გვარდიოლა: ფული რომ ყველაფერი იყოს, “იუნაიტედი” ყველა ტიტულს მოიგებდა

“მანჩესტერ სიტის მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ პრემიერლიგის კლუბების სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა. მისი თქმით, ინგლისური კლუბი “მანჩესტერ სიტიზე” დიდ თანხას ხარჯავს, თუმცა წარმატების მიღწევას ვერ ახერხებენ. ძვირადღირებული ტრანსფერების გამო პრემიერლიგა მოსაწყენი გახდა? ფული რომ ყველაფერი იყოს, “იუნაიტედი” ყველა ტიტულს მოიგებდა, მეორე ადგილზე კი “ჩელსი” გავიდოდა, მესამეზე “არსენალი”. ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ამ კლუბებმა უფრო მეტი ფული […]
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი საბოლოო მოსმენით მიიღო

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი დამტკიცებულია. პარლამენტმა პროექტი მესამე მოსმენით 84 ხმით მიიღო. წინააღმდეგ ხმა 30 დეპუტატმა მისცა. ამით კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია “ქართული ოცნება”. კანონპროექტი “გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით”, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების […]
გრანტ შაპსი – ქართველმა ხალხმა რუსეთის გავლენას წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს

პუტინს არ შეუძლია, არ ჩაერიოს სხვა ქვეყნების საქმეებში, ზოგჯერ სამხედრო გზით, ზოგჯერ გავლენის გზით, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა, გრანტ შაპსმა Sky-News-თან ინტერვიუში, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით კომენტირებისას განაცხადა. „ვინც ამ მოვლენებს ადევნებს თვალს, ეს არის რუსეთის ჩარევა საქართველოში ისევე, როგორც რუსეთი აკეთებს, რა თქმა უნდა, უფრო აგრესიულად, უკრაინაში შეჭრით. პუტინს არ შეუძლია, […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას აქციის მონაწილეები ხმაურით შეხვდნენ – ისმის შეძახილები: „მონებო“, „რუსებო“

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის მესამე მოსმენით მიღებას აქციის მონაწილეები ხმაურით შეხვდნენ. ისმის შეძახილები: “მონებო”; “რუსებო”. ასევე, დემონსტრანტები პროტესტს საყვირებით აფიქსირებენ. კანონპროექტის მოწინააღმდეგეები საკანონმდებლო ორგანოსთან აქციას დილიდან მართავენ და პარლამენტმა კანონი ხმაურის ფონზე მიიღო. ამით “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პროცესი დასრულდა და პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეცემა. ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დადებას […]
გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ ჯიმ ობრაიანთან შეხვედრისას სანქციებზე იქნება საუბარი

ყველა იმ ადამიანს, ვინც დღეს ქვეყანას და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ღალატობს, ყველაზე დიდი სანქცია ხალხმა უნდა დაადოს და ასეც იქნება, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ობრაიენთან შეხვედრამდე განაცხადა, რომელიც რამდენიმე წუთში ოპოზიციას შეხვდება. ვაშაძის თქმით, ის ფიქრობს, რომ ობრაიანთან შეხვედრისას იქნება სანქციებზე საუბარი. […]
ეკა ბესელია – ეს ადამიანები, რომლებმაც პარლამენტი რუსეთის დუმის ფილიალად გადააქციეს, ვერ გრძნობენ რას ჩადიან – „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესებს ემსახურება

ეს ადამიანები, რომლებმაც პარლამენტი რუსეთის დუმის ფილიალად გადააქციეს, ვერ გრძნობენ თუ რას ჩადიან, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა ეკა ბესელიამ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა. მისი შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი მესამე მოსმენით მიიღებს და შემდგომ პრეზიდენტი თავის დისკრეციულ უფლებას გამოიყენებს და კანონს ვეტოს დაადებს. „ქართული ოცნება“ რუსეთის ინტერესებს ემსახურება, სხვა ახსნა ამ ვითარებას არ […]
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციონერი დეპუტატების შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის კენჭისყრა, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ოპოზიციონერი დეპუტატების შეძახილების ფონზე მიმდინარეობდა. „არა რუსულ კანონს!“ – სკანდირებდნენ ოპოზიციონერი დეპუტატები. „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი კანონპროექტის კენჭისყრის პარალელურად კვლავ მოუწოდებდა მმართველ გუნდს კანონის არ მიღებისკენ და სკანდირება, „არა რუსულ რეჟიმს! 84 მოღალატე!“ „თქვენს შვილებს მაინც მოუსმინეთ, არა რუსულ რეჟიმს, არა რუსულ კანონს. გაიტანეთ. არა რუსულ […]
პარლამენტმა დაამტკიცა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
პარლამენტმა დაამტკიცა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ 84 მომხრე 30 წინააღმდეგი – საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ, რომლის მიღებაც საპროტესტო აქციების ფონზე მოხდა. კანონპროექტს ეწინააღმდეგება ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი. ცნობილია, რომ კანონს ვეტოს დაადებს პრეზიდენტი ზურაბიშვილი, რომლის დაძლევაც 4 კვირამდე პერიოდს მოიცავს, შესაბამისად, კანონი იურიდიულ ძალაში ჯერ ვერ შევა.
პოლიციამ ჟურნალისტი რატი მუჯირი დააკავა – მედია

პოლიციამ “ფორმულას” ჟურნალისტი ძალის გამოყენებით პარლამენტის იზოში შეიყვანა – შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა რატი მუჯირი ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა. წარმოუდგენელი სიგიჟე ხდებოდა, ბავშვი, რომელიც იდგა შეშინებული, უბრალოდ ფოტოს იღებდა, ხელი მოკიდეს და ჩამოაგდეს პარლამენტის ზედა ნაწილიდან. ვთხოვდით, სამართალდამცველები გვეუბნებოდა უბრალოდ ბავშვს ჩამოვიყვანთო და მერე ხელი კრეს. მათთან ერთად რატი მუჯირიც დააკავეს, რომელიც ასევე ეხვეწებოდა სამართალდამცველებს, რომ […]
“მტრებს ექცევიან მტრულად” – ნიკა გვარამია

ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო’ბრაიენს ოპოზიციის ლიდერები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ხვდებიან. შეხვედრის წინ გაკეთებულ კომენტარებში პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან კონკრეტული ნაბიჯების გადადგა ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე, ოლიგარქ ივანიშვილისა და მისი დეპუტატებისთვის. “ახალის” თანათავმჯდომარე ნიკა გვარამია ამბობს, რომ ივანიშვილმა უნდა იგრძნოს საერთაშორისო დამოკიდებულებები […]