8 მოვაჭრე, რომლებსაც კონკურენციის და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, პირობითი ვალდებულები გაუწერა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სხვადასხვა სექტორში, მომხმარებლის სასარგებლოდ, რვა მოვაჭრესთან, მაისის თვეში, პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებები გააფორმა. სააგენტოს ინფორმაციით, გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრეებს – შპს „ექსელ ელექტრონიქსს“, შპს „აითრეიდერის“, შპს Delfos Group-ს, შპს „აისტაილის“, შპს „სელენე“-ს, შპს „ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯიას“, შპს „ნიუ_ოპტიკა + – 20“-ს და მოვაჭრე ელზა წულაიას […]
ლაშა პაპაშვილი ყვება, რა უთხრეს მსხვილმა ბიზნესმენებმა ირაკლი კობახიძეს

“თითქმის ყველა ვუთხარით პრემიერ-მინისტრს, რომ ზედმეტი ძალა არ გამოიყენონ. იქ ჩვენი შვილები, დები და ძმები დგანან“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ირაკლი კობახიძის და მსხვილის ბიზნესის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომლის ძირითადი თემა ე.წ. „რუსული კანონი“ და მის გამო ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტი იყო. პრემიერის და ბიზნესმენების შეხვედრა წინა კვირის ბოლოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა. […]
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტიდან საქართველოსა და ევროკავშირის დროშები გადმოფინეს, რასაც აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოჰყვა. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს მიმდინარეობს. მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან იკრიბებოდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ტერიტორია დაატოვებინეს. სამართალდამცველებს დაკავებული აქვთ ასევე 9 აპრილის ქუჩის მხარე. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე […]
14 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით? ვერძი მოიქეცით ისე, როგორც ყოველთვის იქცეოდით და დღე მშვიდად ჩაივლის. ნუ ენდობით ადამიანებს, რომლებსაც კარგად არ იცნობთ და თავი შეიკავეთ კოლეგებთან გულწრფელობისგან. საერთოდ, სამსახურში პირადი ცხოვრების შესახებ საუბრებს და ჭორაობას უნდა მოერიდოთ. შესაძლებლობა გექნებათ, რომ ადრე დაწყებული საქმეები დაასრულოთ და თავი ნამდვილ გმირად იგრძნოთ, როდესაც […]
საქართველოს უნივერსიტეტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციით, საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ეხმიანებიან ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა პოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის წარმართვაზე. მათი განცხადებით, ნებისმიერი პოლიტიკური პროცესი აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს. ამასთან, როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე, ამით ხელი ეშლება სასწავლო პროცესის […]
წერეთლის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები: მხარს ვუჭერთ სტუდენტებს, არა რუსულ კანონს

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ და სოლიდარობას უცხადებენ სტუდენტებს. “ჩვენ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები ვაპროტესტებთ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. მხარს ვუჭერთ და გამოვხატავთ სოლიდარობას აწსუ სტუდენტების მიმართ, რომლებმაც გუშინ ღიად, საჯაროდ დააფიქსირეს თავიანთი დამოკიდებულება ჩვენს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების მიმართ. მიგვაჩნია, რომ სტუდენტობა წარმოადგენს უნივერსიტეტის ყველაზე დიდ საგანძურს […]
36 უნივერსიტეტის რექტორი: მიუღებელია, რომ ლექტორები უარს ამბობენ მოვალეობის შესრულებაზე

საქართველოს 36 უნივერსიტეტის რექტორი, მათ შორის სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლებისა, მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებს. უნივერსიტეტების განცხადებით, მიუღებელია, რომ ზოგიერთი ლექტორი პროტესტის ნიშნად უარს ამბობს, ლექციების ჩატარებაზე. რუსული კანონის განხილვის გამო 30-ზე მეტი უნივერსიტეტის სტუდენტები და ლექტორების ნაწილი გაიფიცნენ და უარს ამბობენ სასწავლო პროცესში მონაწილეობაზე. 13 მაისს ფორმულა წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ განათლების […]
დე ბრუინი, სალაჰი, ალისონი და სხვები – არაბული კლუბები ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე 10 ვარსკვლავის ყიდვას შეეცდებიან

როგორც ჩანს, მომდევნო სეზონში საუდის არაბეთის პროლიგაში კიდევ უფრო მეტ ვარსკვლავს ვიხილავთ. The Telegraph-ის ცნობით, არაბული კლუბები ინგლისის პრემიერლიგიდან 10 გამორჩეული მოთამაშის დამატებას შეეცდებიან. გამოცემა ყველა მათგანის ვინაობას არ ახელს, თუმცა ირწმუნება, რომ სიაში კაზემირო (მანჩესტერ იუნაიტედი), კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი), ედერსონი (მანჩესტერ სიტი), ალისონი (ლივერპული), ბრუნო ფერნანდეში (მანჩესტერ იუნაიტედი) და მოჰამედ სალაჰი (ლივერპული) […]
პაატა მანჯგალაძე – „ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს, რასაც საქართველოში არავინ მიიღებს! როდესაც საერთაშორისო პარტნიორებს არ ხვდები, ხარ რუსი! როცა საკუთარ მოქალაქეებს არბევ, ხარ რუსი!

„ქართული ოცნება“ კადაფის მსგავს ჯამახირიას გვთავაზობს, რასაც საქართველოში არავინ მიიღებს! როდესაც საერთაშორისო პარტნიორებს არ ხვდები, ხარ რუსი! როცა საკუთარ მოქალაქეებს არბევ, ხარ რუსი! – კიდევ რამდენი მტკიცებულება უნდა მოვიტანოთ იმის დასტურად, რომ ხელისუფლებაში არიან რუსები! – ეს განცხადება ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ გააკეთა. მანჯგალაძის თქმით, “საქართველოს პარლამენტში ყურმოჭრილი მონა უმრავლესობის არსებობის პირობებში, რუსული კანონის […]
“არა რუსულ კანონს!” – თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები სოლიდარობას უცხადებენ სხვადასხვა ქალაქში რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა აქციებს. სტუდენტები დაკავებული მშვიდობიანი მომიტინგეების გათავისუფლებას მოითხოვენ. უნივერსიტეტთან შეკრებილი სტუდენტების ნაწილის პროტესტს ლექტორიც შეუერთდა. “შექმნილი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ვაპროტესტებთ რუსული კანონის მიღებას პარლამენტის მიერ, სოლიდარობას ვუცხადებთ თბილისსა და სხვა ქალაქებში მყოფ დემონსტრანტებს და ვგმობთ პოლიციის მხრიდან ძალადობას, […]