კირილო ბუდანოვის პროგნოზით, რუსეთი ხარკოვის შემდეგ იერიშს სუმის ოლქზე წამოიწყებს

ხარკოვის რეგიონის შემდეგ, რუსეთმა შეიძლება შეტევა წამოიწყოს სუმის რეგიონზე, – განაცხადა კირილო ბუდანოვმა, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსმა. New York Times-თან ინტერვიუში, გენერალმა ბუდანოვმა აღნიშნა, რომ ხარკოვის რეგიონში სიტუაცია “ზღვარზეა” და “ყოველ საათში სიტუაცია კრიტიკულს უახლოვდება.” რუსეთის მიზანია ასევე უკრაინის არმიის ყურადღების გადატანა სხვა მიმართულებიდან, რასაც, ბუდანოვის თქმით, მოწინააღმდეგე ჯერჯერობით წარმატებით აკეთებს. “ახლა […]

სახალხო დამცველი „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, „აგენტების კანონი“ „ასეთი ფორმით“ არ მიიღოს

პარლამენტში „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით განხილვას განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ყველა კანონი უნდა შეესაბამებოდეს ქვეყნის ევროპულ მისწრაფებებს, ზიანს არ უნდა აყენებდეს პარტნიორებთან ურთიერთობებს და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ „აგენტების კანონი“ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის საფუძველს ქმნის. „როგორც კანონპროექტის სათაური, ასევე პროექტში არსებული […]

შაპსი: ეს საქართველოში რუსეთის ჩარევაა, ისეთივე ჩარევა, როგორიც უკრაინაშიც გვინახავს

ეს, მათთვის, ვინც მოვლენებს თვალყურს არ ადევნებდა, საქართველოში რუსეთის ჩარევაა, ისევე, როგორც გვინახავს რუსეთის ჩარევა უკრაინაში, თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო აგრესიული. პუტინს არ შეუძლია, არ ჩაერიოს, ზოგჯერ სამხედრო გზით, ზოგჯერ გავლენის გამოყენებით, სხვა ქვეყნებში იმგვარად, რომ ეს სამყაროსთვის კარგი არ არის, კარგი არ არის თავისუფლებისთვის ან დემოკრატიისთვის. ამიტომ, ჩვენ ვგმობთ ამ [რუსულ] გავლენას და […]

ბოკერია: ამ კანონთან დაკავშირებით ერთადერთი ამოცანა უნდა იყოს მისი გაწვევა

რეჟიმმა კიდევ უფრო გააღრმავა რეპრესიები და ამაზრზენი ძალადობა, იმიტომ, რომ პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება, მაგრამ მეორეს მხრივ, არის ყველა ნიშანი, რომ შეიძლება, შეეცადოს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და შემდეგ უკვე ადგილობრივი პოლიტიკური მოთამაშეების ჩათრევას სრულ კომპრომისთან დაკავშირებით მოლაპარაკებებში. აქ ყველაზე უფრო პრინციპული საკითხი იქნება ჩვენი პოლიტიკური პარტიების და სამოქალაქო საზოგადოების მყარი პოზიციის დაფიქსირება, რომ ჩვენი უახლოესი წარსულის […]

პარლამენტთან „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს. მანამდე აქციის მონაწილეები პარლამენტის უკანა შესასვლელთან იკრიბებოდნენ, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ტერიტორია დაატოვებინეს და პოლიცია ჭიჭინაძის ქუჩის მხარეს განლაგდა. ისმის შეძახილები: „მონებო”; „რუსეთის მონებო; “სირცხვილია”; ასევე საყვირების ხმა. სამართალდამცველებს გადაკეტილ აქვთ ასევე 9 აპრილის ქუჩის მხარე. ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ […]

რიმა ბერაძემ პაატა მანჯგალაძეს თავში ქაღალდების შეკვრა ჩაარტყა

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირებისას, მმართველი გუნდის დეპუტატმა, რიმა ბერაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრ პაატა მანჯგალაძეს თავში ქაღალდების შეკვრა ჩაარტყა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ წევრს ამ ქმედების გამო ტაში დაუკრა. ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის ვითარება დაიძაბა. კერძოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, პლენარულ სხდომაზე ჯერ სიტყვიერად, შემდეგ […]

თინა ბოკუჩავა – პარლამენტის რეგლამენტის 53-ე მუხლი ითვალისწინებს ე.წ. თავისუფალ ტრიბუნას, მაგრამ არ გვალაპარაკებენ

პარლამენტის რეგლამენტის 53-ე მუხლი ითვალისწინებს ე.წ. თავისუფალ ტრიბუნას, მაგრამ არ გვალაპარაკებენ, არ მოგვცეს თავისუფალი ტრიბუნის გამოყენების შესაძლებლობა, რადგან ზღუდავენ თავისუფალ სიტყვას, თავისუფალ აზრს, შეკრების თავისუფლებას, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისივე თქმით, ამ კანონის თერთმეტივე მუხლი რუსულია, ის გვაშორებს ჩვენს ევროპულ მომავალს, მას არაფერი საერთო არც ევროდირექტივასთან არ […]

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია -„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები“, ჩატარდა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის 25 წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია – “ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის სამართლებრივი უსაფრთხოების აქტუალური საკითხები”, ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მათივე ცნობით, კონფერენციაში, რომელიც სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა ირაკლი გაბისონიამ გახსნა, მონაწილეობა მიიღეს: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის […]

გიორგი ვაშაძე – მადლობა მინდა ვუთხრა იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ასე ღირსეულად იცავენ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს

დღეს, საქართველო არის ერთიანი. ამ შენობის გარეთ ახლაც ათასობით ადამიანი დგას და მათ მინდა მადლობა ვუთხრა, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. გიორგი ვაშაძის თმით, ის მადლობელია ყველა იმ ახალგაზრდის, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ღირსეულად იცავს. „თქვენ ხართ იმედი, თქვენ ხართ საქართველოს მომავალი, თქვენ ხართ ის ღირსება, რომელსაც […]

VIDEO: „დე, ვიცი რომ ახლა გამოცდაზე გგონივარ, მაგრამ შენთვის ვდგავარ აქ” – სტუდენტის ემოციური მიმართვა ემიგრანტ დედას

გრძელდება ბრძოლა რუსული კანონის წინაანღმდეგ. ევროპული მარში დღეს დილის 10 საათიდან დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში, საიდანაც ექვსივე ფაკულტეტის სტუდენტები ერთად დაირძრნენ პარლამენტისკენ. ერთ-ერთი სტუდენტი ემიგრანტ დედას პირდაპირ აქციიდან მიმართავს. “ეს სამშობლო არის ჩვენი, ახალგაზრდების. ნუ მიგვაქანებენ რუსეთისკენ… დე, ვიცი რომ ახლა გამოცდაზე გგონივარ, მაგრამ შენთვის ვდგავარ აქ. შენ რომ იტალიიდან ჩამოხვალ, მე მინდა რომ […]