ჯიმ ო ‘ბრაიენი კანცელარიაშია და პრემიერს ხვდება

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო ‘ბრაიენი საქართველოშია. ის კანცელარიაში იმყოფება და პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძეს ხვდება. რუსთავი ორის ცნობით, შეხვედრა საათნახევარია მიმდინარეობს. საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 13 მაისს თქვა, რომ ბიძინა ივანიშვილმა ევროპის და ევრაზიის საკითხებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ასისტენტს, ჯიმ ო’ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა. კობახიძის თქმით, ივანიშვილი შვეიცარიაში გაყინული 2 […]
პლენარული სხდომაზე „აგენტების კანონის“ განხილვამდე დეპუტატები პოლიტიკური განცხადებებით გამოდიან

პარლამენტის პლენარული სხდომა სამშაბათს, 14 მაისს, ტრადიციულად, პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო. თითოეული დეპუტატის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 წუთს. განცხადებების შემდეგ, დღის წესრიგში პირველი განსახილველი საკითხია „უცხოეთის აგენტების შესახებ“ კანონის მესამე მოსმენა. მესამე მოსმენისას კანონპროექტში შესაძლებელია მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანა. როგორც სხდომის გახსნისას განმარტა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ასევე დაგეგმილია კანონპროექტზე კენჭისყრა. პარლამენტის სხდომის პარალელურად, […]
ჩვენი უდიდესი პატივისცემა იმ დეპუტატებს, რომლებიც ამ წუთებში საქართველოს ახალ ისტორიას წერენ – თავისუფალი, ღირსეული და ერთიანი საქართველოს ისტორიას

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი თამარ ჩიბურდანიძე გამჭვირვალობის შესახებ კანონის მესამე მოსმენით მიღებამდე განცხადებას ავრცელებს. როგორც თამარ ჩიბურდანიძე წერს, 83 დეპუტატს, დიდი შეურაცხყოფის დათმენის ხარჯზე, ქვეყანა გაჰყავთ იმ გზაზე, რაზეც, სულ ცოტა, მომდევნო ერთი საუკუნე, თავისუფლებით და უპირობო განვითარებით ივლის გამთლიანებული საქართველო. „სულ მალე ის ახალგაზრდები, რომლებიც ოპოზიციის ცრუ პროპაგანდის შედეგად რუსთაველზე დგანან, საკუთარი თვალით ნახავენ, […]
საქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში – პატრიოტები – რას წერს დუგინი?

საქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში – პატრიოტები – რას წერს დუგინი? კრემლის პროპაგანდისტი ალექსანდრ დუგინი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ასე ეხმაურება: “სახალხო მღელვარება საქართველოსა და სომხეთში ურთიერთსაპირისპიროა. საქართველოში უცხოელი აგენტები აწყობენ ჯანყს, სომხეთში პატრიოტები”.
ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან ვითარების რადიკალიზაციისთვის და არც კი თვლიან საჭიროდ, სახელმწიფოსთან წინასწარ შეათანხმონ – ირაკლი ქადაგიშვილი
ლატვიის, ესტონეთის, ლიეტუვისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები ჩამოდიან ვითარების რადიკალიზაციისთვის და არც კი თვლიან საჭიროდ, სახელმწიფოსთან წინასწარ შეათანხმონ – ირაკლი ქადაგიშვილი კოლექტიური შემოტევაა საქართველოზე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოზე. ჩამოდიან მიტინგის გასამხნევებლად, ვითარების რადიკალიზაციისთვის და არც კი თვლიან საჭიროდ, სახელმწიფოსთან რაიმე წინასწარი კონსულტაცია გასწიონ და წინასწარი თანხმობა ჰქონდეთ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა […]
ბოკუჩავა ოცნებას: თქვენმა ტერორმა მეტი ერთობა, მეტი რწმენა მოიტანა – გამარჯვების რწმენა

არავის ეშინია, პირიქით, თქვენმა სახელმწიფო ტერორმა მოიტანა კონსოლიდაცია, მეტი ერთობა, მეტი ურთიერთშეკავშირება და მეტი რწმენა – გამარჯვების რწმენა. გინდათ ნახოთ ნამდვილი საქართველო, გამოდით რობოკოპების გარეშე თბილისის ქუჩებში, გადით ახლა თქვენ, თითოეული თქვენგანი პარლამენტის შენობის გარეთ, ისე, რომ არ დაიმალოთ მოძალადე ხარებას, გოგა მემანიშვილის და სხვა მოძალადეების ზურგს უკან. გამოდით და იქ ნახავთ ნამდვილ საქართველოს.
პოლიციამ პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინა

პოლიციამ პარლამენტის უკანა შესასვლელთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს ტერიტორია დაატოვებინა, რასაც აქციის მონაწილეების უკმაყოფილება მოჰყვა. ისმის შეძახილები: „რუსებო“, „რუსეთის მონებო“, ასევე საყვირის ხმა. ამ ეტაპზე, პოლიცია ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს არის განლაგებული. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის […]
„საქართველო“, „არა რუსულ კანონს“, – ამ შეძახილებით ბათუმის ქუჩებში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ

„საქართველო“, „არა რუსულ კანონს“, – ამ შეძახილებით ბათუმის ქუჩებში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ. ისინი ხელისუფლებას მიმართავენ და „უცხოური გავლენის გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვენ. აქციის მონაწილეები სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებენ თბილისში თანამოაზრეებს. „მივალთ ყველგან, გამოვალთ ყოველდღე და გავაპროტესტებთ. ხედავთ, რომ ყოველდღე უფრო მეტნი ვიკრიბებით, ეს პროცესი არ […]
“პოლიტიკა აკადემიური სივრცის მიღმა უნდა დარჩეს” – 38 რექტორის რეჟიმის მხარდამჭერი განცხადება

საქართველოს 38 უნივერსიტეტის რექტორები საერთო, რეჟიმის მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებენ და მოუწოდებენ სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს, დაუბრუნდნენ სასწავლო პროცესს. ასევე, განცხადებაში დაგმობილია უნივერსიტეტის სახელით გაკეთებული “რუსული კანონის” საწინააღმდეგო პოლიტიკური განცხადებები. “საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა პოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის წარმართვაზე. ჩვენი ევროპული მომავლის ფუნდამენტური საფუძველია, […]
პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს

პარლამენტთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს. სამართალდამცავებს მათთვის წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. მომიტინგეები სკანდირებენ: “საქართველო”. ისინი პროტესტს საყვირების გამოყენებითაც გამოხატავენ. პარლამენტის მარჯვენა შესასვლელთან გზა კვლავ საპოლიციო ძალას აქვს გადაკეტილი. ცნობისთვის, ცნობისთვის, “ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვას და კენჭისყრით დამტკიცებას სწორედ დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გეგმავს. მესამე მოსმენა მხოლოდ ტექნიკურ-რედაქციული შინაარსის […]