაძლებელია წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესები – გაფრთხილება ამინდის შესახებ

14 მაისამდე საქართველოში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 14 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმული ღელვა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი. “მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების […]

შუქი გაითიშება – ნახეთ, აღდგენის დრო

14 მაისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს. ნაძალადევის რაიონი ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), რატევანის, მუხრანის, ნაგომარის, გარეჯელის, ხორნაბუჯის, კლინკას, ჩარგლის, ლიახვის, ჟინვალის, შენგელაიას, ზიგზაგის, ბოგვის, ერწოს, ხევისუბნის, ქვიშხეთის, სანზონის, გუდამაყრის, თიანეთის, ტიბაანის და ფეიქართა ქუჩების მოსახლეობას. გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 […]

დღეს პარლამენტი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მესამე მოსმენით მიიღებს

დღეს, პარლამენტი, მესამე მოსმენით, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მიიღებს. მესამე მოსმენის ფარგლებში, დოკუმენტში მხოლოდ რედაქციული შინაარსის ცვლილებების შეტანა არის შესაძლებელი. უმრავლესობის განმარტებით, მათი ოპონენტების პროტესტი გამჭვირვალობასთან დაკავშირებით იმაზე მიანიშნებს, რომ ისინი რაღაცას მალავენ. ოპოზიციის ნაწილი სესიაზე დასწრებასა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას კიდევ ერთხელ აპირებს, მეორე ნაწილის პოზიცია კი ჯერჯერობით უცნობია. კანონპროექტი, საბოლოოდ დამტკიცების შემდეგ, […]