თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა და ჩვენგან უფრო მეტის იმედი უნდა გქონდეთ, ვიდრე უბრალოდ საუბარია – მიხაილ როთი

თბილისი დღეს ევროპის ჭეშმარიტი დედაქალაქია და ჩვენ ვამაყობთ თქვენით. თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა და ჩვენგან უფრო მეტის იმედი უნდა გქონდეთ, ვიდრე უბრალოდ საუბარია – ამ სიტყვებით მიმართა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაილ როთმა. ევროპული ქვეყნების საგარეო კომიტეტების ხელმძღვანელები ცოტა ხნის წინ აქციაზე მივიდნენ და ქართველ ხალხს მხარდაჭერა გამოუცხადეს: „დღეს […]
მიხაილ როთი და ჟიგიმანტას პავილინოისი რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე „არა რუსულ კანონს“ მივიდნენ

ლიეტუვის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი და ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მივიდნენ. ისინი სიტყვით გამოვიდნენ და ანტირუსული აქციის მონაწილეებს და ქართველ ხალხს მხარდაჭერას გამოუცხადეს.
“წარმოუდგენელია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჩავიდეს სხვა რომელიმე ქვეყანაში“- სოზარ სუბარი
“წარმოუდგენელია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჩავიდეს სხვა რომელიმე ქვეყანაში“- სოზარ სუბარი პარტია “ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი საქართველოში ვიზიტად მყოფი ოთხი ქვეყნის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების ვიზიტს ეხმაურება. მედიასთან საუბარში სუბარმა განაცხადა, რომ მისთვის წარმოუდგენელია საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჩავიდეს სხვა რომელიმე ქვეყანაში, გავიდეს მიტინგზე, სადაც ხელისუფლების დამხობას ითხოვენ და […]
“30 წელზე მეტია ამერიკა არის საქართველოს ძალიან ძლიერი პარტნიორი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ ამ პარტნიორობას” -ჯიმ ობრაიენი

“30 წელზე მეტია ამერიკა არის საქართველოს ძალიან ძლიერი პარტნიორი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ ამ პარტნიორობას” -ჯიმ ობრაიენი აშშ-ის სახელმწიფოს მდივნის თანაშემწემ თბილისში, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 30 წელზე მეტია ამერიკა არის საქართველოს ძალიან ძლიერი პარტნიორი და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ გავაგრძელებთ ამ პარტნიორობას. განსაკუთრებით ვაფასებთ ამ ურთიერთობას მაშინ, […]
ო’ბრაიენი ივანიშვილზე: ამ ეტაპზე მის მიმართ სანქციები არაა დაწესებული

საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო’ბრაიენი ამბობს, რომ “ამ ეტაპზე” “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მიმართ სანქციები არაა დაწესებული. 14 მაისს თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე ამერიკელი მაღალჩინოსანი ამით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ივანიშვილმა ო’ბრაიენთან შეხვედრაზე უარი თქვა “დე ფაქტო სანქცირების” გამო. “ჩვენ გვქონდა წინასწარი […]
გმირთა მოედანზე პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დააკავა

გმირთა მოედანზე, სადაც აქციის მონაწილეებმა გზა გადაკეტეს, პოლიციამ მოქალაქეები ძალის გამოყენებით დააკავა. პოლიციამ ამ დროისთვის აქციის მონაწილეები გზის სავალი ნაწილიდან გადაიყვანა და მოძრაობა აღდგენილია.
ჯიმ ო’ბრაიენი – უცხოური დაფინანსების რეგულირების კუთხით საქართველო უნდა იყოს შესაბამისობაში იმასთან, რაც არის ევროკავშირში და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში – არც თავად პროცესი და არც კანონი ახლა სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არის

ასეთი საკითხების რეგულირებაში [უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა] საქართველო უნდა იყოს შესაბამისობაში იმასთან, რაც არის ევროკავშირში და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში – არც თავად პროცესი და არც კანონი არ არის შესაბამისობაში იმ სტანდარტებთან, რაც არის ევროკავშირში და რაც მოითხოვება, რადგანაც საქართველოს სურვილია ევროკავშირისკენ და ნატო-სკენ სწრაფვა, შესაბამისად, არსებობს გარკვეული წესები, სტანდარტები, რომლებიც ამ ორგანიზაციებს გააჩნია. აღნიშნული კანონი უნდა იყოს […]
კანონის მიღება ქმნის მტკიცე გარანტიებს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველსაყოფად

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქმნის მტკიცე გარანტიებს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველსაყოფად და ე.წ. პოლარიზაციის დასაძლევად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „დღევანდელი დღე არის უმნიშვნელოვანესი ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის განმტკიცების თვალსაზრისით. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება ქმნის მტკიცე გარანტიებს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და […]
მთავრობის ქმედებები გვაფიქრებს არის თუ არა კვლავ პარტნიორობა ორმხრივი – ჯიმ ო ‘ბრაიენი

მთავრობის ქმედებები გვაფიქრებს არის თუ არა კვლავ პარტნიორობა ორმხრივი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჯიმ ო ‘ბრაიენმა თბილისში მიმდინარე პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, მიუხედავად არსებული ვითარებისა, მნიშვნელოვანია ყველა შეეცადოს, რომ არ შეიცვალოს ის კონსტრუქციული თანამშრომლობა, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს. „სანამ საქართველოში ჩამოვიდოდით, ჩვენ გამოვთქვით სურვილი ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისა, პასუხი იყო […]
სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ივანიშვილის ინტერესები საქართველოსაზე წინ დგას – მირიამ ლექსმანი

ევროპარლამენტის დეპუტატი, მირიამ ლექსმანი პარლამენტის მიერ “რუსული კანონის” მიღებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართული დემოკრატიისთვის სამწუხარო დღეა. “ძალიან სამწუხაროა იმის დანახვა, რომ ივანიშვილის ინტერესები საქართველოს ინტერესებზე წინ დგას. სამწუხარო დღეა ქართული დემოკრატიისთვის”, – დაწერა ლექსმანმა სოციალურ ქსელში. ის ჯოზეფ ბორელს, შარლ მიშელს და ურსულა ფონ დერ ლაიენს მიმართავს, რომ „დროა ევროკავშირმა მკაფიო გზავნილი გაუგზავნოს ოლიგარქს […]