აქციაზე დაკავებული ქაცარავა სასტიკადაა ნაცემი

დავით ქაცარავა, რომელიც პოლიციამ აქციაზე დააკავა, სასტიკად არის ნაცემი. მას სახეზე ეტყობა მძიმე დაზიანებები. „ინგოროყვაში მიყავთ, დალეწეილი ვარო! დაარეკინეს ჩამთან!“ — წერს სოფო ხაჭაპურიძე, დავით ქაცარავას ცოლი. ქაცარავას დაკავება პირდაპირ ეთერში გადასცა არაერთმა ტელეარხმა, სადაც ჩანს, რუსთაველის გამზირზე, პოლიციელთა კორდონისგან მოშორებით მდგარს როგორ მისცვივდნენ პოლიციელები და შეათრიეს კორდონს მიღმა. მას დაკავების მომენტში სახეზე დაზიანებები არ […]

შსს: პარლამენტთან ადმინისტრაციული წესით აქციის 13 მონაწილე დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე ადმინისტრაციული წესით 13 ადამიანი დააკავეს. მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებიან. “პარლამენტში მიმდინარე კენჭისყრის დასრულების შემდეგ, აქციის მონაწილეებმა დაიწყეს, რუსთაველის გამზირზე მდებარე საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელში მოწყობილი რკინის დამცავი ღობის მიზანმიმართული დაზიანება და შედეგად მოახერხეს პარლამენტის ტერიტორიაზე შეღწევა. გარდა ამისა, პარლამენტის შენობაზე საღებავებით გააკეთეს სხვადასხვა […]

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი – მასობრივი პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად “უცხოური აგენტების კანონის” მიღება საქართველოს მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობებს დააზიანებს

მასობრივი პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად “უცხოური აგენტების კანონის” მიღება საქართველოს დიდი ხნის მეგობრებთან და პარტნიორებთან ურთიერთობებს დააზიანებს. ამის შესახებ განცხადებას ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ესპენ ბარტ ეიდე ავრცელებს. “მასობრივი პროტესტისა და შეშფოთების მიუხედავად “უცხოური აგენტების კანონის” მიღება ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიას, საფრთხის ქვეშ აყენებს მისი ევროპული ინტეგრაციის გზას და ურთიერთობებს დააზიანებს დიდი ხნის მეგობრებთან და […]

ლევან ხაბეიშვილი – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” 500-მდე საკრებულოს წევრი სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში საქმიანობას წყვეტს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წყვეტს როგორც საპარლამენტო საქმიანობას, ასევე 500-მდე საკრებულოს წევრი სხვადასხვა ქალაქებსა და რაიონებში საქმიანობას. დადგა დრო გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლება, მათ შორის გაფიცვებთან მიმართებით. ბრძოლა ევროპული მომავლისთვის გადის თითოეული ქართველის მხარზე , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის მხარზე გადის […]

სალომე ზურაბიშვილსა და ჯიმ ო’ბრაიენს შორის შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს გაგრძელდა

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, პირისპირ შეხვედრა დათქმულ დროზე მეტხანს, საათ-ნახევრი გაგრძელდა. საათნახევრიანი პირისპირ შეხვედრის გამო, გაუქმდა პრეზიდენტისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით დაგეგმილი შეხვედრა. საუბრის შინაარსი საჯარო არ არის. ჯიმ ო’ბრაიენმა, საქართველოში […]

გახარიას თქმით, ყველა პლატფორმასთან ითანამშრომლებენ ევროპული მომავლის დასაცავად

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ითანამშრომლებენ ნებისმიერ პლატფორმასთან, სადაც აუცილებელი იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივის დაცვა. ეს განცხადება მან TV პირველის ეთერში გააკეთა და პარტია ლელოს ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა, რომელშიც მამუკა ხაზარაძის თქმით, უმნიშვნელოვანესი იქნება პრეზიდენტთან მჭიდრო კოორდინაცია. “ჩვენ დღესაც ვთანამშრომლობთ ქალბატონ პრეზიდენტთან ამ მიმართულებით ამ პლატფორმის […]

პოლიციამ აქციაზე 13 ადამიანი დააკავა

პოლიციამ პარლამენტთან მშვიდობიან აქციაზე 13 ადამიანი დააკავა. უწყება ირწმუნება, რომ “აქცია სრულად გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ფარგლებს და მიიღო ძალადობრივი ხასიათი”. შსს-ს ცნობით, მოქალაქეები კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს. დღეს ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონს ხმა 84-მა დეპუტატმა დაუჭირა. სხდომის პარალელურად […]

„ქართველი იმპორტიორები დაიწყებენ საწვავის შემოტანას რუსეთის არასანქცირებადი ქარხნებიდანაც“ – გიორგი კაპანაძე

რუსეთის არასანქცირებადი ქარხნებიდან საწვავის შემოტანა შესაძლოა, ისევ დაიწყოს. როგორც ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ტრეიდერმა გიორგი კაპანაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, ამ დროისთვის ადგილობრივ ბაზარზე 92 ტიპის რეგულარის ბენზინის დეფიციტია, რაც ფასის მატების ერთ-ერთი განმაპირობებელია. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ზღვიდან საწვავის მოწოდების ფორმულა შესაძლოა, შეიცვალოს, შესაბამისად, ფასი დასტაბილურდება და შესაძლოა, უახლოეს მომავალში 5-7 თეთრის ფარგლებში გაიაფდეს კიდეც. „ამ ეტაპზე […]