ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად – რობერტა მეცოლა

“თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას. მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად”, – წერს ის. საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც მოქალაქეები “აგენტების კანონის” მიღებას აპროტესტებენ. პოლიცია მოქალაქეებს აკავეს. დღეს, 14 მაისს, პარლამენტმა მესამე, საბოლოო მოსმენით “აგენტების კანონი” […]

გაეროს საქართველოს წარმომადგენლობა წუხილს გამოთქვამს „აგენტების კანონის“ მიღების გამო

„აგენტების კანონის“ მიღებას განცხადებით გამოეხმაურა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია საქართველოში. ის წუხილს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს. „კანონის მიღება საფრთხეს უქმნის გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებას და აფერხებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის, როგორც ქართული დემოკრატიის მთავარი საყრდენის საქმიანობას. სხვა საფრთხეებთან ერთად, ამ კანონმა შეიძლება დააბრკოლოს სამოქალაქო საზოგადოების მიერ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური […]

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: “თბილისო, ჩვენი გვესმის შენი, გხედავთ”

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ევროპას ესმის ქართველების ხმა. ამის შესახებ რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელ X-წერს, მათ შორის, ქართულ ენაზეც. “თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას. მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს. ჩვენ ვდგავართ ქართველ […]

“დიახ მეგობრებო ლაზარე ისევ დაიჭირეს!” – ლაზარე გრიგორიადისის დედა

რუსთაველის გამზირზე, საქართველოს პარლამენტთან დაკავებულებს შორის ერთ-ერთი 2023 წლის მარტის აქციების მონაწილე, ლაზარე გრიგორიადიასი. მის დაკავებას “რადიო თავისუფლებას” დედა უდასტურებს. ის დაკავების მომენტში რუსთაველის გამზირზე არ იმყოფებოდა, თუმცა იქ მყოფი ლაზარეს მეგობრისგან აქვს დაკავების შესახებ ინფორმაცია. “დიახ მეგობრებო, ლაზარე ისევ დაიჭირეს და ჩვენც მიგვაყოლებენ,თუ ეს დამპალი რეჟიმი არ გაუყენეთ ციმბირის გზას!” – დაწერა მან შვილის […]

„ამ კანონის მიღება არის სილის გაწვნა საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“ – სენატორი ჯიმ რიში

„ამ კანონის მიღება არის სილის გაწვნა საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის, რომელთაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს“ – სენატორი ჯიმ რიში სენატორი ჯიმ რიში ე.წ. „რუსული კანონის“ მესამე მოსმენით მიღებას ახმიანება: „დღეს, კანონის მიღებით, რომელიც დიდ ზიანს აყენებს სამოქალაქო საზოგადოებას, საქართველოს მთავრობამ ნათლად აჩვენა, რომ არ არის დაინტერესებული ევროპული მომავალით. ამ კანონის მიღება არის სილის გაწვნა საქართველოს მოსახლეობის 80%-ისთვის, […]

სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები და მიეცეთ მათ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა

სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს, არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები და მიეცეთ მათ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გამოიყენოს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ სპეციალური საშუალებები და მიეცეთ მათ კონსტიტუციით გარანტირებული შეკრების უფლებით სარგებლობა,- ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ამჟამად აღარ დგას მთლიანად […]

„ტვინების გადინებას” ექნება კატასტროფული შედეგი ამ ქვეყნისთვის – მიხაილ როთი

„ტვინების გადინებას” ექნება კატასტროფული შედეგი ამ ქვეყნისთვის – მიხაილ როთი „თუ ახალგაზრდა თაობა დაკარგავს ნდობას საკუთარი ქვეყნის მიმართ, ისინი დატოვებენ ქვეყანას და „ტვინების გადინებას” ექნება კატასტროფული შედეგი ამ ქვეყნისთვის”, – ასე გამოეხმაურა რუსული კანონის მიღებას, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, მიხაილ როთი. მისი თქმით, რუსეთს სურს, რომ უკრაინის შემდეგ საქართველო გადასანსლოს […]

სპილენძის ფასმა ორწლიან მაქსიმუმს მიაღწია

გლობალური სპილენძის ფასები ბოლო ორი თვის განმავლობაში 28%-ით გაიზარდა, იტყობინება MarketWatch. 13 მაისს, Comex-ზე ვაჭრობის შედეგად, ლითონის ივლისის ფიუჩერსების კვოტირებები გაიზარდა 2,2%-ით და ფუნტზე 4,766 აშშ დოლარი შეადგინა. Dow Jones Market Data-ის თანახმად, ეს ყველაზე მაღალი დონეა 2022 წლის 18 აპრილის შემდეგ. ისტორიული რეკორდი არის $4,9375 ფუნტზე, რომელიც 2022 წლის 4 მარტს დაფიქსირდა. სპილენძის ფასების […]

როთი: ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის, მოუსმინეთ შვილებს

ტვინების გადინება იქნება სრული კატასტროფა თქვენი ქვეყნისთვის. ეს არის ჩემი გზავნილი. მე ვარ მუშათა კლასის წარმომადგენელი, ვიცი რა სურთ ამ ხალხს, ვინც ქუჩაშია, მათ სურთ პერსპექტივა შვილებისთვის, სამუშაო ადგილები, უსაფრთხოება, მაგრამ ასეთი გარემოებების თვალსაზრისით ძალიან ძნელია ქვეყნის დაცვა, რადგან რუსეთის იმპერიის მადა, თქვენც შეგსანსლოთ უკრაინის შემდეგ… არ ვარ ისე, რომ თქვენ გასწავლოთ ჭკუა იმიტომ, რომ […]

“ქართველი ხალხი მოიგებს ბრძოლას რუსული სტილის ტირანიის წინააღმდეგ” – გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატი

უცხოეთის აგენტების კანონის მიღება უგულებელყოფს და დიამეტრულად ეწინააღმდეგება ქართველ ხალხში დიდძალ პროევროპულ და დემოკრატიულ დამოკიდებულებას. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი [ქართველი ხალხი] მოიგებენ ამ ბრძოლას თავისუფლებისთვისა და დემოკრატიისთვის, რუსული სტილის ტირანიის წინააღმდეგ.