აქ ვინმესთვის ჭკუის სასწავლებლად არ ვართ – როთის განცხადებით, პარლამენტის შენობაშიც კი არ უმასპინძლეს

მეორე დღეა, თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი. როგორც ის სოციალურ ქსელ X-ზე წერს, საქართველოს მთავრობის წევრები მას და დელეგაციის სხვა წევრებს არ შეხვდნენ. “საქართველოს მთავრობამ ჩვენთან საუბარზე უარი თქვა. აქ ვინმესთვის ჭკუის სასწავლებლად არ ვართ, იმისთვის ვართ, რომ ერთმანეთს მოვუსმინოთ. მხოლოდ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე […]

ხმის მიცემიდან რამდენიმე წუთში, დეპუტატები სპეცრაზმის დახმარებით ტოვებენ პარლამენტს

“ოცნების” დეპუტატები სპეცრაზმის დახმარებით ტოვებენ პარლამენტს. როგორც კი მხარი დაუჭირეს მმართველი პარტიის დეპუტატებმა კანონს, ამას სპეცრაზმის ეზოში სრული მობილიზაცია მოჰყვა და მყისიერად დაიწყეს დეპუტატებმა შენობის ეზოდან გასვლა. რუსული კანონი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. უკვე ცნობილია, რომ მას სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს.

რუსული კანონის მხარდამჭერი 84 დეპუტატის სია

ქართული ოცნების 84-მა დეპუტატმა რუსულ კანონს მესამე მოსმენითაც დაუჭირა მხარი. კანონპროექტი რამდენიმე წუთის წინ მიიღეს. მხარდამჭერი დეპუტატების სია. · ბარვენაშვილი გიორგი · ბენაშვილი გია · ირაკლი დაჩი ბერაია · რიმა ბერაძე · მაია ბითაძე · ანზორ ბოლქვაძე · ელისო ბოლქვაძე · მაკა ბოჭორიშვილი · ელგუჯა გოცირიძე · ბექა დავითულიანი · ალექსანდრე დალაქიშვილი · ზაურ დარგალი […]

“ეს არის ჩვენი მოგონილი” – ვოლსკის კომენტარი რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ

გიორგი ვოლსკიმ რუსული კანონის დამტკიცების შემდეგ თქვა: „არა რუსულ კანონს“ არის ჩვენი მოგონილი და ჩვენი მთავარი თემა არის, რომ არა რუსულ კანონს – 2012 წლიდან მოყოლებული არცერთხელ არცერთ გარემოებაში საქართველოს ხელისუფლებას არ გადაუდგამს ისეთი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის ინტერესებს ითვალისწინებს,“ – ამბობს ვოლსკი.

პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე, საბოლოო მოსმენით, მიიღო

ე.წ. „აგენტების კანონი“ პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით, მიიღო. მას მხარი დაუჭირა 84-მა დეპუტატმა, 30 – წინააღმდეგი იყო. კანონპროექტის მესამე მოსმენით განხილვა რამდენიმე წამს გაგრძელდა, რის შემდეგაც ის კენჭისყრაზე დააყენეს. დღეს პარლამენტი სხვა საკითხებს არ განიხილავს. სხდომა დასრულდა. პარალელურად პარლამენტის შენობასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია: „არა რუსულ კანონს! კი ევროპას“. პარლამენტი სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს […]

ეს რუსეთის ჩარევაა საქართველოში – გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრი გრანტ შაპსი Sky News-თვის მიცემულ ინტერვიუში საქართველოში მიმდინარე პროცესებში რუსეთის ჩარევას ხედავს. შაპსი მხარს უჭერს საქართველოს მოსახლეობას, რომელიც ქვეყანაში რუსეთის გავლენას ეწინააღმდეგება. “მათთვის, ვინც არ ადევნებს თვალს, ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში. ზუსტად ისევე, როგორც უკრაინაში. თუმცა, რა თქმა უნდა, უფრო აგრესიული. პუტინს არ შეუძლია არ ჩაერიოს ზოგჯერ სამხედრო გზით, ზოგჯერ […]

არჩილ თალაკვაძე აქციის მონაწილეების რეპლიკებზე, რომ უმრავლესობის წევრები „მონები“ და „მოღალატეები“ არიან – არავის გვეშინია – აბა მოვიდეს და დამიძახოს!

არასერიოზულია და არავის გვეშინია, სისულელეა, – ასე უპასუხა უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტის კითხვას, გრძნობდა თუ არა ის უხერხულობას „რუსული კანონის“ მიღებით. მას შემდეგ, რაც პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი მესამე მოსმენით მიიღო, უმრავლესობის წევრებს სხდომათა დარბაზის ხმაურის ფონზე დატოვება მოუწიათ. ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომლის მიხედვითაც, „ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ხელისუფლება ქვეყანას ღალატობს“, თალაკვაძემ უპასუხა, […]

ნიკა გვარამია – მტრებს ექცევიან მტრულად, ბიძინა ივანიშვილს უნდა ეტკინოს – ეს არის ფინანსური სანქციები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და არა მხოლოდ ივანიშვილის და მისი ოჯახისთვის

მტრებს ექცევიან მტრულად. ბიძინა ივანიშვილი არის დემოკრატიული სამყაროს მტერი – ის უნდა გამოვიდეს კომფორტის ზონიდან. მას უნდა ეტკინოს. უნდა ეტკინოს საერთაშორისო დამოკიდებულებები და ეს დამოკიდებულებები არ უნდა შემოიფარგლოს პოლიტიკური განცხადებებით, – ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ ჟურნალისტებთან სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენთან შეხვედრამდე განაცხადა, რომელიც ოპოზიციას შეხვდება. მისივე […]

„საქართველოს ეროვნული პლატფორმა“ – დღეს მიღებული კანონი იქცა კედლად ევროინტეგრაციის გზაზე და გაფერმკრთალდა სახელმწიფოს დეკლარირებული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზანი – საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი

„საქართველოს ეროვნული პლატფორმა” „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. როგორც ორგანიზაციის მიერ მიღებულ განცხადებაშია ნათქვამი, დღეს მე-3 მოსმენით მიღებული კანონი იქცა კედლად ევროინტეგრაციის გზაზე და გაფერმკრთალდა სახელმწიფოს დეკლარირებული საგარეო პოლიტიკის სტრატეგიული მიზანი – საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. „ჩვენ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრები, ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ […]

თინა ბოკუჩავა – ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილის წინააღმდეგ, 83 მოღალატის წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერს რუსულ კანონს

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ინდივიდუალური სანქციები ივანიშვილი წინააღმდეგ, 83 მოღალატის წინააღმდეგ, ვინც მხარს უჭერს რუსულ კანონს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენთან შეხვედრამდე განაცხადა, რომელიც ოპოზიციას შეხვდება. მისივე თქმით, სანქციები უკიდურესი ზომაა, რომელსაც რიგ შემთხვევებში იყენებს ამერიკის შეერთებული შტატები, როდესაც ხელისუფლება უპირისპირდება საკუთარ ხალხს. “ვხედავთ, […]