გაერო: გენმდივანი შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს

გაეროს გენერალური მდივანი, შეშფოთებით ადევნებს თვალს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, – განცხადება ამის შესახებ, ფარჰან ჰაკიმ, გენერალური მდივნის პრესსპიკერის მოადგილემ გააკეთა.
მისი თქმით, განსაკუთრებული შეშფოთებით აკვირდება “ძალადობრივ შეტაკებებს და ცნობებს, სამართალდამცავი პერსონალის მიერ, ძალის არაპროპორციული გამოყენების შესახებ დემონსტრანტების მიმართ, რომლებიც აპროტესტებენ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ.”
სპიკერის თქმით, გენერალური მდივანი იზიარებს საქართველოში გაეროს გუნდის და ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის შეშფოთებას, “გამოხატვის თავისუფლებაზე და მედიაზე, ისევე როგორც, ზოგადად, სამოქალაქო საზოგადოებაზე კანონის ნეგატიური გავლენის შესახებ.”
ჰაკის თქმით, გუტერეში მოუწოდებს, “თავშეკავებას და დიალოგს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის და საპროტესტო აქციების დროს, ან მის შემდეგ, ან პატიმრობის დროს არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა ბრალდების დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ.”

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია