თუ დაგვიმტკიცებენ, რომ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსება ეწინააღმდეგება პრინციპებს, კი ბატონო, შევცვალოთ – კობახიძე

თუ დაგვიმტკიცებენ, რომ წელიწადში ერთხელ დეკლარაციის შევსება ეწინააღმდეგება გარკვეულ პრინციპებს, კი ბატონო, შევცვალოთ, მაგრამ ჩვენ გვჭირდება სამართლებრივი არგუმენტები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლება მზად არის კომპრომისისთვის გარკვეულ ნორმებთან მიმართებით, თუ დაარწმუნებენ, რომ რომელიმე ნორმა არ არის შესაბამისობაში. „ტერმინი დათმობა არ არის სწორი ამ შემთხვევაში. დათმობებზე ვერ […]

ჩინეთმა ბუნებრივი აირის იმპორტი 20.7%-ით გაზარდა

ჩინეთის ბუნებრივი აირის იმპორტი იანვარ-აპრილში 20.7%-ით, ხოლო ნავთობის კი 2%-ით გაიზარდა. შესყიდვის მოცულობამ ამ პერიოდში, შესაბამისად, 43 მლნ ტონა და 182 მლნ ტონა შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის მონაცემებით, ოთხი თვის განმავლობაში, ღირებულების თვალსაზრისით ბუნებრივი აირის იმპორტმა 21.38 მილიარდ დოლარს მიაღწია, ხოლო ნავთობისამ 109 მილიარდ დოლარს.

“პარლამენტში არ მიგვიღეს… თქვენი ბრძოლა ჩვენი ბრძოლაა” – ფიშერი

თბილისში ვიზიტით მყოფმა ჩეხეთის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, პაველ ფიშერმა, რომელიც მმართველმა გუნდმა არ მიიღო, პარლამენტის წინ შეკრებილებს მიმართა და თქვა: საღამომშვიდობისა ევროპა! საღამომშვიდობისა თავისუფლებავ! ჩვენ მოვედით პარლამენტში შესახვედრად, მაგრამ ის დაკეტილია. თქვენმა წარმომადგენლებმა პარლამენტში არ მიგვიღეს, არ მოგვისმინეს. მაგრამ ჩვენ თქვენ გხედავთ და თუ ჩვენ ვერ ვიქნებით აქ უკან, პარლამენტში. ვართ აქ თქვენთან ერთად. […]

აქციის მონაწილეები რუსთაველიდან გმირთა მოედანზე მიდიან

აქციის მონაწილეები რუსთაველიდან გმირთა მოედინისკენ მიდიან. ცოტა ხნის წინ გმირთა მოედნის გადაკეტვის მცდელობისას პოლიციამ აქციის მონაწილეები დააკავეს

“აღენიშნებოდა სახის ძვლების ტრავმა, მოტეხილი იყო ყვრიმალის ძვალი, ზედა ყბის ძვლები… მხედველობა არ დაუკარგავს” – ქაცარავას ოპერაცია ჩაუტარდა

“აღენიშნებოდა სახის ძვლების ტრავმა, მოტეხილი იყო ყვრიმალის ძვალი, ზედა ყბის ძვლები… მხედველობა არ დაუკარგავს,” – ამის შესახებ დავით ქაცარავას ექიმმა განაცხადა და აღნიშნა, რომ მისი ოპერაცია დასრულებულია. “პაციენტი შემოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. აღენიშნებოდა სახის ძვლების ტრავმა, გაკეთდა კომპიუტერული ტომოგრამა და ნანახი იქნა, მოტეხილი იყო ყვრიმალის ძვალი, ზედა ყბის ძვლები, გაკეთდა ოპერაცია ყველაფერი რიგზეა, გონებაზე […]

კობახიძე: სანქცია დააზიანებს სანქციიის დამწესებელს, ყველას მოვუწოდებთ პრაგმატულობისკენ

რა თქმა უნდა, შეილახა სერიოზულად ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია იმით, რომ სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ მოსამართლეებს, ასეთი არასერიოზული ნაბიჯები კიდევ ერთხელ თუ გადაიდგმება, ეს დააზიანებს არა სანქცირებულს, არამედ, სანქციიის დამწესებელს, ხალხი ყველაფერს ხედავს, ჩვენ არ გვინდა, ამერიკის შეერთებული შტატების რეპუტაცია დაზიანდეს, ჩვენი მოწოდებაა აშშ-ს მიმართ, რომ იფიქრონ პარტნიორობაზე და არა კონტრპროდუქტიული ნაბიჯების გადადგმაზე. ეს, პირველ რიგში, […]

გმირთა მოედანზე არაერთი ადამიანი დააკავეს

გმირთა მოედანზე დააკავეს მომიტინგეები, რომლებმაც გზის გადაკეტვა სცადეს. პოლიციამ არაერთი მოქალაქე ძალის გამოყენებით ჩასვა ავტომობილებში და წაიყვანა. გმირთა მოედანზე ათეულობით პოლიციელია მობილიზებული, ადგილზე რჩება ანტირუსული აქციის მონაწილეთა ნაწილი. მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია გმირთა მოედანზე დაკავებების შესახებ, რუსთაველზე შეკრებილთა ნაწილი ამ მიმართულებით დაიძრა. ვიდეო: ტვ პირველი · თუ კანონი არ შეიცვლება, იქნება შეზღუდვები კონკრეტულ ადამიანებსა […]

სალომე ზურაბიშვილი CNN-თან: არჩევნებზე მე ვიქნები პროევროპული ფრონტის ლიდერი

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 14 მაისს ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა მის ქვეყანაში “უცხოეთის გავლენების” კანონის მესამე მოსმენით მიღების შემდეგ შექმნილ ვითარებაზე, საპროტესტო გამოსვლებსა და მოახლოებული არჩევნების პერსპექტივებზე. “საქართველოს მოსახლეობამ უკვე ბევრი გამოცდა ჩააბარა და ბევრი წინააღმდეგობაც გასწია. ეს ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციაა. ჩვენთან მოახლოვდა არჩევნები, რომელიც იქნება ერთგვარი რეფერენდუმი, და ამ არჩევნებზე მე ვიქნები პროევროპული ფრონტის […]

ო’ბრაიენი ივანიშვილზე: ამ ეტაპზე არაა სანქციები – ასეთი გავლენიანი პირი არასწორადაა ინფორმირებული

“ჩამოსვლამდე ვითხოვე შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან, პრემიერმინისტრმა მითრა რომ ეს ვერ შემხვდებოდა, რადგან გვაქვს დე ფაქტო სანქციები მის მიმართ. სანქციები მის მიმართ ამ ეტაპზე არ არის და ასეთი ზეგავლენის მქონე ადამიანი რომ ასე არასწორადაა ინფორმირებული, შოკისმომგვრელი და იმედის გამაცრუებელია. როცა პრემიერი ამბობს, რომ ეს მოქალაქე [ივანიშვილი] ამ მიზეზით ვერ შეხვდება საქართველოს ყველაზე მნიშვნელოვან პარტნიორს, ეს არის […]

კობახიძის მტკიცებით, ო’ბრაიენთან შეხვედრაზე სანქციებზე არ უსაუბრიათ

პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის მტკიცებით, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, ჯეიმს ო’ბრაიენთან შეხვედრაზე სანქციებზე არ უსაუბრიათ. ო’ბრაიენმა პრესკონფერეციაზე თქვა, რომ “თუ კანონი წინ წაიწევს ევროკავშირის ნორმებთან შეუსაბამოდ, აშშ-ის მხრიდან იქნება ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვები”. კობახიძის თქმით, ეს საკითხი საერთოდ არ ხსენებულა. “საერთოდ ეს საკითხი, სანქციების საკითხი საერთოდ არ ყოფილა ხსენებული ჩვენს შეხვედრაზე, რაიმე […]