“ქვეყანაში ლურჯი ტერორია, ჩამოუშვეს რკინის ფარდა” – გია ხარჩილავა

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა: ძალადობენ კონსტიტუციაზე, ხოლო რუსთაველზე სამართალდამცავები და ქართული ოცნება ძალადობს საქართველოს მოსახლეობაზე. ასე ვთქვათ, ქვეყანაშია ტერორია ლურჯი. ამ კანონის ინიცირება, სწორედ იმას ემსახურება, რომ მათ ჩამოუშვან რკინის ფარდა, განავითარონ საკუთარი იდეოლოგიური პლატფორმა, რაც გულისხმობს დასავლეთის ფხიზელი თვალის გაძევებას. მათ არ სჭირდებათ ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციები, სამონიტორინგო მისიები არჩევნებზე, რათა სრული დიქტატურა დაამყარონ […]

„ინგოროყვაში მიყავთ, დალეწილი ვარო!“ – დავით ქაცარავას მეუღლე ინფორმაციას ავრცელებს

რუსთაველზე, პოლიციამ აქციაზე დავით ქაცარავა დააკავა. აქამდე უცნობი იყო სად გადაიყვანეს სამოქალაქო აქტივისტი და როგორია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ცოტა ხნის წინ ქაცარავას მეუღლემ, სოფია ხაჭაპურიძემ ინფორმაცია გაავრცელა: „ინგოროყვაში მიყავთ, დალეწეილი ვარო! დაარეკინეს ჩამთან!“

პრეზიდენტისა და ჯიმ ო’ბრაიენის შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს გაგრძელდა, საუბრის შინაარსი საჯარო არ არის

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს, საათნახევრი გაგრძელდა – პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, საათნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა. მათივე ცნობით, საუბრის შინაარსი საჯარო არ არის.

ჯიმ ო’ბრაიანი “ქართული ოცნების” ოფისში მივიდა

ჯიმ ო’ბრაიანი “ქართული ოცნების” ოფისში მივიდა “პირველების” ინფორმაციით, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიანი “ქართული ოცნების” ოფისში იმყოფება. ამერიკელ მაღალჩინოსანს ავტომობილი “პირველების” კამერამ სწორედ მმართველი პარტიის ოფისში გადაიღო. ჩვანთვის მოწოდებული ინფორმაციით, ჯიმ ო’ბრაიან პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდება. უცნობია, დაესწრებიან თუ არა ამ აუდიენციას მმართველი პარტიის სხვა ლიდერები. ამერიკის მღალჩინოსანი უკვე […]

„ასე გაწევრების შანსი არ იქნება“ – ლიეტუვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე

„ასე ევროკავშირში შესვლის შანსი არ იქნება“, – აცხადებს ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავიოლიონისი საქართველოს პარლამენტის მიერ „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით მიღების შემდეგ. იგი თბილისში იმყოფება სხვა ევროპელ კოლეგებთან ერთად. რადიო თავისუფლების კითხვაზე, რას ეტყვის ადამიანებს, რომლებიც მხარს უჭერენ საქართველოს ევროინტეგრაციას, ამავდროულად კი არიან „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები და რომელთაც „ქართული ოცნება“ 2030 წლისთვის […]

საია: შსს ისევ არღვევს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას

არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” აცხადებს, რომ შსს ისევ არღვევს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას და აგრძელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობას. საია მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დარღვევა და ხელი აიღოს აქციების დარბევის კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ და ძალადობრივ პრაქტიკაზე. ორგანიზაცია, ასევე მოუწოდებს სპეციალური დანიშნულების რაზმის თანამშრომლებს, არ შეასრულონ უკანონო […]

„ლელო“ და ენმ საპარლამენტო ბოიკოტს აცხადებენ

პარტიები “ლელო” და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში გადადიან. “ქართულმა ოცნებამ თქვა, რომ ისინი არ არიან ქართველი ხალხის მხარეს და ემსახურებიან საქართველოს ოკუპანტს, რუსეთს. ქართველი ხალხის ისტორიული არჩევანის დაცვა, ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის დაცვა, ჩვენი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია. ამ ბრძოლაში ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენთანაა ქართველი ხალხი, ქართული ოპოზიცია, რომელიც რუსული ხელისუფლების […]

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე გამჭვირვალობის კანონის მიღებას ეხმაურება

გურიაში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე გამჭვირვალობის კანონის მიღებას ეხმაურება: “განვითარების, სუვერენიტეტის განმტკიცებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის გამჭვირვალობას არ აქვს ალტერნატივა! მჯერა, რომ ჩვენი ქვეყანა ღირსებით გააგრძელებს სვლას ევროპისკენ და დაიკავებს ღირსეულ ადგილს ევროპულ ოჯახში. კი ქართულ კანონს! კი გამჭვირვალობას! კი ევროპას! ღმერთმა დალოცოს საქართველო! ღირსებით ევროპისკენ“- წერს გიორგი ურუშაძე.

საპოლიციო ძალები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ

სამართალდამცველები, რომელთაც პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია სრულად ჰქონდათ დაკავებული ტერიტორიას უკუსვლით ტოვებენ. აქციის მონაწილეები სამართალდამცავების ამ ქმედებას შეძახილებით შეხვდნენ. სამართალდამცავების ნაწილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შენობის მიმართულებით უკუსვლით მიდის. რუსთაველის გამზირის მთელ პერიმეტრზე, კერძოდ კი ჭიჭინაძის ქუჩაზე, ჩიტაძის ქუჩასა და ასევე, რუსთაველის გამზირზე სპეცრაზმი და შსს-ს სხვა დანაყოფები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ გალაგებულები. ადგილზე ასევე მობილიზებული […]

73% თვლის, რომ რუსული კანონი EU-ს წევრობის შანსებს შეასუსტებს – Edison Research

Edison Research-ის კვლევით, მოსახლეობის 73% თვლის, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, უფრო სავარაუდოა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები შესუსტდება, 27% კი მიიჩნევს, რომ რუსული კანონი ამ შანსს გააძლიერებს. ფორმულას ინფორმაციით, გამოკითხვა ჩატარებულია 16-26 აპრილის შუალედში. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ცდომილების ზღვარი +/-3%, 95%-იანი სანდოობის დონისთვის.