,, ნინო გველისწიწილოსანი გაჰკიოდა წეღან, ლაშხს თმები დააწიწკნესო! ნაწლავები გაქვთ ამოსაწიწკნი” – ქეთევან ენუქიძე

,,შეაჩერე კორუფციის” თანადამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე სასტიკად ნაცემი დავით ქაცარავას ფოტოს აქვეყენბს და წერს: ,,ეს მაინც ხომ ვნახეთ, ხელი რომ არ გაუნძრევია და უბრალოდ იდგა?! ნინო გველისწიწილოსანი გაჰკიოდა წეღან, ლაშხს თმები დააწიწკნესო! ნაწლავები გაქვთ ამოსაწიწკნი, თმები კი არა, თქვე ღორის სოლიტერებო! მართლა როგორ გადაიჯვეს ამათ თავზე!!!!!!!!!!!!! წაეთრიეთ რა ამ ქვეყნიდან! წაიღეთ, რაც გინდათ და წაეთრიეთ! პენსიასაც […]
შსს: აქციაზე 13 ადამიანი დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს დღეს პარლამენტის შენობასთან დაკავებული აქციის მონაწილეების შესახებ – უწყება ამტკიცებს, რომ აქცია “აგენტების კანონის” წინააღმდეგ გაცდა მშვიდობიანი პროტესტის ფორმებს და ამის შემდეგ დაიწყო პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება. “იმისთვის, რომ დეპუტატებსა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს საპარლამენტო ორგანოში უსაფრთხო გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონოდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაეთავისუფლებინა პარლამენტის შესასვლელები. პარალელურად, აქციის […]
Ნანუკა ჟორჟოლიანს აქტივისტები ფულის “მოტეხვაში” ადანაშაულებენ?
ფეისბუქ ჯგუფში, სადაც საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით შემოწირულობები გროვდება, ნანუკა ჟორჟოლიანმა დაწერა, რომ კვლავ აგროვებენ თანხას, რასაც ცალკეული წევრების პროტესტი მოჰყვა და წერენ, რომ გაუგებარია, თუ სად მიდის ჩარიცხული თანხები, რადგან მათ არც საწვიმარი და არც აირწინაღები არ მისცეს.
დიდი ბრიტანეთის მინისტრი ევროპის საკითხებში – სცენები საქართველოში შოკისმომგვრელია – მთავრობას მოვუწოდებ კურსი შეცვალოს და ეს კანონპროექტი გაიწვიოს

საქართველოს მთავრობას მოვუწოდებ, კურსი შეცვალოს და კანონპროექტი გაიწვიოს, – ამის შესახებ განცხადებას დიდი ბრიტანეთის ევროპის საკითხებში მინისტრი, ნუსრატ განი ავრცელებს. “სცენები საქართველოში შოკისმომგვრელია – და როგორც საქართველოს მეგობრები, ყველა მხარეს მოვუწოდებთ, სიმშვიდისკენ და თავშეკავებისკენ. დღეს საქართველოს პარლამენტმა კვლავ მხარი დაუჭირა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტს. როგორც ჩვენი პარტნიორები, დიდი ბრიტანეთი მკაცრად ეწინააღმდეგება ამ კანონპროექტის მიღებას. […]
გიტანას ნაუსედა – ძვირფასო ქართველო ხალხო, თქვენი გვესმის და თქვენთან ერთად ვდგავართ – არავის აქვს თქვენი ევროპული ოცნების წართმევის უფლება

არავის აქვს ქართველი ხალხისთვის ევროპული ოცნების წართმევის უფლება. ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი გინატას ნაუსედა “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს. “ძვირფასო ქართველო ხალხო, თქვენი გვესმის და თქვენთან ერთად ვდგავართ თქვენს ბრძოლაში საქართველოს ევროპული მომავლისთვის. არავის აქვს თქვენი ევროპული ოცნების წართმევის უფლება. არავის არ აქვს ხალხის ევროპული ღირებულებებით ცხოვრების სურვილის გაჩუმების უფლება”, – წერს ნაუსედა.
გიორგი ქადაგიძე – დაუმორჩილებლობა და პროტესტი კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, ახალი მასშტაბი მიიღოს, რაც უნდა დამთავრდეს “ქართული ოცნების” ჩანაცვლებით კოალიციური მმართველობით

დაუმორჩილებლობა, პროტესტი სკიდევ უფრო უნდა გაიზარდოს, მიიღოს ახალი მასშტაბი, რაც საბოლოო ჯამში, აუცილებლად უნდა დამთავრდეს “ქართული ოცნების” ჩანაცვლებით კოალიციური მმართველობით, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ “ინტერპრესნიუსს” რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე განუცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება ქვეყანას რუსეთის პირისპირ ტოვებს. “ქართული ოცნება” ამ გადაწყვეტილებით,ფაქტობრივად, გვტოვებს ჩვენი მთავარი მოკავშირეების: აშშ, ევროკავშირის და იმ ქვეყნების […]
ბათუმში საპროტესტო მსვლელობა – “არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს

ბათუმის ქუჩებში საპროტესტო აქცია-მსვლელობა – “არა რუსულ კანონს” მიმდინარეობს. ბათუმის უნივერსიტეტთან შეკრებილები აცხადებენ, რომ პროტესტი სრულიად ქალაქში უნდა გავრცელდეს. “მოვუწოდებ აკადემიურ საბჭოს, რომ რექტორს მერაბ ხალვაშს სამარცხვინო გადაწყვეტილება უკან წააღებინოს. ბოიკოტს და გაფიცვას განათლებას არ ვუწყობთ, ამას ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლა ჰქვია და ამას, ვერც ის მოღალატე 84 დეპუტატი შეუშლის ხელს. მჯერა, რომ ეს გადაწყვეტილება, რაც […]
პოლიციის მიერ სასტიკად ნაცემი დავით ქაცარავა

პოლიციის მიერ სასტიკად ნაცემი დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში პოლიციის მიერ სასტიკად ნაცემი დავით ქაცარავას ფოტოები ვრცელდება. შეგახსენებთ, დღეს, რუსთაველზე, ის პოლიციამ დააკავა
21.00 საათზე ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება

21.00 საათზე ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება დღეს 21.00 საათზე ირაკლი კობახიძის ბრიფინგი გაიმართება. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის ცნობით, მიღწეულია შეთანხმება აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით თურქმენეთიდან თურქეთში ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ

თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის ცნობით, მიღწეულია შეთანხმება აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით თურქმენეთიდან თურქეთში ბუნებრივი აირის მიწოდების შესახებ თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის, ალფარსლან ბაირაქტარის განცხადებით, თურქმენეთიდან თურქეთში ბუნებრივი აირის მიწოდებაზე შეთანხმება შედგა, რაც აზერბაიჯანისა და საქართველოს გავლით მოხდება. ამის შესახებ აზერბაიჯანული მედია წერს. „ამ ზამთარში ნახიჩევანში ბუნებრივი აირის მიწოდება თურქეთის გავლით მოხდება. უახლოეს ხანში ვაპირებთ […]