პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე კიდევ 2 პირი დააკავეს

sამართალდამცველებმა პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე პროტესტის დროს, კიდევ 2 პირი დააკავეს. ისინი პოლიციამ მაშინ დააკავა, როდესაც პარლამენტის შენობაზე სხვადასხვა შინაარსის წარწერებს აკეთებდნენ. აღნიშნულ ფაქტს საპროტესტო აქციაზე მყოფი მოქალაქეების გაღიზიანება მოჰყვა. პროტესტის მონაწილეები პარლამენტის წინა შესასვლელთან გადავიდნენ, სადაც რკინის ჯებირებია დამონტაჟებული. ისინი პროტესტის ნიშნად ჯებირებზე და რკინის ღობეზე აბრახუნებენ.

ნათია თურნავამ ევროკავშირის ეკონომიკური და ფინანსური მრგვალი მაგიდის დიალოგში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ ბრიუსელში ევროკავშირის ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში მიიღო მონაწილეობა. დიალოგში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე და სებ-ის საერთაშორისო ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ედილაშვილი. საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების ეკონომიკურ და ფინანსურ დიალოგში წელს პირველად მიიღო მონაწილეობა. წლევანდელ […]

„აქციების დროს ფიზიკური პირების მხრიდან დროშებზე მოთხოვნა შედარებით მეტია“ – არდიექსი

„აქციების დროს ფიზიკური პირების მხრიდან მომართვიანობა შედარებით მეტია ვიდრე ჩვეულებრივ დროს, მოთხოვნა საქართველოს, ევროკავშირის დროშებზეა ან ორივე მათგანზე“ – ამის შესახებ „კომერსანტს“ კომპანია „არდიექსის“ დირექტორმა თემურ დარსაველიძემ უთხრა. მისი თქმით 1,5X1მ-ზე დროშების ღირებულება 40 ლარია. კომპანია „არდიექსი“ ქვეყნის დროშების გარდა კომერციულ დროშებს კომპანიებისთვისაც აწარმოებს, დარსაველიძის თქმით აღნიშნულ დროშებზე ფასი გაცილებით მაღალია, თუმცა ქვეყანაში აქციების, არეულობების […]

„არანაირი ზარი, მუქარა, თხოვნა არ ყოფილა მისი სამსახურიდან გაშვების გამო“ – კახა შენგელია სოსო ბერიკაშვილზე

კავკასიის უნივერისტეტის პრეზიდენტი კახა შენგელია სტუდენტებს მიმართავს და აცხადებს, რომ სოსო ბერიკაშვილის დეკანის პოზიციიდან გათავისუფლება ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ-საზოგადოებრივ პროცესებს უბრალოდ დაემთხვა. „ჩემო ძვირფასო სტუდენტებო, ლექტორებო, პროფესორებო, მასწავლებლებო, ჩემო საყვარელო თანამშრომლებო, რაც სოსო ბერიკაშვილმა დღეს იკადრა არის ღალატი ყველაფრის, სტუდენტების, უნივერსიტეტის, მისი ოჯახის, რასაც თვითონ აკეთებდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. მისი საქციელი არის სამარცხვინო, რადგან ამ […]

ოკუპირებულ აფხაზეთში განაცხადეს, რომ დააკავეს საქართველოს „ჯაშუში”

რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში დააკავეს პირი, რომელიც ეჭვმიტანილია „სახელმწიფო ღალატში საქართველოს სასარგებლოდ“. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების სამსახურის მიერ დღეს, 14 მაისს, გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, „საქართველოს და აფხაზეთის მოქალაქე“ კახა მურადოვი გაგრაში დააკავეს ჯერ კიდევ 24 აპრილს. ე.წ. უშიშროების სამსახურის მტკიცებით, მურადოვის სახლის ჩხრეკისას „ამოღებულია ტექნიკური საშუალებები, რომლებიც მიუთითებს მის კავშირზე საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშურ […]

84 დეპუტატი, ვინც „რუსულ კანონს“ მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა [სია]

საქართველოს პარლამენტმა 84 ხმით მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო „რუსული კანონი“. კანონპროექტს მხარი დაუჭირეს დეპუტატებმა: · გიორგი ბარვენაშვილი · გია ბენაშვილი · ირაკლი (დაჩი) ბერაია · რიმა ბერაძე · მაია ბითაძე · ანზორ ბოლქვაძე · ელისო ბოლქვაძე · მაკა ბოჭორიშვილი · ელგუჯა გოცირიძე · ბექა დავითულიანი · ალექსანდრე დალაქიშვილი · ზაურ დარგალი · ისკო დასენი · […]

დეპუტატების სია, რომლებმაც რუსული კანონი მიიღეს

ქართულმა ოცნებამ 84 დეპუტატის მხარდაჭერით რუსული კანონი მიიღო. სია: · ბარვენაშვილი გიორგი · ბენაშვილი გია · ბერაია (დაჩი) ირაკლი · ბერაძე რამინა · ბითაძე მაია · ბოლქვაძე ანზორი · ბოლქვაძე ელისო · ბოჭორიშვილი მაკა · გოცირიძე ელგუჯა · დავითულიანი ბექა · დალაქიშვილი ალექსანდრე · დარგალი ზაურ · დასენი ისკო · დუგლაძე ზაალი · ენუქიძე ავთანდილ […]

UG: მკვეთრად ვემიჯნებით საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივ განცხადებას

საქართველოს უნივერსიტეტის განცხადებით, მკვეთრად ემიჯნებიან საქართველოს უნივერსიტეტების ერთობლივ განცხადებას. მათი თქმით, მიუღებელია სტუდენტების გაფიცვისთვის დამუნათება! მათი განცხადებით, სანამ სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები საფრთხეებს ხედავენ, უფლება აქვთ და ვალდებულნიც არიან, გვერდზე გადადონ ყველაფერი და დადგნენ სამშობლოს ინტერესების სადარაჯოზე! განცხადება: “მიუღებელია პროფესორ-მასწავლებლების დამუნათება იმისთვის, რომ ისინი ამ პროტესტში უერთდებიან თავიანთ სტუდენტებს! წარმოუდგენელია პოლიტიკური პროცესებიდან საუნივერსიტეტო საზოგადოების სრული იზოლაცია, […]

ზაზა თავაძე გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს ტოვებს

ზაზა თავაძე გრიგოლ რობაძის უნივერსიტეტს ტოვებს. რობაქიძის უნივერსიტეტი ერთ-ერთია, რომელმაც უნივერსიტეტების საერთო განცხადებას ხელი მოაწერა. “გთხოვთ, შემიწყვიტოთ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის პროფესორის სტატუსი”, – წერს თავაძე.

პესკოვი: საქართველოს საშინაო საქმეებში გარედან ერევიან, მაგრამ არა რუსეთი

კრემლში საქართველოს საშინაო საქმე უწოდეს „აგენტების კანონის“ მიღებას და განაცხადეს, რომ ამ საქმეებში გარედან ერევიან, მაგრამ არა რუსეთი. რუსული მედიასაშუალებების ცნობით, პრეზიდენტ პუტინის პრესმდივან დმიტრი პესკოვს მოსკოვში დღეს, 14 მაისს გამართულ ბრიფინგზე ჰკითხეს სიტუაციაზე, რომელიც საქართველოში შეიქმნა „უცხოეთის აგენტების“ კანონის პარლამენტში განხილვის გამო. პესკოვის პასუხის თანახმად, „არაერთხელ თქვეს, რომ ეს აბსოლუტურად საქართველოს საშინაო საქმეა“, რომელშიც […]