ჯიმ ობრაიენი საქართველოშია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი საქართველოშია. ვიზიტის ფარგლებში ის სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლების პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება. ასევე აუდიენციები გაიმართება ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან. სამუშაო შეხვედრების შემდეგ, ჯიმ ობრაიენი მედიის კითხვებსაც უპასუხებს. ჯიმ ობრაიენს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრის სურვილიც ჰქონდა, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, ბიძინა ივანიშვილმა უარი უთხრა. როგორც […]

მარტ-აპრილში ეროვნულმა ბანკმა 529.4 მლნ აშშ დოლარის მონეტარული ოქრო შეიძინა

2024 წლის მარტ-აპრილში ეროვნულმა ბანკმა 529.4 მლნ აშშ დოლარის მონეტარული ოქრო შეიძინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 11.0%-ია. საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2024 წლის აპრილში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 6.3%-ით შემცირდა და 4.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. თუმცა, წინა თვესთან შედარებით რეზერვები 0.8%-ით გაიზარდა (+37.4 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და საბანკო სექტორის სავალუტო […]

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი უკრაინაში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი კიევში ჩავიდა, – ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ეს არის ბლინკენის პირველ ვიზიტი უკრაინაში ომის შედეგად განადგურებული ქვეყნისთვის აშშ-ის მიერ დამატებითი დაფინანსების დამტკიცების შემდეგ. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკელი მაღალჩინოსანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება. ამასთან, ბლინკენი გააკეთებს განცხადებას და უკრაინისადმი აშშ-ის მუდმივ მხარდაჭერას კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს.

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები მოუწოდებენ პარლამენტს, არ მიიღონ „რუსული კანონი“

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები მოუწოდებენ პარლამენტს, არ მიიღონ „რუსული კანონი“ და ვრცელ განცხადებას ავრცელებენ. „ჩვენ, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები, მკაფიოდ და მკაცრად მოვითხოვთ, არ მიიღოთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი. ასევე, დაუყოვნებლივ გათავისუფლდნენ აქციებზე უკანონოდ დაკავებული მონაწილეები; სასწრაფოდ გამოძიებული უნდა იყოს მიზანმიმართული და დაგეგმილი ძალადობის ფაქტები; დაისაჯონ დამკვეთები და შემსრულებლები – მათ შორის სახელისუფლებო რიგებიდან. […]

პოლიციამ პარლამენტის სამივე შესასვლელისკენ მიმავალი გზა ჩაკეტა

პლენარული სხდომის დაწყებამდე, დაახლოებით, ერთი საათით ადრე პოლიციამ პარლამენტის სამივე შესასვლელისკენ მიმავალი გზა ჩაკეტა. მოქალაქეები, რომლებიც პარლამენტის უკანა შესასვლელთან იყვნენ შეკრებილები და რუსული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ, პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. მათ გადაადგილება ეკრძალებათ როგორც ჭიჭინაძის, ისე 9 აპრილის ქუჩების მხრიდანაც. პარალელურად, თავისუფლების მოედანზე მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანები და სხვა სპეციალური ტექნიკა. ადგილზეა სპეცრაზმიც. დღეს, 14 მაისს, […]

სტივენ ბლოკმანსი – თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას

რატომ შეიძლება „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას უნდოდეს კანონი გაავრცელოს დაფინანსებაზე, რომელიც მოდის ევროკავშირიდან, რომელსაც, თავადვე ამბობს, რომ სურს შეუერთდეს,- ეს იყო ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელიც „ინტერპრესნიუსის” რესპონდენტს და ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის უფროს მკვლევარს სტივენ ბლოკმანსს „უცხოური გავლენის გამჭშვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გაუჩნდა. „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ბლოკმანსმა მკაფიოდ განსაზღვრა ის რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მისი აზრით, […]

ჯიმ ობრაიენი საქართველოშია

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი საქართველოშია. ვიზიტის ფარგლებში ის სავარაუდოდ, საქართველოს ხელისუფლების პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს შეხვდება. ასევე აუდიენციები გაიმართება ოპოზიციურ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორთან. სამუშაო შეხვედრების შემდეგ, ჯიმ ობრაიენი მედიის კითხვებსაც უპასუხებს. ჯიმ ობრაიენს “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარესთან შეხვედრის სურვილიც ჰქონდა, თუმცა როგორც ცნობილი ხდება, ბიძინა ივანიშვილმა უარი უთხრა. როგორც […]

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან იკრიბებოდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ტერიტორია დაატოვებინეს და პოლიცია ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს განლაგდა. ისმის შეძახილები: „მონებო”; „რუსეთის მონებო; “სირცხვილია”; ასევე საყვირების ხმა. სამართალდამცველებს გადაკეტილ აქვთ ასევე 9 აპრილის ქუჩის მხარე. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ […]

პარლამენტის უკანა შესასვლელთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან

პარლამენტის უკანა შესასვლელთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები იკრიბებიან. 9 აპრილის ქუჩის მხარეს მობილიზებულია სამართალდამცველების დიდი რაოდენობა. ასევე, გმირთა მემორიალთან მობილიზებულია სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის განხილვას ითვალისწინებს. […]

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსის“ მოცურავეთა გუნდმა „გაზაფხულის თასის“ ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზის – „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“, მოცურავეთა გუნდმა “გაზაფხულის თასის” ღია ჩემპიონატში მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, საცურაო კომპლექს „ოლიმპიკზე” „გაზაფხულის თასის“ გათამაშებაში, რომელიც ჩატარდა საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციის ორგანიზებით, მონაწილეობდნენ: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საცურაო აუზი „წყალთა სახეობის ცენტრი – ტონუსი“, აჭარის, […]