„საქართველოს მთავრობამ ჩვენთან საუბარზე უარი თქვა“ — როთი

თბილისში ვიზიტით მყოფი, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა ევროპული ქვეყნების პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებთან შეხვედრაზე. როთის თქმით, დელეგაციას მხოლოდ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ უმასპინძლა, ისიც პარტიის ოფისში და არა — პარლამენტში. „საქართველოს მთავრობამ ჩვენთან საუბარზე უარი თქვა. ჩვენ აქ არ ვართ ჭკუის […]

ომბუდსმენი მოუწოდებს პარლამენტს უარი თქვან რუსული კანონის ამ ფორმით მიღებაზე

საქართველოს სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს და პარლამენტს მოუწოდებს უარი თქვან რუსული კანონის ამ ფორმით მიღებაზე. ომბუდსმენის თქმით, თუკი მიზანი არის საქართველოსთვის განკუთვნილი საგარეო დახმარების ნაკადების გამჭვირვალობისა და მიმღები ორგანიზაციების ანგარიშვალდებულების გაზრდა, აღნიშნული მიზნის მიღწევა შესაძლებელია განხორციელდეს წარმოდგენილ კანონპროექტში ან მოქმედ კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის გზით, რაზეც სახალხო დამცველმა საჯარო პოზიცია დეტალურად მიმდინარე წლის 11 აპრილს გააცნო […]

ზელენსკიმ ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროება აშშ-ის სამხედრო დახმარების მიღება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ საჭიროა შეთანხმებით დაპირებული ამერიკული სამხედრო დახმარების დროული გაგზავნა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის. ზელენსკიმ ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე გაამახვილა. “მე ვფიქრობ, რომ ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ უკრაინამ ეს სამხედრო დახმარება რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს. პირველ რიგში, ვსაუბრობთ საჰაერო თავდაცვაზე. ეს ჩვენთვის […]

პარლამენტში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება იყო

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ვითარება „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატის, პაატა მანჯგალაძის სიტყვით გამოსვლის დროს დაიძაბა. მან „ქართული ოცნების“ დეპუტატებს გაახსენა, რომ მმართველი პარტიის ამჟამინდელი საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი რუსეთში საქმიანობის დროს პრეზიდენტობის კანდიდატის, გენერალ ალექსანდრ ლებედის საარჩევნო კამპანიას აფინანსებდა. შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე დაადანაშაულა აქციის მონაწილეებზე მათსავე სახლებთან […]

მიშელი: პირადად იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება

მინდა გულწრფელი ვიყო, მე პირადად იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება. რატომ? იმიტომ, რომ მქონდა შესაძლებლობა მეთამაშა როლი და დავხმარებოდი პოლიტიკური სისტემის განბლოკვაში, ეს ერთი. მეორეც, რამდენიმე თვის წინ, ევროპულ საბჭოში საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე უმრავლესობა არ იყო, მაგრამ ერთობლივად, რამდენიმე ევროპელი ლიდერი დარწმუნდა, რომ ბევრი მიზეზის გამო ეს სწორი გადაწყვეტილება იყო საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის […]

პესკოვი: საქართველოს ხელისუფლება თავს იზღვევს ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ჩარევისგან

ჩვენ, ერთი მხრივ, ვხედავთ, რომ საქართველოს ხელისუფლება, ისევე, როგორც ამას შვება მსოფლიოს სხვა ქვეყნების უმრავლესობა, ძლიერ სურვილს გამოთქვამს თავი დაიზღვიოს ქვეყნის შიდა საქმეებში უცხო ჩარევისგან. მეორე მხრივ, ვხედავთ, როგორ ცდილობენ საქართველოს შიდა საქმეებში დაუფარავად ჩარევას გარე ძალები. ისიც გავიგეთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენებას აპირებენ, რა არის ეს, თუ არა საქართველოს საქმეებში გარედან ჩარევა? […] […]

80 მილიონი და კოლო მუანი – “ნაპოლიმ” “პარი სენ ჟერმენისგან” კვარაცხელიას თაობაზე პირველი შეთავაზება მიიღო

“ნაპოლიმ” “პარი სენ ჟერმენისგან” ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე პირველი ოფიციალური შეთავაზება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს. წყაროს ცნობით, პარიზულმა კლუბმა ქართველი გარემარბის სანაცვლოდ “პარტენოპეის” 80 მილიონი ევრო და რანდალ კოლო მუანის იჯარით აყვანა შესთავაზა. გამოცემის ინფორმაციით, “ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ეს წინადადება უკვე დაბლოკა. აურელიო “კვარას” 120/130 მილიონ ევროზე ნაკლებად გასხვისებას […]

ეკა ხერხეულიძე უმრავლესობას – ბიძინა ივანიშვილი ერთ დღეს, როცა დალომბარდებულ საქართველოს გამოიხსნის 2 მილიარდიდან, აუცილებლად წავა რუსეთში, მაგრამ იმ თვითმფრინავში თქვენ არ აგიყვანთ, აიყვანს ზებრებს და სკატებს

დარწმუნებული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილი ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც დალომბარდებულ საქართველოს გამოიხსნის 2 მილიარდიდან, აუცილებლად წავა რუსეთში, მაგრამ იმ თვითმფრინავში თქვენ არ აგიყვანთ, აიყვანს ზებრებს და სკატებს, – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს. ის დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი, რომელიც ახლა ქუჩაში დგას კანონპროექტის გასაპროტესტებლად, გაიმარჯვებს და გახდება ევროკავშირის წევრი. […]

ნინო წილოსანი – თინა ბოკუჩავა რომ მარიამ ლაშხს ფიზიკურად შეეხება, ეს სუფთად „ნაცური“ საქციელია!

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, ნინო წილოსანის განცხადებით, “ქართული ოცნების” დეპუტატ მარიამ ლაშხს “ნაციონალური მოძრაობის” წევრი თინა ბოკუჩავა ფიზიკურად შეეხო. მისი განცხადებით, ბოკუჩავამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს მესამე მოსმენით განიხილავენ, მარიამ ლაშხს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რაც სუფთა “ნაცური” საქციელია. “თინა ბოკუჩავა რომ მარიამ ლაშხს ფიზიკურად შეეხება, ეს სუფთად “ნაცური” საქციელია! თუმცა, თინა […]

სახალხო დამცველის პარლამენტს მოუწოდებს, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არსებული პროექტით მიღებაზე უარი თქვას

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი საქართველოს პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის ასეთი ფორმით მიღებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. აღნიშნულთან დაკავშირებით იოსელიანი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი ევროპულ მისწრაფებებს უნდა შეესაბამებოდეს, პარტნიორებთან ურთიერთობებს და ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს ზიანს არ აყენებდეს. „საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება დღეს, საქართველოს პარლამენტის მიერ […]