მთავრობის ადმინისტრაცია კობახიძისა და ო’ბრაიენის შეხვედრაზე ინფორმაციას ავრცელებს

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა. მათი თქმით, “გაიმართა ხანგრძლივი შეხვედრა, სადაც შედგა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე. მთავრობის მეთაურმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ამ პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს თავიანთი წუხილები გაუზიარეს”. […]

“ამათ პირში უნდა მისცე ყოველთვის” – დეპუტატი მგალობლიშვილი ოპოზიციაზე

“ამათ პირში უნდა მისცე ყოველთვის” – თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ლევან მგალობლიშვილმა ოპოზიციის მისამართით პარლამენტში მორიგი დაპირისპირების დროს. ქართული ოცნების დეპუტატები ფეხზე წამოხტნენ მას შემდეგ, რაც სიტყვით გამოსვლის დროს დეპუტატმა ტარიელ ნაკაიძემ თქვა, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში ისინი სოსო ორჯონიკიძის გვერდით დადგებოდნენ. ნაკაიძეს უმრავლესობის წევრები გარს შემოეხვივნენ და ისკენ იწეოდნენ. შიდა დაპირისპირების დროს დეპუტატი […]

ეკა გიგაური ჯიმ ობრაიენთან შეხვედრამდე – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე ვისაუბრებთ, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა გვაქვს – ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, საქართველო რუსეთს ჩააბაროს

ცხადია, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონზე ვისაუბრებთ, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა გვაქვს. ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, საქართველო წაიყვანოს რუსეთის მიმართულებით, რუსეთს ჩააბაროს. ეს სამწუხარო მოცემულობა გვაქვს. ძალიან დიდი საფრთხის წინაშე ვართ,- ამის შესახებ ამის შესახებ “საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს” დირექტორმა, ეკა გიგაურმა, სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენთან შეხვედრამდე განაცხადა, რომელიც რამდენიმე წუთში არასამთავრობო სექტორს […]

შალვა პაპუაშვილი – მივმართავ განსაკუთრებით ქალ კოლეგებს ოპოზიციიდან, რა წესია, კოლეგებს სახეში უჩრით თქვენი ტელეფონის კამერას – ფარული ჩანაწერები, რაც 2012 წლამდე გაქვთ გაკეთებული, გეყოფათ

კოლეგებს მივმართავ, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით ქალ კოლეგებს ოპოზიციიდან, ზოგადად, რა წესია ეს კამერების ჩართვა ტელეფონში, მისვლა და კოლეგებზე დამბეზღებელი დამოკიდებულებაა, თუ რა არის?! მედია აქ არის, ყველაფერი ფიქსირდება, – ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციიდან იმ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში დღეს, არაერთხელ მომხდარ დაპირისპირებას ტელეფონით იღებდნენ. თავდაპირველად,აღნიშნული შინაარსის შენიშვნა, პაპუაშვილმა „ევროპტიმისტების“ წევრს, ხატია დეკანოიძეს მისცა. […]

მთავრობის ადმინისტრაცია – ირაკლი კობახიძისა და ჯიმ ო’ბრაიენის შეხვედრაზე შედგა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო’ბრაიენს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაიმართა ხანგრძლივი შეხვედრა, „სადაც შედგა გულწრფელი საუბარი ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ყველა საკითხზე, მათ შორის საქართველოში გასული რამდენიმე წლის განმავლობაში განვითარებულ პროცესებზე“. „მთავრობის მეთაურმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ამ პროცესებთან დაკავშირებით ერთმანეთს თავიანთი წუხილები გაუზიარეს. ირაკლი […]

მაიკლ როთი – მთავრობამ ჩვენთან საუბარზე უარი განაცხადა, მხოლოდ ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო „ქართული ოცნების“ ოფისში – ჩვენ აქ სასწავლებლად არ ვართ, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ

საქართველოს მთავრობამ ჩვენთან საუბარზე უარი განაცხადა, – ამის შესახებ საქართველოში ვიზიტით მყოფი გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოს მთავრობამ ჩვენთან საუბარზე უარი განაცხადა. ჩვენ აქ სასწავლებლად არ ვართ, ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ. მხოლოდ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ მიგვიღო, მან არა პარლამენტში, არამედ „ქართული […]

ფრიდონ ინჯია – ხომ არ მივიღოთ კანონი მათ მიმართ, ვინც თავიანთი განცხადებებითა და მოწოდებებით ხელს უწყობენ, აგულიანებენ და აფინანსებენ დესტაბილიზაციას და კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას?

ხომ არ მივიღოთ კანონი იმ პირთა მიმართ, რომლებიც თავიანთი განცხადებებითა და მოწოდებებით ხელს უწყობენ, აგულიანებენ და აფინანსებენ საქართველოში დესტაბილიზაციას და კანონიერი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლას? – საჭიროა ხელისუფლებამ უფრო ქმედითი ღონისძიებები მიიღოს, რათა სუვერენიტეტი და იდენტობა დაიცვას, – ასეთი ინიციატივით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატი ფრიდონ ინჯია გამოვიდა. ინჯიამ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა მოწოდებით, იმ ქვეყნების […]

თაკო ჩარკვიანი უმრავლესობას – ჩემი კეთილი რჩევა დაიმახსოვრეთ, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებით, მერწმუნეთ, მოხდება ფერადი რევოლუცია იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს ძალაუფლება წაგვართვა

ჩემი კეთილი რჩევა დაიმახსოვრეთ, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდებით, მერწმუნეთ, საქართველოში მოხდება ფერადი რევოლუცია იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქართველ ხალხს ძალაუფლება წაგვართვა, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა უმრავლესობის წევრებს. ჩარკვიანმა სახელისუფლებო გუნდს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევისკენ მოუწოდა. „ჩვენ ემოციური ხალხი ვართ, ერთმანეთს ვეჩხუბებით, მაგრამ მართლა იმ პირობებმა განაპირობა საზარელი […]

შარლ მიშელი – იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება – თუ საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირში გაწევრიანება სურს, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და დემოკრატიის პრინციპებს

გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება ნათელს მოჰფენს თავის განზრახვებს, მაგრამ თუ მათ ევროკავშირთან მიახლოება სურთ, თუ ევროკავშირში გაწევრიანება სურთ, პატივი უნდა სცენ კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს და დემოკრატიის პრინციპებს, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა კოპენჰაგენის დემოკრატიის სამიტზე განაცხადა. „გულწრფელად რომ ვთქვა, მე, პირადად, იმედგაცრუებული ვარ იმით, რაც საქართველოში ხდება. რატომ? იმიტომ, რომ […]

ტარიელ ნაკაიძის მიერ „ქართული ოცნების“ წევრების სერგო ორჯონიკიძესთან შედარებას, პლენარულ სხდომაზე ხმაური მოჰყვა – ოპოზიციონერ დეპუტატს უმრავლესობის წევრებმა შეურაცხმყოფელი რეპლიკებით მიმართეს და ქაღალდები ესროლეს

ვინაა ბიჭო ორჯონიკიძე. ნაბიჭვარო შენა, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა, ოპოზიციონერ დეპუტატს, ტარიელ ნაკაიძეს, რომელიც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატების განცხადების ფორმატით სარგებლობდა. ალუდა ღუდუშაური ტარიელ ნაკაიძესთან მივიდა და გამოსვლა მას შემდეგ შეაწყვეტინა, როცა დეპუტატმა კანონის მიღების შემთხვევაში მმართველი გუნდის წევრები სერგო ორჯონიკიძეს შეადარა. „თუ დღეს ქვეყნის საბოლოოდ განადგურებას მოაწერთ ხელს, საუკუნოდ ორჯონიკიძეთა […]