ლევან ხაბეიშვილი – ამ ხელისუფლების რეპუტაცია აღარასდროს აღდგება

ცინიზმია, როდესაც ხალხს ეუბნებიან, თქვენთვის ვიღებთ ამ კანონს და ამ დროს მათ სახის ძვლებს უმტვრევენ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, „ამ ახალგაზრდების სახის და ცხვირის ძვლები შეხორცდება, ხელისუფლების რეპუტაცია კი აღარასდროს აღარ აღდგება და ვეღარ შეხორცდება.“ „კანონს იღებენ სახანძრო ავტომობილით, “რობოკოპებით” და ლამის ტანკები გამოიყვანონ ახალგაზრდების წინააღმდეგ და […]
ბერიკაშვილი: კავკასიის უნივერსიტეტიდან გამომიშვეს, შენგელიამ მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა

29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან “ბიძინას ვაგინებდი” (ეს ტყუილია, არ მიგინებია, უბრალოდ მკაცრად გავაკრიტიკე “ოფშორების კანონის” გამო, თუმცა, მაგას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა). როგორც ჩანს, ჩემი გაგდება საჩქარო იყო, 7 მაისს გამოიცა ბრძანება და გამიშვეს სამსახურიდან რეორგანიზაციის საბაბით (პოლიტიკური დევნა ჯერ არ […]
სახალხო დამცველის განცხადება საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს კანონის მიღებასთან დაკავშირებით

საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება დღეს საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს კანონის მესამე მოსმენით მიღების პროცესს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ თუკი მიზანი არის საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობისა და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა, აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით, რაზეც სახალხო დამცველმა საჯარო პოზიცია […]
სოსო ბერიკაშვილის განცხადებით კავკასიის უნივერსიტეტიდან ივანიშვილის კრიტიკის გამო გაათავისუფლეს

29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, – ამის შესახებ კავკასიის უნივერსიტეტის ეკონომიკის სკოლის ყოფილი დეკანი სოსო ბერიკაშვილი, სოციალურ ქსელ ფეისბუკში წერს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილისთვის არ უგინებია და უბრალოდ „ოფშორების კანონი” გააკრიტიკა. „კომერსანტი” სოსო ბერიკაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ. „29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა […]
ჯონ ბასი: საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს

აშშ-ის ყოფილი ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, რომელიც დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტს იკავებს, X-ზე [ყოფილ ტვიტერზე] ეხმაურება საქართველოში მიმდინარე პროცესებს. ბასი აცხადებს, რომ ქართველი ხალხის სურვილის მიუხედავად, საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური კურსიდან გადაჰყავს. “საქართველოს მთავრობას ქვეყანა ევროატლანტიკური გზიდან გადაჰყავს, იმ კურსიდან, რომელიც ქართველ ხალხს უნდა. მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას’”, იმუშაოს პარტნიორებთან, რომლებიც ხალხის მისწრაფებებს მხარს […]
სოსო ბერიკაშვილი: CU-ს პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ მითხრა, რომ სუს-მა ჩემი გაშვება მოსთხოვა

კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი, სოსო ბერიკაშვილის თქმით, CU-ს პრეზიდენტმა, კახა შენგელიამ დაიბარა და უთხრა, რომ სუს-მა მისი სამსახურიდან გათავისუფლება მოსთხოვა, მიზეზად კი “ბიძინას გინება” დაუსახელა. “29 აპრილს დილით, კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტმა კახა შენგელიამ დამიბარა და მითხრა, რომ სუს-მა მოსთხოვა ჩემი გაშვება სამსახურიდან, რადგან “ბიძინას ვაგინებდი” (ეს ტყუილია, არ მიგინებია, უბრალოდ მკაცრად გავაკრიტიკე “ოფშორების კანონის” გამო, თუმცა […]
ანა წითლიძე – თქვენ ხართ ლეგიტიმაციადაკარგული ხელისუფლება, რეჟიმი, რომელიც თვალში დამიზნებით ესვრით ახალგაზრდებს და თვალებს თხრით – რომელ ქართველობაზე უნდა გველაპარაკოთ?!

თქვენ ხართ ლეგიტიმაციადაკარგული ხელისუფლება – თქვენ ხართ რეჟიმი, რომელიც თვალში დამიზნებით ესვრით ახალგაზრდებს და თვალებს თხრით – თქვენ ხართ ხელისუფლება, რომლებმაც ქალი თმით ათრიეთ, რომელ ქართველობაზე უნდა გველაპარაკოთ?! – ასე მიმართა უმრავლესობას პარტია “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ანა წითლიძემ პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე. წითლიძის თქმით, დღეს „არა რუსულ კანონს“ უდრის „არა რუსულ რეჟიმს“. „თქვენ რომ ყრუები და […]
ვლადიმერ პუტინი 16-17 მაისს ჩინეთს ეწვევა

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 16-17 მაისს ჩინეთს ეწვევა, – ინფორმაციას რუსული მედია კრემლის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს. „ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი 16-17 მაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვევა“, – აღნიშნულია კრემლის ინფორმაციაში. კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთისა და ჩინეთის ლიდერები გეგმავენ, დეტალურად განიხილონ ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების საკითხების მთელი სპექტრი. ️ […]
ბათუმში სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა აჭარის მთავრობის სახლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლეს

ბათუმში სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა აჭარის მთავრობის სახლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტთან გადაინაცვლეს. აქციის მონაწილეების თქმით, უნივერსიტეტის რექტორმა მერაბ ხალვაშმა სასწავლებლის მთავარი კარი ჩაკეტა და სტუდენტებს შენობაში არ უშვებს. ისმის შეძახილები “შემოგვიშვი”. აღსანიშნავია, რომ აქციის მონაწილეებმა საპროტესტო აქცია-მსვლელობა ბათუმის ქუჩებში მოაწყვეს შეძახილებით “არა რუსულ კანონს”.
ალექსანდრე მოწერელია – სეპარატისტულ რეჟიმსაც კი, რომელსაც ე.წ პარლამენტი ჰყავს, ეს კანონი არ მიუღია, მათაც კი გვაჯობეს! – რუსული კანონი სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს!

სეპარატისტულ რეჟიმსაც კი, რომელსაც ე.წ პარლამენტი ჰყავს, ეს კანონი არ მიუღია! მათაც კი გვაჯობეს! რა ხდება?! – ჩვენ ვიღებთ და მათ ეყოთ პასუხისმგებლობა, რომ ეს კანონი არ მიეღოთ! ეს რუსული კანონი სასიკეთოს არაფერს მოგვიტანს! – ასე მიმართა “ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ჯგუფის „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ალექსანდრე მოწერელიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. როგორც მოწერელიამ უმრავლესობის მისამართით განაცხადა, დღეს კიდევ […]