პოლიციამ აქციის დარბევა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე დაიწყო – საია

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) შეფასებით, რუსული კანონის მიღების შემდეგ, პარლამენტის წინ შეკრებილი მოქალაქეების დაშლა პოლიციამ უსაფუძვლოდ დაიწყო. მათი განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არღვევს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. “შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას […] მიმდინარე აქციას მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა და კვლავ აქვს მშვიდობიანი […]

„მართლა გეპეი ხართ…“ „რა ხარისხიანი განათლებააა????!!!!!! დასაჭერია ნახევარი ადმინისტრაცია კორუფციის და ნეპოტიზმის წუმპეა მთელი უნივერსიტეტი!!! კორუმპირებულებო!!!!“

„მართლა გეპეი ხართ…“ „რა ხარისხიანი განათლებააა????!!!!!! დასაჭერია ნახევარი ადმინისტრაცია კორუფციის და ნეპოტიზმის წუმპეა მთელი უნივერსიტეტი!!! კორუმპირებულებო!!!!“ უნივერსიტეტების ერთობლივი განცხადება, რომელსაც საპატიო მეორე ნომრად ტექნიკური უნივერსიტეტი აწერს ხელს, სტუ-ს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეც განათავსეს. ამ ფაქტმა მოქალაქეები ძალიან გააბრაზა, რაც კომენტარებში გამოხატეს: „როცა ახალგაზრდები ამ მასშტაბის წინააღმდეგობას გიწევენ, ვისი იმედი გაქვთ მართლა მაინტერესებს, საბჭოთა ნომენკლატურის მემკვიდრე პროფესურის […]

“84-მა კომუნისტმა უკვე დაამტკიცა ეს კანონი, მას ქართველი ხალხი უკან წავაღებინებთ” – კლდიაშვილი

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” (IDFI) თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი კლდიაშვილი, მედიასთან აცხადებს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, ჯიმ ო’ბრაიენმა მკაფიო გზავნილები გააჟღერა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს – კლდიაშვილი ერთ-ერთია, ვინც ო’ბრაიენთან სამოქალაქო საზოგადოების შეხვედრაზე იმყოფებოდა. “ძალიან მკაფიო გზავნილი იყო ბატონი ო’ბრაიენისგან, რომ აშშ დგას ქართველი ხალხის გვერდით. ისინი გააკეთებენ ყველაფერს საქართველოში დემოკრატიის, […]

„მეგობრებო, ლაზარე ისევ დაიჭირეს და ჩვენც მიგვაყოლებენ, თუ ეს დამპალი რეჟიმი ციმბირის გზას არ გავუყენეთ“ – ლაზარე გრიგორიადისის დედის განცხადება

დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით გამჭვირვალობის კანონი დაამტკიცა. პარლამენტთან ხალხის ნაკადი არ წყდება. სულ ცოტა ხნის წინ სპეცრაზმმა მშვიდობიანი მომიტინგეები წიწაკის სპრეით დაარბია. ემზადებიან წყლის ჭავლის გამოსაყენებლადაც. ცოტა ხნის წინ ლაზარე გრიგორიადისი, რომელიც სულ რაღაც ერი კვირის წინ გაათავისუფლეს ციხიდან, კვლავ დააკავეს. შეგახსენებთ, რომ ლაზარე პრეზიდენტმა შეიწყალა. „დიახ მეგობრებო ლაზარე ისევ დაიჭირეს და ჩვენც მიგვაყოლებენ,თუ ეს […]

წიწაკის სპრეი მშვიდობიანი აქტივისტების წინაანღმდეგ – რა ხდება აქციაზე

დღეს პარლამენტმა მესამე მოსმენით გამჭვირვალობის კანონი დაამტკიცა. პარლამენტთან ხალხის ნაკადი არ წყდება. სულ ცოტა ხნის წინ სპეცრაზმმა მშვიდობიანი მომიტინგეები წიწაკის სპრეით დაარბია. ემზადებიან წყლის ჭავლის გამოსაყენებლადაც. “ბავშვებს აკავებდნენ და სპრეი შეასხეს”, – წერს გეგუჩაძე.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია – სალომე ზურაბიშვილისა და ჯიმ ო’ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს გაგრძელდა – საუბრის შინაარსი საჯარო არ არის

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ჯიმ ო’ბრაიენის შეხვდა. პრესსამსახურის ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს, საათ-ნახევრი გაგრძელდა. „საათ-ნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი […]

საია: შსს აგრძელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოაციაციის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას. “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები აკვირდებიან პარლამენტის მიმდებარე საპროტესტო აქციას, როგორც ადგილზე, ისე მედიის საშუალებით. მიმდინარე აქციას მთელი დღის განმავლობაში ჰქონდა და კვლავ აქვს მშვიდობიანი ხასიათი. მიუხედავად ამისა, საპოლიციო ძალებმა ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე […]

ენმ როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ყველა საკრებულოში ბოიკოტს აცხადებს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა როგორც საპარლამენტო საქმიანობაში, ისე ყველა მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბოიკოტს აცხადებს. ეს პარტიის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა თქვა. “ჩვენ ვწყვეტთ საპარლამენტო მუშობას. ერთადერთი ვეტოს რეჟიმში ცხადია ბოლომდე ვიბრძოლებთ რუსული კანონის წინააღმდეგ. 500-მდე საკრებულოს წევრი საქართველოს სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონში წყვეტს მუშაობას საკრებულოებში. მნიშვნელოვანია საზოგადოებას ახლა დადგა დრო, გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, მათ შორის გაფიცვებთან […]

400-ზე მეტი არქიტექტორი და დიზაინერი: მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას გაწვეული რუსული კანონი!

400-ზე მეტი არქიტექტორი და დიზაინერი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და ითხოვს, დაუყოვნებლივ გაიწვიონ რუსული კანონი. მათი თქმით, ითხოვენ, შეწყდეს ძალადობრივი ქმედებები საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ. “ქვეყანაში შექმნილი პოლარიზაციის, ძალადობრივი გარემოსა და იმ უკანონო ქმედებების გათვალისწინებით, რასაც რუსული კანონის მისაღებად საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს, ქართველი არქიტექტორები და დიზაინერები ჩვენი პოზიციის დასაფიქსირებლად ვერთიანდებით! მიგვაჩნია, რომ კანონი საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, […]

ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი: მოვუწოდებ ოცნებას, შეცვალოს კურსი, გააუქმოს კანონმდებლობა

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში ნუსრათ ღანი რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ პარტნიორების მსგავსად, ბრიტანეთიც კატეგორიულად ეწინააღმდეგება ამ კანონმდებლობის შემოღებას. ნუსრათ ღანი აცხადებს, რომ დღეს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩს ესაუბრა და განუცხადა, რომ ღრმა შეშფოთებით აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს. “საქართველოში სცენები შოკისმომგვრელია – და როგორც საქართველოს მეგობრები, ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს სიმშვიდისა […]