სტუდენტები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ

სტუდენტები პარლამენტთან მსვლელობით მივიდნენ და “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ. კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს მიმდინარეობს. ისმის შეძახილები „მონებო“, „რუსებო“, „საქართველოს გაუმარჯოს“. მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან იკრიბებოდნენ, თუმცა, სამართალდამცველებმა მათ ტერიტორია დაატოვებინეს და პოლიცია ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს განლაგდა. სამართალდამცველებს დაკავებული აქვთ ასევე 9 აპრილის ქუჩა. აქციის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოს […]
ისრაელის პრეზიდენტი – ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ ჩვენი შვილები სახლებში არ დაბრუნდებიან

ჩვენ არ დავისვენებთ, სანამ ჩვენი შვილები სახლებში არ დაბრუნდებიან, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, იცხაკ ჰერცოგმა ისრაელის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „წელს, ჩვენ განსხვავებულ დამოუკიდებლობის დღეს აღვნიშნავთ. ვამაყობთ ჩვენი დამოუკიდებლობით და სასწაულით, რომელიც ისრაელის სახელმწიფოა, მაგრამ ჩვენი გული მწუხარებით და ტკივილით არის სავსე“, – განაცხადა ისრაელის პრეზიდენტმა. ჰერცოგმა აღნიშნა, რომ ისრაელი ღაზის […]
უნივერსიტეტის რექტორები სტუდენტებისა და ლექტორების გაფიცვას ეწინააღმდეგებიან

38 უნივერსიტეტის რექტორები ერთობლივი განცხადებით პასუხობენ სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა ნაწილის გაფიცვას. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები აცხადებენ, რომ პოლიტიკური პროცესები არ უნდა აისახოს უნივერსიტეტების ფუნქციონირებაზე. რექტორების 14 მაისის განცხადების გამოქვეყნებამდე ერთი დღით ადრე „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ ამ პოზიციის დაფიქსირებას განათლების სამინისტრო აიძულებს. ტელევიზიას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა ინფორმაცია, რომ წერილი სამინისტროში […]
ჯეიმს ო’ბრაიენი კობახიძეს ხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოშია და ამ წუთებში შეხვედრას მართავს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. ო’ბრაიენს ასევე დაგეგმილი აქვს შეხვედრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, პრეზიდენტთან, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ოპოზიციასთან და კერძო სექტორთანაც. საღამოს კი ო’ბრაიენს ასევე დაგეგმილი აქვს განცხადების გაკეთება მედიასთან. როგორც გუშინ, 13 მაისს პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ განაცხადა, ვიზიტის ფარგლებში აშშ-ის სახელმწიფო […]
აქციის მონაწილეებს პარლამენტთან ჯამ-ჭურჭელი აქვთ მიტანილი – ადგილზე ხმაურია

აქციის მონაწილეებს პარლამენტთან ჯამ-ჭურჭელი აქვთ მიტანილი – ადგილზე ხმაურია პარლამენტთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს ადგილზე საყოფაცხოვრებო ნივთები და ჯამები აქვთ მიტანილი. ადგილზე ისმის შესაძახილები და ჭურჭლის ხმაური. სწორედ ამგვარად ცდილობენ შეკრებილები ივანიშვილის გუნდს საკუთარი ხმა გააგონონ. აქცის მონაწილეები აცხადებენ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია, პროტესტი ყველგან ისმოდეს. ისინი მოუწდებენ მოქალაქეებს, რომლენბიც საკნონმდებლო ორგანოსთან მისვლას ვერ ახერხებენ, გადმოდგნენ […]
თსუ-ს სოც.პოლის ფაკულტეტის სტუდენტები ოხანაშვილსა და მიქანაძეს საჯარო დისკუსიაში იწვევენ

თსუ-ს სოც.პოლის ფაკულტეტის სტუდენტები ოხანაშვილსა და მიქანაძეს საჯარო დისკუსიაში იწვევენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-პოლიტიკური ფაკულტეტის 6-ვე მიმართულების სტუდენტები იფიცებიან. გავრცელებულ მიმართვაში ისინი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილსა და მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძეს რუსულ კანონთან დაკავშირებით საჯარო დისკუსიაში იწვევენ. ისინი უნივერსიტეტის რექტორს, ჯაბა სამუშიას მოუწოდებენ, უზრუნველყოს და დააორგანიზოს ეს შეხვედრა. “გვინდა […]
„ტიპური ვაჭარია, რომელმაც გადაწყვიტა, თავისი ორი მილიარდის გამო საკუთარი ქვეყანა გაყიდოს, მას პასუხი ქართველი ხალხის მიერ გაეცემა”- გიორგი ბოტკოველი ბიძინა ივანიშვილზე

„ტიპური ვაჭარია, რომელმაც გადაწყვიტა, თავისი ორი მილიარდის გამო საკუთარი ქვეყანა გაყიდოს, მას პასუხი ქართველი ხალხის მიერ გაეცემა”- გიორგი ბოტკოველი ბიძინა ივანიშვილზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიორგი ბოტკოველი აცხადებს, რომ „ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ორი მილიარდის გამო საკუთარი ქვეყანა გაყიდოს.” „ვაჭარი ადამიანიც გვინახავს, თაღლითიც, მაგრამ ადამიანი, რომ საკუთარი ქვეყნით ვაჭრობდეს თავისი ფულის გადასარჩენად, ეს ყოველგვარ ზღვარს გადასული ქმედებაა. […]
„ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუსეთში ვერავინ დაგვაბრუნებს“ – ლაშა პაპაშვილი

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის აზრით, ხელისუფლებამ უნდა უსმინოს ხალხს. „თითქმის ყველა ვუთხარით პრემიერ-მინიისტრს, რომ ზედმეტი ძალა არ გამოიყენონ. იქ ჩვენი შვილები, დები და ძმები დგანან“, – ამის შესახებ ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ირაკლი კობახიძის და მსხვილის ბიზნესის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომლის ძირითადი თემა ე.წ. „რუსული კანონი“ და მის გამო ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტი იყო. „პირველი სესხი […]
ჩაიკეტება თუ არა სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზეზით დედაქალაქის მთავარი გამზირი

მოსალოდნელია, თუ არა, რეაბილიტაციის მიზნით რუსთაველის გამზირის ჩაკეტვა? ის, რომ 2024 წლიდან რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია დაიწყება და 2 წელზე მეტხანს გაგრძელდება, თბილისის მერმა ჯერ კიდევ 2023 წლის დეკემბერში განაცხადა. მისი თქმით, პირველ ეტაპი შენობების ფასადების მოწესრიგებას ითვალისწინებდა, საგზაო ინფრასტრუქტურის სამუშაოები კი მეორე ეტაპად განხორციელდებოდა. აპრილ-მაისში ე.წ რუსულ კანონთან დაკავშირებული საპროტესტო აქციების ფონზე, კვლავ გააქტიურდა საუბარი […]
„მიუღებელია, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე“ – 38 უნივერსიტეტების განცხადება

საქართველოს უნივერსიტეტების ძირითადი ნაწილი საერთო განცხადებას სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმადაც, უნივერსიტეტები აცხადებენ, რომ მათთვის მიუღებელია ფაქტი, რომ აკადემიური პერსონალის ზოგიერთი წარმომადგენელი უარს აცხადებს საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე. განცხადებას ხელს 38 კერძო და სახელმწიფო უნივერსიტეტი აწერს. მას შემდეგ, რაც სტუდენტებმა 13 მაისიდან გაფიცვა დაიწყეს და “რუსული კანონის” გაპროტესტების მიზნით სასწავლო პროცესის გაგრძელებაზე უარი თქვეს, […]