Edison Research: 73% თვლის, რომ რუსული კანონი EU-ს წევრობის შანსებს შეასუსტებს

Edison Research-ის კვლევით, მოსახლეობის 73% თვლის, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უფრო სავარაუდოა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები შესუსტდება, 27% კი მიიჩნევს, რომ რუსული კანონი ამ შანსს გააძლიერებს. ფორმულას ინფორმაციით, გამოკითხვა ჩატარებულია 16-26 აპრილის შუალედში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ცდომილების ზღვარი +/-3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.
როგორი ამინდი იქნება 18 მაისამდე – გარემოს სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 მაისამდე საქართველოში შენარჩუნდება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +18, +20 გრადუსი იქნება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 15 მაისს გამოიდარებს, ხოლო 16-17 მაისს ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +17, +19 გრადუსი იქნება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, […]
მნიშვნელოვანია პროდასავლური პარტიების, ოპოზიციის გაერთიანება – ენმ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში აცხადებენ, რომ ამ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია პროევროპული და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების გაერთიანება. პარტიის პოზიციის შესახებ ენმ-ის თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ მზად არიან ყველანაირი დიალოგისთვის. ხაბეიშვილი ასევე მიესალმება ლელოს პოზიციას პარტიებს შორის თავდაუსხმელობაზე. “ქართულმა ოცნებამ ფაქტობრივად დაარღვია კონსტიტუცია, ცვლიან საქართველოს საგარეო კურსს. ენმ-ის პოზიციაა, მოდი, ღიად და პირდაპირ ვთქვათ, ყველანაირი […]
ფოტიგა ოცნებაზე: ცხადად მოქმედებენ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ

ძალიან ცუდი სიახლე გავიგეთ საქართველოდან. ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის დავალებით საქართველოს ხელისუფლებამ გადაწყვიტა ქართულ საზოგადოებას დაუწესოს რუსული სტილის კანონი უცხოეთის აგენტების შესახებ. ისინი ცხადად მოქმედებენ ქართველი ხალხის უმრავლესობის ნების წინააღმდეგ. საქართველოს პარლამენტმა მიიღო ეს კანონი, რათა ძირი გამოუთხაროს საქართველოს პროდასავლურ და ევრო-ატლანტიკურ გზას. ჩვენ კვლავ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, წარმატებას გისურვებთ თქვენ გზაზე დასავლური სტრუქტურებისკენ. შეინარჩუნეთ […]
Edison Research: 68% თვლის, რომ “გამჭვირვალობის კანონი” საჭირო არ არის

ტელეკომპანია ფორმულას დაკვეთით Edison Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 68% თვლის, რომ საქართველოში რუსული კანონი საჭირო არ არის, ხოლო 32%-ის აზრით კანონი საჭიროა. ფორმულას ინფორმაციით, გამოკითხვა ჩატარებულია 16-26 აპრილის შუალედში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ცდომილების ზღვარი +/-3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.
როთი: სახელმწიფო უნივერსიტეტში არ ვუნდოდით, ამიტომ სტუდენტებს სხვაგან შევხვდით

სახელმწიფო უნივერსიტეტში არ ვუნდოდით, ამიტომ სტუდენტებს სხვაგან შევხვდით. მადლობა გუნდს კონრად ადენაუერის ფონდში. ქედს ვიხრი ქართველი ახალგაზრდობის წინაშე, რომლებსაც პროევროპულ დემონსტრაციას მუქარის შემცველი სატელეფონო ზარებიც და ცრემლსადენი გაზიც ვერ შეაჩერებინებს.
ხაზარაძე: უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა

ოცნებამ მესამე მოსმენით გააფორმა მოღალატეობრივი გადაწყვეტილება, რომელიც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ხალხის ნებას და ჩვენს დეკლარირებულ ისტორიულ არჩევანს – ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. რუსული სპეცოპრაციით, რუსული კანონის მესამე მოსმენით ქართულმა ოცნებამ შეცვალა საქართველოს გეოპოლიტიკური კურსი და გეზი აიღო რუსეთისკენ. უკვე დოკუმენტით დაადასტურეს, რომ ისინი ემსახურებიან რუსეთს. დღეს ქართული ოცნების მოღალატეობრივმა პოლიტიკამ წერტილი დაუსვა ამ მთავრობის მიერ ქვეყნის ევროინტეგრაციის წარმართვის […]
საპოლიციო ძალები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ

სამართალდამცველები, რომელთაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სრულად ჰქონდათ დაკავებული ტერიტორიას უკუსვლით ტოვებენ. აქციის მონაწილეები სამართალდამცავების ამ ქმედებას შეძახილებით შეხვდნენ. სამართალდამცავების ნაწილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის მიმართულებით უკუსვლით მიდის. რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე, კერძოდ კი ჭიჭინაძის ქუჩაზე, ჩიტაძის ქუჩასა და ასევე, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი და შსს-ს სხვა დანაყოფები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ გალაგებულები. ადგილზე ასევე მობილიზებული […]
ჟიგიმანტას პავილიონისი – „ქართული კოშმარი“ ახლა ყველაზე ცუდებთან შეჯიბრში იღებს მონაწილეობას, ეს უკუმიმართულებაა – ევროკავშირში მოხვედრის შანსიც კი არ არსებობს, მხოლოდ საუკეთესოები შევლენ იქ

„ქართული კოშმარი“ ახლა ყველაზე ცუდებთან შეჯიბრში იღებს მონაწილეობას, ეს უკუმიმართულებაა. ევროკავშირში მოხვედრის შანსიც კი არ არსებობს, მხოლოდ საუკეთესოები შევლენ იქ, ესენი საუკეთესოები არ არიან, ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჟიგიმანტას პავილიონისმა ევროპელ კოლეგებთან ერთად საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა. “შეხედეთ ისტორიას. 1997 წლის ლიეტუვა მეტ-ნაკლებად საქართველოსავით იყო. ბრიუსელს არ ვუსმენდით: “ოჰ, ეს ევროპელები, […]
ლატვიის პრეზიდენტი – საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „უცხოური აგენტების კანონი“ შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “უცხოური აგენტების კანონი” შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან, – ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “უცხოური აგენტების კანონი” შეუსაბამოა ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან. ლატვიის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრების თბილისში ვიზიტი კარგი შესაძლებლობაა გულწრფელი დისკუსიისთვის. ამავდროულად, საქართველოს ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, პატივი […]