ო’ბრაიენი: თუ კანონს EU-სთან შეუსაბამოდ მიიღებენ, სანქციებს დავუწესებთ მათ და ოჯახის წევრებს

თუ ამ კანონს მიიღებენ, ევროკავშირის ნორმებთან წინააღმდეგობითა და დავინახავთ დემოკრატიის უგულებელყოფასა და ძალადობას მშვიდობიანი დემოსნტრანტების წინააღმდეგ, ჩვენ ვიხილავთ შეზღუდვებს აშშ-ის მხრიდან, იქნება ეს ფინანსური თუ გადაადგილების შეზღუდვა იმ ადამიანებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ, ვინც პასუხისმგებელი იქნებიან ამ ქმედებებზე.
ო’ბრაიენი: თუ კანონი წინ წავა EU-სთან შეუსაბამოდ, იქნება ფინანსური, სამოგზაურო შეზღუდვები

“ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოსთვის გათვლილი აქვს, რომ გამოყოს დახმარებისთვის 390 მილიონი დოლარი, აქედან ნაწილი, რა თქმა უნდა, მოხმარდება სამხედრო თავდაცვის საკითხებს, ნაწილი ეკონომიკის განვითარებას, მათ შორის, გარკვეული ნაწილი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, ეს დახმარება დადგება უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ, თუ შეიცვლება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა და აშშ მოაზრებული იქნება მოწინააღმდეგედ და არა მოკავშირედ.
შალვა პაპუაშვილი – ჯიმ ო’ბრაიენთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, ასევე განვიხილეთ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი და ერთმანეთს პოზიციები გავუზიარეთ

გულწრფელი საუბარი მქონდა ჯიმ ო’ბრაიენთან – ვისაუბრეთ აშშ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკაზე, ბოლო წლებში საქართველოსა და რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს. ამასთან, აღნიშნავს, რომ განიხილეს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ კანონი და აღნიშნულთან დაკავშირებით ერთმანეთს პოზიციები გაუზიარეს. “გულწრფელი საუბარი მქონდა ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე […]
გიორგი გახარია “ოცნების” წევრებზე – ამ პატარა მშიშარა ბიჭებს წარმოდგენა არ აქვთ, ხვალ რა დავალებას მიიღებენ, რადგან ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ამათ ავალებს და ალაპარაკებს და მესამეს აკეთებს

პრობლემა არის ის, რომ ამ პატარა მშიშარა ბიჭებს [“ქართული ოცნების“ წევრები] წარმოდგენა არ აქვთ, ხვალ რა დავალებას მიიღებენ, იმიტომ, რომ ივანიშვილი ერთს ფიქრობს, მეორეს ამათ ავალებს და ალაპარაკებს და მესამეს საერთოდ აკეთებს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას წერილშია აღნიშნული. მისივე თქმით, ეს კანონი ჯერ დღეს დაამტკიცეს, მაგრამ გუშინ, გუშინწინ და კიდევ […]
სუს-ი – რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ ახალუბნის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული ივანე გერკეული თავისუფალია

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალუბნის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ივანე გერკეული თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. როგორც სუს-ის განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. „ივანე გერკეულის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში […]
გაერო: გენმდივანი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს

გაეროს გენერალური მდივანი, შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, – განცხადება ამის შესახებ, ფარჰან ჰაკიმ, გენერალური მდივნის პრესსპიკერის მოადგილემ გააკეთა. მისი თქმით, ანტონიო გუტერეში განსაკუთრებული შეშფოთებით აკვირდება “ძალადობრივ შეტაკებებს და ცნობებს, სამართალდამცავი პერსონალის მიერ, ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც აპროტესტებენ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.” სპიკერის თქმით, გენერალური მდივანი იზიარებს საქართველოში გაეროს გუნდის […]
,,ვინაა ეს ოროსანი თარჯიმანი? ტოვებს ძალიან მნიშვნელოვან აქცენტებს“ – ბაია პატარაია

,,ვინაა ეს ოროსანი თარჯიმანი? ტოვებს ძალიან მნიშვნელოვან აქცენტებს“ – ბაია პატარაია უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს: ,,ვინაა ეს ოროსანი თარჯიმანი? ტოვებს ძალიან მნიშვნელოვან აქცენტებს. რა გახდა ერთი ნორმალური თარჯიმანი, რომელიც არ გადააკეთებს ობრაიანის ნათქვამს? კიდე კარგი ინგლისურადაც ვისმენ და არა მხოლოდ თარჯიმნის ნაკლულ ვერსიას.”
თუ კანონს EU-სთან შეუსაბამოდ მიიღებენ, შეზღუდვებს დავუწესებთ მათ და ოჯახის წევრებს – ჯიმ ო’ბრაიენი
თუ კანონს EU-სთან შეუსაბამოდ მიიღებენ, შეზღუდვებს დავუწესებთ მათ და ოჯახის წევრებს – ჯიმ ო’ბრაიენი აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯიმ ო’ბრაიენი აცხადებს: ,,თუ ამ კანონს მიიღებენ, ევროკავშირის ნორმებთან წინააღმდეგობითა და დავინახავთ დემოკრატიის უგულებელყოფასა და ძალადობას მშვიდობიანი დემოსნტრანტების წინააღმდეგ, ჩვენ ვიხილავთ შეზღუდვებს აშშ-ის მხრიდან, იქნება ეს ფინანსური თუ გადაადგილების შეზღუდვა იმ ადამიანებისა და […]
აქციაზე დაკავებისას ნაცემი დავით ქაცარავა კლინიკაში გადაიყვანეს – ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა

ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი 14 მაისს, საქართველოს პარლამენტის შენობასთან “აგენტების კანონის” საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული დავით ქაცარავა. ანტისაოკუპაციო მოძრაობის წარმომადგენელს სავარაუდოდ პოლიციელებმა სცემეს დაკავების შემდეგ. მისი დაკავების კადრებში ჩანს, რომ დავით ქაცარავა აქციის სხვა მონაწილეებს შორის იდგა და სხვებს ელაპარაკებოდა, როცა სპეცრაზმის რიგებიდან რამდენიმე ადამიანი ერთდროულად მოწყდა და გამოიქცა მისი მიმართულებით – ყველა მათგანს სახე შავი ნიღბებით […]
რუსეთის პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა

რუსეთის პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა დაამტკიცა. ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ უსაფრთხოების ბლოკის მინისტრებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის თანამდებობებზე წარდგენილი ყველა კანდიდატი. თანამედროვე შეინარჩუნა ყველა მინისტრმა, გარდა თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელისა. როგორც მოსალოდნელი იყო, ფედერაციის საბჭომ თავდაცვის მინისტრად ანდრეი ბელოუსოვი დაამტკიცა. პარლამენტის ზედა პალატის დღევანდელ სხდომაზე გამოსვლისას ბელოუსოვმა განაცხადა, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალების […]