ნინო წილოსანმა ოპოზიციის წარმომადგენლებს მოღალატეები და უსამშობლოები უწოდა, თაკო ჩარკვიანმა კი წილოსანს – „სამარცხვინო კორუფციონერი“

სამარცხვინო კორუფციონერი ხარ, ბიუჯეტის ვირთხა! – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თაკო ჩარკვიანმა „ქართული ოცნების” დეპუტატს, ნინო წილოსანს, რომელმაც ოპოზიციის წევრებს უსამშობლოები და მოღალატეები უწოდა. წილოსანმა ისაუბრა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქციაზე, სტუდენტების გამოსვლის ნაწილზეც და აღნიშნა, რომ ოპოზიციამ ახალგაზრდები ჯგუფებად დაყო. „ვის გაქვთ უფლება ახალგაზრდები დაყოთ აქციის მონაწილეებად და მოღალატეებად. როგორ ბედავთ აკერმანისეული […]

რიმა ბერაძე – რეალურად ისტორია იწერება აქ და ახლა – ჩვენ, ხელისუფლება ვდგავართ სწორედ ამ მხარეს, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს!

რეალურად ისტორია იწერება აქ და ახლა. ჩვენ ხელისუფლება ვდგავართ სწორედ ამ მხარეს. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს. გახსოვდეთ, ვერავითარი მაიდანი, ამ ქვეყნის უკრაინიზაცია ვერ შედგება, – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ რიმა ბერაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. მისი შეფასებით, ოპოზიციონერებს უკვე მერამდენედ ეშლებათ არეულობის გეგმა და მოუწოდა, რომ თავი აკონტროლონ. „საზოგადოება ყოველდღე და უფრო ნათლად ხედავს როგორ […]

1(14) მაისი-წმიდა ზოსიმე II-ს ხსენების დღე – ტაძრის დღესასწაული სოფელ კუმურდოში – კუმურდოობა

წმიდა ზოსიმე II კუმურდოელო ეპისკოპოსი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა XV ს-ის ბოლოსა და XVI ს-ის შუა წლებში. მისი საერო სახელი იყო ზებედე. ის აღზარდა ქართლის მეფე გიორგი VIII-ის (1446-1466) ასულმა ქეთეონმა. 1515 წელს ზებედე ბერად აღკვეცილა. ამავე წელს ვარაუდობენ მის ეპისკოპოსად ხელდასხმასაც. აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს კუმურდოს ტაძრის მინაშენზე არსებული წარწერა: „ზოსიმე კუმურდოელსა შეუნდოს ღმერთმან ამინ“. ეპარქიაში […]

ღვინის მწარმოებელი 11 საოჯახო მარანი ტოკიოში გამართულ გამოფენაში „RAW Wine Tokyo 2024“ მონაწილეობდა

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ღვინის მწარმოებელი 11 საოჯახო მარანი იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გამართულ გამოფენაში „RAW Wine Tokyo 2024“ მონაწილეობდა. გამოფენის „RAW Wine Tokyo” სტუმრები ქართული მარნების: „კასრელი ვაინერი“, „იორა“, „ნადელები“, „გაბრიელის ღვინო“, „ექიმის ბიო მარანი“, „მანავი ვაინს“, „ანდრიას ღვინო“, „ველინო“, „დორემი“, „ბაღდათი ისთეითი და „ანბანი“ ღვინოებს გაეცნენ, ასევე მიიღეს ინფორმაცია ქართული ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა […]

“გამიშვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით” – სოსო ბერიკაშვილი CU-დან გაათავისუფლეს

“კავკასიის უნივერსიტეტის” ეკონომიკის სკოლის დეკანი, სოსო ბერიკაშვილი, დაკავებული პოზიციიდან გაათავისუფლეს – ამის შესახებ ბერიკაშვილი Facebook-ის პირად გვერდზე წერს. მისი თქმით, სამსახურიდან გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე, უნივერსიტეტის პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ უთხრა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ბერიკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვდა. სოსო ბერიკაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა […]

რატი იონათამიშვილი ოპოზიციას – ყოველთვის იდექით ღალატის, უღმერთოების, ფარისევლობის, სიძულვილის, აგრესიის, კასრების და უჩა აბაშიძის მორალის მხარეს

თქვენ ჩვენზე მეტი ევროპელები ვერ იქნებით, რადგან ჩვენზე მეტი ქართველებიც არ ხართ! თქვენ არასდროს, არასდროს არ მდგარხართ საქართველოს მხარეს. თქვენ ყოველთვის იდექით ღალატის, უღმერთოების, ფარისევლობის, სიძულვილის, აგრესიის, კასრების და უჩა აბაშიძის მორალის მხარეს, – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციას პარლამენტში პლენარულ სხდომაზე. როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ წევრები ოპოზიციას არც რუსის ძახილს […]

ლევან ხაბეიშვილი – დიტო სამხარაძის – ნაგვის ყუთი რომ აქვს თავში, დაორგანიზებულია ყველა ახალგაზრდასთან მივარდნა, თავპირის ლეწვა – ხალხს ეუბნებით, თქვენ გამო ვაკეთებთ ამას, თქვენ გჭირდებათ და ამიტომ გირტყამთ თავშიო

დიტო სამხარაძე – ნაგვის ყუთი რომ აქვს თავში, ფაქტობრივად ამ ადამიანის დაორგანიზებულია ყველა ახალგაზრდასთან მივარდნა, თავპირის ლეწვა – ზრუნვის სახელით, ხალხს აჩეჩებთ კანონს, რომლის მიღების დროსაც თავპირს ალეწავთ და ხალხს ეუბნებით, თქვენ გამო ვაკეთებთ ამას, თქვენ გჭირდებათ და ამიტომ გირტყამთ თავშიო,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი […]

პაატა მანჯგალაძე უმრავლესობას – გადაწყვეტილება, რომლის მიღებას თქვენ გამჭვირვალობის სახელით აპირებთ, საქართველოს ინტერესების ღალატია!

გადაწყვეტილება, რომლის მიღებას თქვენ გამჭვირვალობის სახელით აპირებთ, საქართველოს ინტერესების ღალატია! – კიდევ რამდენი ათასი მოქალაქის გამოსვლაა საჭირო და რამდენჯერ, რომ ეს ღალატი არ ჩაიდინოთ?! – ასე მიმართა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს “სტრატეგია აღმაშენებლის” დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მანჯგალაძემ “ქართული ოცნების“ მისამართით განაცხადა ისიც, “თუ რა ნამუსით საუბრობენ გამჭვირვალობაზე”, როცა თავად ბიძინა ივანიშვილის თანხების წარმომავლობა […]

ლინკევიჩუსი: თბილისში გუშინდელი ღამე 4 წლის წინ მინსკში დიქტატურის რეპრესიებს მოგაგონებთ

თბილისში გუშინდელი ღამე 4 წლის წინ მინსკში დიქტატურის რეპრესიებს მოგაგონებთ. იქ რეპრესიები არასდროს სრულდება და ეს გასაკვირი არ არის. საქართველოს მთავრობა აცხადებს, რომ ევროპაში ინტეგრირდება, მაგრამ ევროპა სხვანაირია ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი, ლინას ლინკევიჩუსი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებს ეხმაურება და პოლიციის მხრიდან ერთ-ერთ დემონსტრანტზე ძალადობის ვიდეოს აქვეყნებს.

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი შეაჩერა

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტმა სასწავლო პროცესი 20 მაისამდე შეაჩერა. “სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აკადემიური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. ვემიჯნებით ნებისმიერ მოწოდებას ან ქმედებას, რომელიც ამ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება. უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 20 მაისამდე, საბაუნიში სასწავლო პროცესი შეჩერებულია” – წერია უნივერსიტეტის გავრცელებულ განცხადებაში. განცხადების […]