გაერთიანებული სამეფო: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს ეს კანონი

“კადრები საქართველოდან შოკისმომგვრელია. როგორც საქართველოს მეგობრები, ყველა მხარეს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ. დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენი სხვა პარტნიორების მსგავსად, გაერთიანებული სამეფო ძირეულად ეწინააღმდეგება ამ კანონს. ეს კანონი და თანმხლები, დაგეგმილი ქმედებები რომელთა მიზანია აქციის მონაწილეთა დაშინება, არ შეესაბამება ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს და საფრთხის ქვეშ აყენებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ […]

გახარია: დასრულებული ოცნების ბოლო დღეები არჩევნებამდე გონიერებით უნდა მივიყვანოთ

ის გაბრაზება, რომელიც დღეს უზარმაზარია თბილისის ქუჩებში, აბსოლუტურად ლეგიტიმურია. ამ ადამიანებს აქვთ გაბრაზების უფლება. მე მიჭირს მათ გონიერებისა ან ზომიერებისკენ მოვუწოდო, მაგრამ ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ემოციები უნდა ვმართოთ და ვიყოთ თავდაჯერებულები. გონიერებით უნდა მივიყვანოთ დასრულებული ოცნების ბოლო დღეები არჩევნებამდე.

აქციაზე დავით ქაცარავას პოლიცია სასტიკად გაუსწორდა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიცია სასტიკად გაუსწორდა. ის რამდენიმე საათის წინ ძალის გამოყენებით დააკავეს. ქაცარავას დაზიანებები სახეზე აქვს მიყენებული. ის კლინიკაში გადაიყვანეს. პარლამენტთან მიმინდინარე მშვიდობიან აქციაზე დიდი რაოდეობით საპოლიციო ძალები იყო მობილიზებული. დააკავეს რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ლაზარე გრიგორიადისი.

გახარია: ვითანამშრომლებთ ყველა პლატფორმაზე ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად

ჩვენ დღესაც ვთანამშრომლობთ ქალბატონ პრეზიდენტთან ამ პლატფორმის განხილვის თვალსაზრისით და ყველგან იქ, სადაც საქართველოს ევროპული მომავალი იქნება დასაცავი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვის მიერ იქნება ორგანიზებული, ან ვისი ინიციატივა იქნება. დღეს ყველა საქართველოს მოქალაქის ეროვნული ამოცანაა დავიცვათ ჩვენი შვილების ევროპული მომავალი. თქვა საქართველოსთვის ლიდერმა გიორგი გახარიამ TV პირველის ეთერში. მამუკა ხაზარაძემ რუსული კანონის მიღების შემდეგ […]

ქაცარავას ცოლი: დალეწილი ვარო, ჩემთან დაარეკინეს

ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ცოლი, სოფია ხაჭაპურიძე Facebook-ზე წერს, რომ დაკავებული ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაში გადაჰყავთ. “ინგოროყვაში მიჰყავთ. დალეწილი ვარო, ჩემთან დაარეკინეს”. – წერს ქაცარავას ცოლი. დავით ქაცარავა დღეს, 14 მაისს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე დააკავეს.

მეუღლის ინფორმაციით, დაკავებული და ნაცემია “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრი დავით ქაცარავა

ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ წევრის, დავით ქაცარავას მეუღლის, სოფია ხაჭაპურიძის ინფორმაციით, დავით ქაცარავა დაკავებული და ნაცემია. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დავით ქაცარავა ინგოროყვას კლინიკაში მიჰყავთ. „ინგოროყვაში მიჰყავთ, დალეწილი ვარო! დაარეკვინეს ჩემთან!“ – წერს სოფია ხაჭაპურიძე.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე – კანონი, რომელიც დღეს დაამტკიცეს, არის ძალიან არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი – ამ კანონის შესწორება არ გაალამაზებს სურათს

ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ განვაცხადოთ, კანონი, რომელიც დღეს დაამტკიცეს, არის ძალიან არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, – ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პაველ ფიშერმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრა. „ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ განვაცხადოთ, კანონი, რომელიც დღეს დაამტკიცეს, არის ძალიან არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი. ამ კანონის შესწორება არ […]

საია – მოვუწოდებთ შსს-ს, ხელი აიღოს აქციების დარბევის კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ და ძალადობრივ პრაქტიკაზე

მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს მშვიდობიანი დემონსტრანტების შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დარღვევა და ხელი აიღოს აქციების დარბევის კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ და ძალადობრივ პრაქტიკაზე, – ამის შესახებ განცხადებას საია ავრცელებს. როგორც საია-ს განცხადებაშია აღნიშნული, შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დარღვევის და მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არასათანადო მოპყრობის პრაქტიკას. „”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენლები აკვირდებიან […]

პოლონეთის საგარეო: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს NGO-ებისა და მედიის რეპრესიები

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსულ კანონთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და ქართულ ოცნებას მოუწოდებს, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები შეწყვიტოს. “ჩვენ გამოვთქვამთ ღრმა იმედგაცრუებას საქართველოს პარლამენტის მიერ “გარე გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის მიღების გამო, რომელიც საქართველოს ევროკავშირისგან აშორებს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეწყვიტოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიის რეპრესიები”, – ნათქვამია განცხადებაში. We express our deep disappointment […]

ადმინისტრაცია: ო’ბრაიენის და პრეზიდენტის შეხვედრა დიდხანს გაგრძელდა, შინაარსი არაა საჯარო

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს პრეზიდენტისა და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ჯიმ ო’ბრაიენის პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს, საათ-ნახევარი გაგრძელდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის შინაარსი საჯარო არ არის. “საათნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა”- ნათქვამია განცხადებაში. ჯეიმს ო’ბრაიენი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. დღეს […]