კონკურენციის სააგენტომ მაისში, მომხმარებლის სასარგებლოდ, რვა მოვაჭრესთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებები გააფორმა

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ, სხვადასხვა სექტორში, მომხმარებლის სასარგებლოდ, რვა მოვაჭრესთან, მაისში პირობითი ვალდებულების ხელშეკრულებები გააფორმა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს. ამავე ცნობით, სააგენტოსა და მოვაჭრეებს შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, კანონის სავარაუდო დარღვევის აღმოსაფხვრელად, მოვაჭრეებს – შპს „ექსელ ელექტრონიქსს“, შპს „აითრეიდერის”, შპს „Delfos Group“-ს, შპს „აისტაილის“, შპს „სელენე“-ს, შპს „ვანფრაიზ რითეილ გრუფ ჯორჯიას“, შპს […]
SabaUni რუსული კანონის გამო სასწავლო პროცესს 20 მაისამდე აჩერებს

სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გადაწყვეტილებით, 20 მაისამდე საბაუნიში სასწავლო პროცესი შეჩერებულია. საბაუნი წერს, რომ აკადემიური საბჭო აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას დაუშვებლად მიიჩნევს. “სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო დაუშვებლად მიიჩნევს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვას. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება აკადემიური თავისუფლების განუყოფელი ნაწილია. ვემიჯნებით ნებისმიერ მოწოდებას ან ქმედებას, რომელიც ამ […]
უმრავლესობის დეპუტატები სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერებს თავს დაესხნენ

პარლამენტში, პლენარული სხდომის დროს, სადაც რუსულ კანონს მესამე მოსმენით განიხილავენ, „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა ოპოზიციონერებზე ფიზიკურად გაიწიეს. სიტყვიერი დაპირისპირება სხდომათა დარბაზში “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის სიტყვით გამოსვილსას დაიწყო. ხაბეიშვილი ჰყვებოდა იმ ძალისმიერ მეთოდებზე, რომელსაც სამართალდამცველები მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ბოლო პერიოდში იყენებენ. ასევე, დაშინების მცდელობებსა და ფიზიკურ ძალადობაზე, რომელიც რუსული კანონის მოწინააღმდეგე ოპოზიციონერ დეპუტატებზე, აქტივისტებსა და […]
ავარია ლაგუნა ვერესთან – დამტვრეულია 6 ავტომობილი, ადგილზე პოლიციაა მობილიზებული

პოლიციაა მობილიზებული ამ წუთებში, თბილისში, ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტოიტას მარკის ტაქსი რამდენიმე ავტომობილს შეეჯახა, დაზიანებულია 5 მანქანა, მათ შორის მუნიციპალური ტრანსპორტი. ადგილზე საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
,, სინამდვილეში, უნივერსიტეტების უმრავლესობა სტუდენტების გვერდითაა” – არჩილ გამზარდია

ლექტორი არჩილ გამზარდია უნივერსიტეტების ერთობლივ განცხადებას ასე ეხმაურება: ,,ზედმეტად მარტივად და პირდაპირ ნუ აღიქვამთ უნივერსიტეტების ოფიციალურ ერთობლივ განცხადებას. უნივერსიტეტები იცავენ და იმედია, დაიცავენ სტუდენტების ყოველ მხრივ ინტერესებსა და პოზიციებს. უნივერსიტეტების უმრავლესობა გაფიცული სტუდენტების გვერდით დგას, სთავაზობენ მათ სხვა და სხვა საშეღავათო შესაძლებლობას, თუმცა, ბუნებრივია, იცავენ იმ სტუდენტების ინტერესებსაც, ვინც უნივერსიტეტში მიდის. ამ ინტერესებს ვიცავთ ლექტორებიც. […]
,, თინა ბოკუჩავამ მარიამ ლაშხს სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ალქაჯმა” – ნინო წილოსანი

თინა ბოკუჩავამ მარიამ ლაშხს სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ალქაჯმა,მე მოვითხოვ, ამ მოძალადემ დატოვოს დარბაზი, – განაცხადა პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. “თინა ბოკუჩავა, როგორც თავისი მოძალადე პარტიის ნათელი მაგალითი – მარიამ ლაშხზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ამ ალქაჯმა, ჩვეულებრივი ქალი ალქაჯი. მე მოვითხოვ, […]
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – დიმიტრი სამხარაძის მხრიდან ლევან ხაბეიშვილის მისამართით ისმოდა გინებაც

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მანამდე “ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს პლენარულ სხდომაზე ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც სცადა, თუმცა მას ამის საშუალება მანდატურებმა და სხვა დეპუტატებმა არ მისცეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს მას შემდეგ დაუპირისპირდა, რაც […]
ანა ნაცვლიშვილი პლენარულ სხდომაზე აირწინაღითა და სათვალით მივიდა

თქვენი ზურგით გყავთ გამოყვანილი დაჭრილი, თუ გარდაცვლილი მეგობარი რუსეთის მიერ მოკლული, არ მგონია მოგწონდეთ და ეთანხმებოდეთ იმას, რასაც თქვენი სახელით აკეთებს ხელისუფლება და თითოოროლა სადისტი გადაცმული სამართალდამცავის ფორმაში. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს და დადგებით არა რუსეთის, არამედ საქართველოს მხარეს, – ასე მიმართა „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა სამართალდამცველებს პარლამენტის სხდომიდან. ანა ნაცვლიშვილი სხდომათა […]
აჭარის მთავრობის სახლთან სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ

აჭარის მთავრობის სახლთან სტუდენტები და სკოლის მოსწავლეები შეიკრიბნენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან შეხვედრას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები თორნიკე რიჟვაძეს მიმართავენ და „უცხოურო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტთან დაკავშირებით განმარტებას სთხოვენ. „მათი კოლეგები ჩვენს თანამოაზრეებზე ძალადობენ და ფიზიკურად უსწორდებიან თბილისში. ჩვენ კი გვინდა ევროპა და ვაჩვენებთ როგორ შეგვიძლია პროტესტი, ამიტომ ვასრულებთ ჰიმნს. დღევანდელი აქციის მონაწილეები არიან სტუდენტები […]
კრემლი აცხადებს, რომ პუტინი ინაუგურაციის შემდეგ თავის პირველ ვიზიტს ჩინეთში განახორციელებს

ვლადიმირ პუტინი, რომელიც მეხუთე ვადით შეუდგა საპრეზიდენტო მოვალეობას, თავის პირველ საგარეო ვიზიტს ჩინეთში განახორციელებს. კრემლის პრესსამსახურის ცნობით, რუსეთის ლიდერის სახელმწიფო ვიზიტით ჩინეთს 16-17 მაისს ესტუმრება. “რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები დეტალურად განიხილავენ ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხების მთელ სპექტრს, განსაზღვრავენ რუსულ-ჩინური პრაქტიკული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების ძირითად სფეროებს და დეტალურად გაცვლიან შეხედულებებს ყველაზე აქტუალურ საერთაშორისო და […]