მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს ეს კანონი – გაერთიანებული სამეფო

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაიწვიოს ეს კანონი – გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო რუსული კანონის მესამე მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს: „კადრები საქართველოდან შოკისმომგვრელია. როგორც საქართველოს მეგობრები, ყველა მხარეს მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ. დღეს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. ჩვენი სხვა პარტნიორების მსგავსად, გაერთიანებული სამეფო ძირეულად ეწინააღმდეგება ამ კანონს. ეს კანონი და თანმხლები, დაგეგმილი […]
12 მაისს ნარდში “საქართველოს ჩემპიონატი 2024” მე-5 ტურის მატჩები გაიმართა.

12 მაისს ნარდში “საქართველოს ჩემპიონატი 2024” მე-5 ტურის მატჩები გაიმართა. პროფესიონალთა ლიგაში ტურის გამარჯვებული ბაქარ მათიკაშვილი გახდა, ხოლო პირველ ლიგაში ტური ალექსანდრე ჩაჩანიძემ მოიგო. პროფესიონალთა ლიგის საპრიზო ხუთეული: I ადგილი – ბაქარ მათიკაშვილი II ადგილი -მარინა პირველი III ადგილი – ლევან ნინიძე IV ადგილი – ალექსეი ჭანტურიძე V-VIII ადგილი – რამაზ უკლება V-VIII ადგილი – […]
პოლიციამ „ინდიგოს“ ჟურნალისტს ანტირუსულ აქციაზე კამერა წაართვა, რომლითაც იღებდა

ონლაინ გამოცემა „ინდიგოს“ ჟურნალისტ საბა სორდიას პოლიციელმა კამერა წაართვა რუსთაველის გამზირზე. შემთხვევა დღეს, 14 მაისს მოხდა, როცა ის პარლამენტთან მიმდინარე ანტირუსულ აქციას აშუქებდა. „პარლამენტის ცენტრალურ შესასვლელთან, დაახლოებით, ჯვრის უკან ვიდექი და ვიღებდი. ხელში მეკავა GoPro-ს მცირე ზომის კამერა. მოულოდნელად პოლიციელმა წამგლიჯა ხელიდან. უცებ დავუძახე, რომ ჟურნალისტი ვარ, ვიღებ, მაღლა ავწიე ჩაფხუტი, რომელზეც მაწერია „პრესა“, თუმცა […]
სტრატეგია აღმაშენებელი: მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას ერთიანობაზე დათქმების გარეშე

“სტრატეგია აღმაშენებელი ყოველთვის მხარს უჭერდა და ახლაც მხარს უჭერს ერთიანობის იდეას. დღესაც მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას ერთიანობის შესახებ, წინაპირობებისა და დათქმების გარეშე. ქართველი ხალხი უკვე ერთიანია ახლა კი აუცილებელია ჩვენ, ოპოზიციამ ვაჩვენოთ ერთობა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის. რუსული რეჟიმი ლუსტრირებულია, ახლა აუცილებელია ერთად გავაფორმოთ მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორება” – ნათქვამია სტრატეგია აღმაშენებლის განცხადებაში. ლელო […]
„სტრატეგია აღმაშენებელი – აუცილებელია ოპოზიციამ ვაჩვენოთ ერთობა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის – “რუსული რეჟიმი” ლუსტრირებულია, ახლა ერთად გავაფორმოთ მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორება

აუცილებელია ჩვენ, ოპოზიციამ ვაჩვენოთ ერთობა საქართველოსთვის, მისი ევროპული მომავლისთვის , – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლი” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც პარტიის წევრები აღნიშნავენ, “რუსული რეჟიმი” ლუსტრირებულია და ახლა აუცილებელია ერთად გავაფორმოთ მათი ხელისუფლებიდან ჩამოშორება”. “სტრატეგია აღმაშენებელი” ყოველთვის მხარს უჭერდა და ახლაც მხარს უჭერს ერთიანობის იდეას. დღესაც მივესალმებით და მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას ერთიანობის შესახებ, […]
შსს-ს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე 13 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პოლიციელთა კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 13 პირი დააკავა. ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველა კანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში მესამე მოსმენით […]
აქციაზე პოლიციელმა „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორს ხელკეტი დაარტყა

თბილისში, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორს, გიორგი ჟამერაშვილს პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა. რადიო თავისუფლებასთან საუბარში იგი ჰყვება, რომ ერთ-ერთმა სამართალდამცავმა მას ხელი ჰკრა, ფეხის არეში ხელკეტი დაარტყა, მანამდე კი სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იმ დროს, როდესაც იგი რუსთაველის გამზირზე, პირველი სკოლის მიმართულებით გადაადგილებას ცდილობდა. მანამდე, სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ ტერიტორია გაათავისუფლა, რის შემდეგაც […]
“ევროკავშირი ცნობილია ბიპოლარულობით” – ზახაროვა კვლავ იცავს საქართველოში რუსულ კანონს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა საქართველოში რუსული კანონის მიღებას კვლავ იცავს და მმართველი პარტიის რიტორიკას იმეორებს. “და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უცხოელი აგენტების კანონის მიღება არ შეუშლის ხელს, მაგალითად, ამ ხალხის მიერ ამ გაერთიანებაში სუბსიდიების, დახმარებისა და მხარდაჭერის მიღებას?” – წერს ზახაროვა ევროკომისიის სიტყვებთან დაკავშრებით, რომ რუსული კანონი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე წინაღობა […]
ნაუსედა: თქვენთან ვდგავართ, არავის არ აქვს უფლება, ევროპული ოცნება წაგართვათ

ძვირფასო ქართველო ხალხო, ჩვენ გვესმის თქვენი და თქვენს ბრძოლაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის თქვენთან ვდგავართ. არავის არ აქვს უფლება, თქვენი ევროპული ოცნება წაგართვათ. არავის არ აქვს უფლება, დაადუმოს ხალხის ნება, იცხოვროს ევროპული ღირებულებებით.
14 მაისის საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 13 პირი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 14 მაისს დღის განმავლობაში მიმდინარე აქციაზე, პროტესტმა ძალადობრივი ხასიათი მიიღო და სამართალდამცველებმა 13 პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის პარლამენტში მესამე მოსმენით განხილვის გაპროტესტების მიზნით, აქციის მონაწილეებმა მიმდინარე წლის 14 მაისს, 09:00 საათიდან დაიწყეს შეკრება საკანონმდებლო ორგანოს მიმდებარე ტერიტორიაზე. აქციის პარალელურად, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, შინაგან საქმეთა […]