პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე კიდევ ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე პროტესტის დროს, კიდევ ორი პირი დააკავეს. ისინი პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც პარლამენტის შენობაზე სხვადასხვა შინაარსის წარწერებს აკეთებდნენ. აღნიშნულ ფაქტს საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების გაღიზიანება მოჰყვა. პროტესტის მონაწილეები პარლამენტის წინა შესასვლელთან გადავიდნენ, სადაც რკინის ჯებირებია დამონტაჟებული. ისინი პროტესტის ნიშნად ჯებირებზე აბრახუნებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ 9 აპრილის ქუჩაზე პოლიციელთა რაოდენობა გაზარდა.
ანრი ოხანაშვილი – მხარი დაუჭირეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას – მხარი დაუჭირეთ გამჭვირვალობას!

მხარი დაუჭირეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას – მხარი დაუჭირეთ გამჭვირვალობას! – ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილის პლენარულ სხდომაზე, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით წარდგენისას გააკეთა. ოხანაშვილმა და ასევე სხდომის წამყვანმა შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებისგან რედაქციული ხასიათის შენიშვნების დაფიქსირება მოითხოვეს. იმის გათვალისწინებით, რომ რედაქციული მოსაზრებების გამოთქმის სურვილი არავის ჰქონდა, პროექტის მესამე […]
ჯიმ ობრაიენი ოპოზიციას ხვდება

სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი ოპოზიციას ხვდება. შეხვედრაზე იმყოფებიან შემდეგი ოპოზიციური პარტიები: “დროა”, “გირჩი – მეტი თავისუფლება”, “საქართველოსთვის”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, “სტრატეგია აღმაშენებელი”, პოლიტიკური გაერთიანება “ახალი”, პოლიტიკური პარტია “ლელო საქართველოსთვის”. ოპოზიციასთან შეხვედრამდე, ჯიმ ობრაიენმა აუდიენცია გამართა არასამთავრობო სექტორთან. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენი ვიზიტის ფარგლებში […]
ხატია დეკანოიძე – იმისთვის, რომ ადამიანები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „რუსულ კანონს“, პარლამენტიდან რობოკოპებით ჩუმად გაიყვანონ, ახალგაზრდებს იჭერენ, სცემენ და ძალადობენ მათზე

იმისთვის, რომ ეს ადამიანები, რომლებმაც მხარი დაუჭირეს „რუსულ კანონს“, პარლამენტიდან რობოკოპებით გაიყვანონ ჩუმად, ახალგაზრდებს იჭერენ, სცემენ და ძალადობენ მათზე, – ამის შესახებ „ევროოპტიმისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. ამასთან, დეკანოიძემ ჩამოთვალა იმ 84 დეპუტატის სახელი და გვარი, რომელმაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს მხარი დაუჭირა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანების გვარები ყველა ქართველს უნდა ახსოვდეს. […]
მიხეილ ყაველაშვილი – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” პროექტი, სადავო არაა და ყველაფერი ნათელია – არავის აქვს უფლება, საზოგადოების უმრავლესობის სახელით ესაუბროს უმრავლესობის მიერ არჩეულ პარლამენტს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, „ხალხის ძალის“ დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” პროექტი, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო, სადავო არაა და „ყველაფერი ნათელია“. როგორც მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის კენჭისყრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ კანონპროექტის განხილვის საშუალება არსებობდა და მასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა არგუმენტებს ელოდებოდა. „კანონპროექტი არ არის სადავო. ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს უმრავლესობის მიერ […]
ფაშინიანი: სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას წელსვე ვისურვებდი

სომხეთის პრემიერმინისტრი ნიკოლ ფაშინიანი კოპენჰაგენში დემოკრატიის სამიტზე იმყოფება. ფაშინიანმა კოპენჰაგენში თქვა, რომ სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანებას უკვე წელს ისურვებდა. ფაშინიანის თქმით, სომხეთს დემოკრატიის მაჩვენებლებში შესამჩნევი წინსვლა აქვს 2017 წლის შემდეგ და ბოლო წლებში სომხეთის ტერიტორიული და პოლიტიკური დანაკარგები კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის უმოქმედობის შედეგი იყო. გამოსვლის შემდეგ, სამიტის მოდერატორმა პრემიერმინისტრ ფაშინიანს კითხვა დაუსვა, თუ როდის ისურვებდა […]
ისრაელელმა მომიტინგეებმა ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების მანქანების გადაადგილება დაბლოკეს და ტვირთი გზაზე გადაყარეს

ისრაელელმა მომიტინგეებმა ღაზისკენ მიმავალი ჰუმანიტარული დახმარების სატვირთო მანქანების გადაადგილება დაბლოკეს. ამის შესახებ ინფორმაციას reuters-ი ავრცელებს. პროტესტის ნიშნად, მომიტინგეებმა ჰუმანიტარული დახმარების პაკეტები სატვირთო მაქანებიდან გზაზე გადაყარეს. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის არასრულწლოვანიც. ამასთან, მედია წერს, რომ გასულ კვირაში სამხრეთ ისრაელში მსგავსი პროტესტის შემდეგ ოთხი ადამიანი დააკავეს. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ ჰუმანიტარული მარაგების მიწოდებას […]
დეპუტატებს პარლამენტიდან სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები აცილებენ

„რუსული კანონის“ მესამე მოსმენით მიღების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატები პარლამენტს ტოვებენ. პარლამენტის შიდა ეზოში რობოკოპები გადაადგილდებიან და ისინი აცილებენ დეპუტატებს პარლამენტის შენობიდან. პარლამენტს ტოვებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას აქციის მონაწილეები ხმაურით შეხვდნენ. ისმის შეძახილები: “მონებო”; “რუსებო”. ასევე, დემონსტრანტები პროტესტს საყვირებით აფიქსირებენ. მესამე მოსმენით საკითხის განხილვა დღეს გაიმართა. მიუხედავად […]
„მიუღებელია სტუდენტების გაფიცვისთვის დამუნათება!“ – საქართველოს უნივერსიტეტი

საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივ განცხადებათან დაკავშირებით, საქართველოს უნივერსიტეტი მიმართვას ავრცელებს და ემიჯნება აღნიშნულ განცხადებას: „საქართველოს უნივერსიტეტი მკვეთრად ემიჯნება საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივ განცხადებას! მიუღებელია სტუდენტების გაფიცვისთვის დამუნათება! მიუღებელია პროფესორ-მასწავლებლების დამუნათება იმისთვის, რომ ისინი ამ პროტესტში უერთდებიან თავიანთ სტუდენტებს! წარმოუდგენელია პოლიტიკური პროცესებიდან საუნივერსიტეტო საზოგადოების სრული იზოლაცია, რადგან ის წარმოადგენს ერის ყველაზე ინტელექტუალურ და პროგრესულ ნაწილს, რომელსაც უმთავრესი როლი […]
ო’ბრაიენმა აშშ-ს სავაჭრო პალატის ბორდთან შეხვედრა გამართა – მხარეებმა შეხვედრა უკომენტაროდ დატოვეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენმა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო პალატის ბორდთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მხარეებს განცხადებები არ გაუკეთებიათ. ჯიმ ო’ბრაიენი პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მთავრობის ადმინისტრაციაში უკვე შეხვდა. ამჟამად, ო’ბრაიენი არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს. დაგეგმილია ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრაც.